ავტორი:

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 სექტემბერი, პარასკევი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 14:07-ზეისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად, საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი, სტრესი და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი: გართობა ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ და ვალდებულებების შესრულებას შეუდგეთ. იყავით დაკვირვებული და მომართული წარმატებაზე. მოგინდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

კურო: ცვლილებებების და უსიამოვნებებთან გამკლავების დღეა. აკონტროლეთ ემოციები. სამსახურის საქმეების გამო ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი: წარმატებით გაართმევთ თავს ვალდებულებებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და დამოკიდებულება კოლეგებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გაქვთ და გააქტიურდით, თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ.

კირჩხიბი: შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და მგზავრობის დღეა. იყავით დაკვირვებული სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის დროს. საღამოს მოგინდებათ რომანტიკა ან შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

ლომი: დაწყებული საქმეების დახვეწის, დღეა. კარგი იქნება, თუ ურთიერთობებსაც გააუმჯობესებთ. საღამო გამოითავისუფლეთ რომანტიკული შეხვედრისთვის. ყოფილთან შეხვედრისას უმჯობესია გულით კი არა, გონებით იმოქმედოთ.

ქალწული: დღეს ყველა პირობა უნდა შეიქმნათ, რომ თავი ბედნიერად და სულიერად მშვიდად იგრძნოთ. იყავით მომართული საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, მიაკითხეთ მკურნალ ექიმს.

სასწორი: თუ დაკვირვებულად და გეგმის მიხედვით იმოქმედებთ, ყველა ცხოვრებისეულ თავსატეხს იდეალურად გაართმევთ თავს. ნუ მოცდებით ფუჭ საუბრებზე. წარმატებას მოგიტანთ საქმიანი შეხვედრა, მივლინება.

მორიელი: სამუშაო კვირის ბოლო დღეს ძალები უნდა მოიკრიბოთ და დაასრულოთ საქმეები, რათა უქმეები მშვიდად გაატაროთ. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ რომანტიკული შაბათ-კვირა.

მშვილდოსანი: სიურპრიზებით აღსავსე დღე გელოდებათ, მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობდით. ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, მათი დახმარებით ყველა დაბრკოლებას იოლად გადალახავთ.

თხის რქა: დღეს იმდენი საქმე გექნებათ შესასრულებელი, რომ დასვენებაზე ვერც კი იფიქრებთ. იყავით დაკვირვებული და დიპლომატიური. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მერწყული: დაათბეთ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვისაც ენდობით და აფასებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საღამოს საყვარელი ადამიანების სიურპრიზებით განებივრებას შეძლებთ.

თევზები: შემოქმედებითად შეხედეთ მოვლენებს და მონოტონურ ვალდებულებებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. დღეს დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით და გაუყავით საქმეები გარშემო მყოფებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.