20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საქმეებით დატვირთული დღე გელით. აკონტროლეთ სიტუაცია და ეცადეთ, არ გაამწვავოთ კონფლიქტი გარშემო მყოფებთან.

ტყუპი

კარგი დღეა სწავლისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად. მეტად გამოავლინეთ არტისტიზმი და მეგობრულობა. გამონახეთ დრო სამეცნიერო-სასწავლო საიტების მოსაძებნად.

კირჩხიბი

ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან ურთიერთობისას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა შვილებთან. კარგი დღეა მათი სწავლისთვის ბიუჯეტის შესადგენად.

ლომი

კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და კონსულტაციისთვის, მაგრამ ხელშეკრულებების გაფორმებას ნუ იჩქარებთ. მეტი დრო დაუთმეთ ვალდებულებების შესრულებას.

ქალწული

კარგი დღეა რუტინული და ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თანამოაზრეებთან, კლიენტებთან. კარგი დღე ელით პროგრამირებისა და მედიცინის სფეროში მომუშავეებს.

სასწორი

მეგობრული და საქმიანი შეხვედრების, მგზავრობისა და ინფორმაციის მიღების დღეა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი პოლიტიკის, რეკლამისა და ქსელური კონტაქტებისადმი.

მორიელი

მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან, მშობლებთან, შვილებთან. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ საბოლოო წერტილის დასმას საქმეებში, ურთიერთობაში.

მშვილდოსანი

კარგი დღეა სწავლის, ურთიერთობისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. გულახდილი საუბარი გულიდან "ლოდს" მოგხსნით.

თხის რქა

ყურადღები იყავით ფულის გადახდისას (კრედიტი, კომუნალური გადასახადი). სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად არახელსაყრელი დღეა. აგრეთვე, ფულის დასაბანდებლად.

მერწყული

დიალოგის, ინფორმაციის გაცვლის დღეა. ზოგიერთი საქმიან პარტნიორთან ფლირტსაც გააბამს. კარგი დღეა სწავლისა და კონტაქტებისთვის. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

თევზები

მოთმინებით შეიარაღდით და ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. გაუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. მიაჩვიეთ ის კითხვას, გასავითარებელ თამაშებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით