20 აგვისტოს დაბადებული ადამიანი არ უშვებს ფატალურ შეცდომებს ცხოვრებაში

20 აგვისტოს დაბადებული ადამიანი არ უშვებს ფატალურ შეცდომებს ცხოვრებაში

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 201 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 20 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

20 აგვისტოს დაბადებული ადამიანები სიტყვაძუნწები და წინდახედულები არიან. მათ გააჩნიათ შესანიშნავი წინასწარ ჭვრეტის უნარი, რის გამოც პრაქტიკულად არ უშვებენ ფატალურ შეცდომებს ცხოვრებაში. ამასთან ერთად, ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, რომლის ხარჯზეც სხვების თვალში ავტორიტეტს და პატივისცემას ადვილად იხვეჭენ.