2 სექტემბრის იუბილარი

2 სექტემბრის იუბილარი

სექტემბერი (ლათ.September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.

ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება, გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".

როგორია 2 სექტემბერს დაბადებული ადამიანი

2 სექტემბერს დაბადებული ადამიანები პირდაპირები და უკომპრომისოები არიან. მათ ძალა შესწევთ როგორც სხვის, ისე საკუთარ შეცდომებზე ღიად და დაუფარავად ისაუბრონ. ასეთივე შემართებით ებმებიან ისინი ნებისმიერი სახის უსამართლობასთან ომში და ცდილობენ აღადგინონ ბალანსი. თუმცა, მათი მკაცრი ხასიათი ხშირად ხდება გარშემო მყოფებისთვის ბარიერი ამ ადამიანებთან ურთიერთობისას, ამიტომ სასურველი იქნება, თუ სხვების აზრის მოსმენასა და გათვალისწინებას მიეჩვევით.