ავტორი:

20-26 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

20-26 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

გახშირდება გადაადგილება, ნათესავებს უსიამოვნებების მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ; შეიძლება მოგთხოვონ დანაპირების ასრულება. კარგი პერიოდია სწავლისთვის. ახალგაცნობილებს დაუმეგობრდით. გახშირდება მეგობრული შეხვედრები და პიკნიკები. გაფრთხილდით, ოჯახში მოიმატებს დაპირისპირება უმცროს-უფროსი წევრებს შორის.

კურო

კვირის პირველი ნახევარი დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ფული დააბანდეთ უძრავ ქონებაში, მოგინდებათ ბინისთვის ლამაზი ნივთების შეძენა. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ფიზიკურად გააქტიურდებით. კარგი იქნება ცურვა, წყლის პროცედურები. დაკვირვებული იყავით სიახლეებისადმი. შეიძლება გართულდეს საჭირო ინფორმაციის, საბუთების მიღება. იყავით დიპლიმატიური გარშემო მყოფებთან, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას და-ძმებთან, მეზობლებთან.

ტყუპი

აქტიური და ენერგიული ხართ; კარგ შედეგებს მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. იმოქმედეთ დიპლომატიურად, ღიმილით, ეს დაგეხმარებათ, უსიამოვნო სიტუაცებს მშვიდობიანად აარიდოთ თავი. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. გამონახეთ დრო მეგობრული და ოჯახური წვეულებებისთვის. ფულის ხარჯვა მოგიწევთ საყვარელი ადამიანის, შვილების გამო.

კირჩხიბი

სამშაბათიდან მზე თქვენს ნიშანში იქნება, ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ და ხალისიც მოგემატებათ. იყავით მომართული საკუთარი საქმეების საუკეთესოდ მოგვარებაზე. დაუთმეთ დრო დაწყებული პროექტების დასრულებას. მოგეცემათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ და ახლობლებთან დამოკიდებულებაც.

ლომი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა კვირის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გაიცნობთ ადამიანს, ვინც სულიერად ახლოს იქნება თქვენთან. კვირის მეორე ნახევრიდან მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, არტთერაპიას, სასიამოვნო გარემოში ყოფნას, ნუ აჰყვებით ჭორებს.

ქალწული

აქტიურად, მაგრამ დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. გაერთიანდით თანამოზრებთან ერთად, რათა უკეთეს შედეგს მიაღწიოთ. საუკეთესო კვირაა უსარგებლო ნივთებისა და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ფინანსებთან სიფრთხილე გმართებთ, ნუ აიღებთ და გასცემთ ვალს.

სასწორი

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელოდებათ. მიიღებთ შედეგს: ჯილდოს ან ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. გახდებით მეტად პოპულარული. თავადაც მოგინდებათ პროფესიული ზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება. წარმატებებს მიაღწევთ გამოცდებზე.

მორიელი

საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ზოგიერთთან საქმიან და ზოგიერთთან რომანტიკულ ურთიერთობას დაამყარებთ. იყავით მომართული უცხო ენების გაუმჯობესებაზე, შესწავლაზე. საზღვარგარეთ გამგზავრებას თუ აპირებთ, მოაწესრიგეთ დოკუმენტები.

მშვილდოსანი

საქმეებზე წინ დასვენებას და გართობას დააყენებთ. მარტოხელების ცხოვრებაში საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან და რომანტიკული თავგადასავლების რაოდენობაც იმატებს. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. უქმეები ერთად და საინტერესოდ გაატარეთ. მოგეცემათ თქვენი შემოქმედებითი ნიჭს გამოვლენის შესაძლებლობა.

თხის რქა

სამსახურის საქმეებს საოჯახო ვალდებულებებიც უნდა შეუთავსოთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ დამატებითი საზრუნავი. შეიძინეთ ბინისთვის ახალი ნივთები ან გადაადგილეთ ავეჯი, შექმენით შინ ჰარმონიული გარემო. საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატარეთ, იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

მერწყული

ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ვერ გაამართლოს თქვენი იმედი. გაფრთხილდით, მეგობრებთან ან ბიზნესპარტნიორებთან არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება. გამონახეთ დრო, რომ ჩაიტაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. იკვებეთ ჯანსაღად. კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. მარტოხელებმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბათ.

თევზები

საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების მოგვარებაში ერთგული ადამიანები დაიხმარეთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. უქმეებზე იყავით მზად სასიამოვნო შეხვედრებისა და რომატიკული თავგადასავლებისთვის.