2 თებერვალს დაბადებული ადამიანები იშვიათად ღალატობენ არჩეულ პროფესიას

2 თებერვალს დაბადებული ადამიანები იშვიათად ღალატობენ არჩეულ პროფესიას

თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.

თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.

როგორია 2 თებერვალს დაბადებული ადამიანი

2 თებერვალს დაბადებული ადამიანები კრეატიული აზროვნების უნარითა და ორიგინალურობით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას ახასიათებს საკუთარი იდეალებისადმი უპირობო რწმენა და ერთგულება, ამიტომ ისინი იშვიათად ღალატობენ არჩეულ პროფესიას და ზოგადად ერთხელ აღებულ კურსს ცხოვრებაში.