კურო
ახლობლებთან წვრილმანების გამო ნუ იკამათებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი. ეცადეთ, შინ ჰარმონია შექმნათ.
ტყუპი
თუ სწორად გათვლით და დიპლომატიურად იმოქმედებთ, წარმატებას მიიღებთ. ზოგიერთს ახალ საქმიანობას ან სარფიან შეკვეთას შესთავაზებენ. სიტუაცია და შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.
კირჩხიბი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. ახალი იდეები, პროექტები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საინტერესო და სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ.
ლომი
ნუ ხართ ზედმეტად ამაყი, ამით შეიძლება გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და დაუშვათ შეცდომები. აკონტროლეთ სიტუაცია, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.
ქალწული
ცვლილებებისა და გადაადგილებების დღეა. სიფრთხილე გმართებთ ხალხის მასებთან ურთიერთობისას. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, სხვის აზრს. მზრუნველობით გაანებივრეთ ახლობელი ადამიანები.
სასწორი
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ურთიერთობის გაწყვეტას პარტნიორებთან. ნუ განმარტოვდებით, ახლობლებთან იკონტაქტეთ.
მორიელი
დღევანდელი დღე და ხალხი თქვენ გარშემო სულიერ სიმშვიდესა და კომფორტს მოგანიჭებენ. მოაგვარეთ სამსახურის საქმეები, მაგრამ ნურც სასიყვარულო პარტნიორის მიმართ იქნებით უყურადღებო.
მშვილდოსანი
გააქტიურდით დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ახალგაცნობილებთან საიდუმლოებებს ნუ გაამჟღავნებთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, საეჭვო ადამიანებს.
თხის რქა
მოემზადეთ, ცვლილებების დღეა. რჩევები მოისმინეთ, მაგრამ სანდო ადამიანებისგან. ზოგს შურს თქვენი წარმატების. სიფრთხილე გმართებთ კოლექტიურ ქმედებებთანაც.
მერწყული
ენერგიის აღდგენის დღეა. სხვა დღისთვის გადადეთ სარემონტო და საოჯახო საქმეების შესრულება, მცენარეების დარგვა. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დააკვირდით სიზმრებს.
თევზები
დღეს დაწყებული შემოქმედებითი საქმიანობა მთლიანად შეგიცვლით ცხოვრებას. ნუ ელით დახმარებას სხვებისგან. თავად უნდა იაქტიუროთ. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს გმართებთ მოთმინება და დაკვირვება.