კურო
ახალი ნაცნობობა გელით, მაგრამ მხოლოდ საქმიანი. ამიტომ, რომანტიკულ განწყობაზე ნუ დადგებით და დღე სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.
ტყუპი
კარგი დღეა ვაჭრობისა და საქმიანი დიალოგებისთვის. დღევანდელ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ, თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ და შესრულებულ საქმესაც გადაამოწმებთ.
კირჩხიბი
გააქტიურდებიან მოშურნეები და კონკურენტები. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, მაგრამ გაითვალისწინეთ გარშემო მყოფთა კრიტიკა.
ლომი
უმჯობესია ეს დღე საკუთარ თავს, საოჯახო საქმეებსა და პირადი ცხოვრების მოწყობას დაუთმოთ. აგრეთვე კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და გულითადი საუბრებისთვის.
ქალწული
სანამ კარგად არ გაერკვევით თუ რას ითხოვენ თქვენგან და შეძლებთ თუ არა შესრულებას, ახალი საქმეების მოგვარებას ნუ დაიწყებთ. მუშაობისას მეტი დრო დაუთმეთ დეტალების.
სასწორი
პარტნიორების მორალური და მატერიალური დახმარებით ყველა საქმეს მოაგვარებთ. ყურადღებით იმოქმედეთ და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.
მორიელი
მატერიალური პრობლემის მოგვარება მხოლოდ ახლობელ ადამიანებს სთხოვეთ. აგრეთვე, გულს ყველას ნუ გადაუშლით და საიდუმლოებებს ნუ გაამხელთ.
მშვილდოსანი
ამაღლებულ განწყობაზე ხართ და გარშემო მყოფთა კრიტიკაც კი ვერ გაგიფუჭებთ განწყობას. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში, დაიცავით თქვენი პოზიცია.
თხის რქა
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ახლობლების მოსაკითხავად. დაუფიქრებლად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას.
მერწყული
ეცადეთ, გარშემო მყოფების შექებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. უფრო მეტად დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ, რათა შეინარჩუნოთ მიღწეული წარმატება.
თევზები
კარგი დღეა საოჯახო და სანათესავო საკითხების მოსაგვარებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელებს კი საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი მიეცემათ.