ავტორი:

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:53-ზე, მთვარე კირჩხიბშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი

უაღრესად ემოციური დღეა, ასე რომ, თუ ეს შესაძლებელია, იმუშავეთ დისტანციურად ან დაისვენეთ. ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები ან დაძაბულობა. უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ, მოუსმინოეთ სხვების აზრს და ეძებეთ კომპრომისები.

კურო

დღეს მასშტაბური პროექტები, შემოქმედებითი ამოცანები გიზიდავთ. ეცადეთ, არ დაივიწყოთ თქვენი რუტინული მოვალეობები ან საოჯახო საქმეები, რომლებიც უნდა გადაჭრათ. დღე დატვირთული და ნაყოფიერი იქნება; ჩამოწერეთ იდეები, რომლებიც მოგივიდათ, ისინი მომავლისთვის გამოგადგებათ.

ტყუპი

თუ შესაძლებელია, გაატარეთ დღე სახლში, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები სამსახურში. კარგია მარტოობაში მუშაობა. არ ეკამათოთ ოჯახის წევრებს. შეეცადეთ იფიქროთ პოზიტიურად და გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო და იოლი.

კირჩხიბი

თუ თქვენ გაქვთ საინტერესო წინადადება ან უჩვეულო იდეა, გაუზიარეთ თქვენს უფროსებს ან კოლეგებს. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თქვენს წინადადებებსა და თხოვნებს ყურადღებით მოისმენენ.

ლომი

ხელსაყრელი დღე: თქვენი ოცნებები ახდება და ყველა გარემოება თქვენს სასარგებლოდ იქნება. მნიშვნელოვანი შეხვედრები, სასიამოვნო სიურპრიზები და დიდი გარიგებები გელით. დაიწყეთ ის საქმეები, რომლის დაწყებას აქამდე ვერ ბედავდით. დღეს გაგიმართლებთ.

ქალწული

დღეს შეგიძლიათ იმოქმედოთ და დაიწყოთ იმის შესრულება, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგეგმილი. შეუძლიათ გარისკვაც, შედეგი სწრაფი და დადებითი იქნება. კარგია საღამოს ოჯახურ გარემოში გატარება.

სასწორი

რთული დღეა, სიტუაცია თქვენ გარშემო ხშირად შეიცვლება და ამ მდგომარეობაში კონცენტრირება რთულია, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა სხვა დროისთვის გადადეთ. კარგია ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

მორიელი

მოერიდეთ სარისკო სიტუაციებს. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ქმედებები, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსური ზარალი. მეგობრების ან საყვარელი ადამიანების რჩევა შეიძლება სასარგებლო იყოს და შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

შეიძლება მარტივად მიიღოთ დაწინაურება ან შექება. გადაწყვიტეთ მნიშვნელოვანი საკითხი და აცნობეთ მენეჯმენტს თქვენი წარმატების შესახებ. პარტნიორთან ურთიერთობისას დააკვირდით თქვენს სიტყვებს: შეგიძლიათ უნებლიეთ ატკინოთ გული საყვარელ ადამიანს და ეჩხუბოთ.

თხის რქა

მოემზადეთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში ფინანსური საკითხების მოგვარება ან ფულის შოვნა მოგიწევთ. სასარგებლო იქნება უფროსთან საუბარი თქვენი ხელფასის გაზრდაზე. არ მიიღოთ ძალიან მაცდური შეთავაზებები: სავარაუდოდ, ეს თაღლითობაა. მოულოდნელი შეხვედრები შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სარისკო შეთავაზება ან იპოვოთ ახალი ბიზნესპარტნიორები. ზოგიერთები მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას ძლიერი სპონსორებისგან. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. საინტერესო ნაცნობობა გელით.

თევზები

იყავით დაკვირვებული და გააზრებული. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, რათა არ მოხვდეთ რთულ სიტუაციაში. ასევე უარი თქვით თავგადასავლებსა და ექსპერიმენტებზე ნებისმიერ სფეროში.