კურო
უმნიშვნელო შეფერხებებია მოსალოდნელი სამსახურის საქმეებში. ამიტომ, დახმარება გამოცდილ კოლეგებს უნდა სთხოვთ. საღამოს საყვარელ ადამიანს შეხვდით და სამომავლო გეგმები დააწყვეთ.
ტყუპი
ენერგიული და ოპტიმიზმით აღსავსე ხართ. საკუთარი საქმეების პარალელურად კოლეგებსაც დაეხმარებით. ეცადეთ, დღეს დაწყებული საქმეები დაასრულოთ და სამომავლოდ არ გადადოთ.
კირჩხიბი
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, ნუ ჩაერევით დისკუსიებსა და განხილვებში. უმჯობესია, საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავი შეიკაოთ, სხვების რჩევებს კი ყურადღება მიაქციოთ.
ლომი
დღეს ყველას მაგივრად მოგიწევთ მუშაობაც და მომხდარზეც პასუხისმგებლობის აღებაც. ტყუილად ნერვიულობთ, ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. და ამით გარშემო მყოფების დაფასებასაც დაიმსახურებთ და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ.
ქალწული
მოერიდეთ საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას და კამათს გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული არ ხართ ფაქტების სისწორეში. უმჯობესია, საკუთარი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ.
სასწორი
ეცადეთ, ფული გონივრულად ხარჯოთ. ფინანსური საკითხების გამო მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. საღამოს კი შესარიგებლად, რომანტიკულ პაემანზე დაპატიჟეთ.
მორიელი
ზოგიერთი მოვლენის გამო შეგეცვლებათ სურვილები და დამოკიდებულიება გარშემო მყოფების მიმართ. შეიძლება ღირებულება დაკარგოს იმ ნივთებმა, რაც ადრე ფასეული გეგონათ. თამამად იმოქმედეთ, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
მშვილდოსანი
საბუთების შევსება თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. გირჩევთ მოთმინებით აღიჭურვოთ, რადგან სხვადასხვა ინსტანციაში მოგიწევთ სირბილი.
თხის რქა
ეცადეთ, გარკვევით გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, რადგან თქვენმა სიტყვამ გული არავის ატკინოს. დაძაბული სიტუაცია კი იუმორით განმუხტეთ.
მერწყული
სამსახურის საქმეების მიუხედავად ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. კარგი დღეა ინტერიერის შესაცვლელად, ახალი საოჯახო ნივთების შესაძენად.
თევზები
დღეს ნათესავებსა და მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. თქვენს ჩაურევლად არაფერი მოგვარდება. რჩევა-დარიგებებიც კორექტულად გაეცით, რათა გული არავის ატკინოთ.