კურო
თქვენ ყოველთვის დაკვირვებულად მოქმედებთ და საღად აზროვნებთ; დღესაც ასე უნდა გაგრძელოთ. ნუ დანაღვლიანდებით, თუ პირველივე ცდაზე შედეგს ვერ მიაღწევთ. გადახედეთ შეცდომებს და კიდევ სცადეთ.
ტყუპი
შეიძლება ზოგ საკითხზე შეგეცვალოთ წარმოდგენა; ადამიანები ან შავ სიაში გადაანაცვლოთ, ან განაახლოთ მათთან მეგობრული ურთიერთობა. მთავარია, არც ერთ სიტუაციაში არ შექმნათ ტრაგედია.
კირჩხიბი
სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ. მშვიდად აუხსენით თქვენი მოსაზრებები და ერთად მიდით საერთო გადაწყვეტილებამდე. დიპლომატიურად იმოქმედეთ, უსიამოვნება იუმორით განმუხტეთ. სიფრთხილე ქალ კირჩხიბებს უფრო გმართებთ.
ლომი
მოერიდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან; ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
ქალწული
მეტი ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ. მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინეთ მათ მიმართ და არა დიქტატორული. სასიყვარულო სფეროში დაფიქრება გმართებთ. თუ ხვდებით, რომ ურთიერთობა გაწყვეტის პირასაა, ნუ შეეწინააღმდეგებით მოვლენებს. გაუშვით ძველი და გაუთავისუფლეთ ადგილი ახალ სიყვარულს.
სასწორი
მოერიდეთ უსიამოვნებებს ოჯახის წევრებთან და გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული. ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
მორიელი
ტექნიკური პრობლემების, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებისა და გეგმების, მარშრუტის ცვლილების გამო უთანხმოება გელით გარშემო მყოფებთან. სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ნებისმიერ პრობლემას დაგავიწყებთ.
მშვილდოსანი
შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. დღესასწაულის მიუხედავად შეიძლება მუშაობამ მოგიწიოთ. თუ თვის ბოლოს ვალის აღება არ გსურთ, მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
თხის რქა
ინიციატივა და მართვის სათავეები საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან შეთანხმებულად იმოქმედოთ. გაითვალისწინოთ ნებისნიერი შენიშვნა. ქალ თხის რქებს მეტი ქალურობის გამოვლენა მოეთხოვებათ.
მერწყული
მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, ინიციატივის გამოჩენას. დროის დიდი ნაწილი გართობას, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრას დაუთმეთ. მოერიდეთ სხვის საქმეებში ჩარევას, თუ კონკრეტული მოვლენა თავად თქვენ არ გეხებათ.
თევზები
შეიძლება დაზიანდეს ან გაგიტყდეთ ნივთები, უთანხმოება მოგივიდეთ ნათესავებთან. გახსოვდეთ, ყველაფერი გამოსწორებადია და ნუ მოიშლით ნერვებს. კარგი დღეა გეგმების შესადგენად და ნათესავებთან ერთად ფინანსურ საკითხებზე მსჯელობისთვის.