კურო
აპრილში დაბადებულები ენერგიის (ფიზიკურისა და სექსუალურის) მოზღვავებას იგრძნობენ. ზოგიერთს მადაც მოემატება. ნუ გაჯიუტდებით და მოერიდეთ აგრესიულობას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
კარგი დღეა მოგზაურობისა და მიმოსვლისთვის; ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ზომიერი ფლირტი ნებადართულია. შეეხმიანეთ ნათესავებს. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
ნუ მოგერიდებათ და მეტად გამოავლინეთ არტისტულობა და კრეატიულობა. სხვა დღისთვის გადადეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად და მათთან ერთად თქვენც გაერთეთ.
ლომი
იყავით თავისუფალი და ლაღი; ნუ დაიტვირთებთ საქმეებით. შეეხმიანეთ მეგობრებს. სასიამოვნო ნაცნობობა გელით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან, მაგრამ სანამ კარგად არ გაიცნობთ, ნუ შეიყვარებთ.
ქალწული
პოზიტიური ცვლილებების დღეა. ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების, მეგობრების გარემოცვაში. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
სასწორი
დასვენების, აზრებისა და ფიქრების მოწესრიგების საშუალება მოგეცემათ. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწერეთ ხარჯი. ზოგიერთი თავს უფლებას მისცემს და ტკბილეულობას დააგემოვნებს, ზოგსაც რომანტიკული პაემანი ელის.
მორიელი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, განსაკუთრებით, გრძელვადიანებს. ნუ გაჯიუტდებით, მშვიდად მიიღეთ სიახლეები. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფულისა და დროის ხარჯვა ნუ დაგენანებათ.
მშვილდოსანი
დღეს მოგეწონებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეცადეთ, პოზიტიურად დაამახსოვრებინოთ გარშემო მყოფებს თავი. კარგი დღეა ვარჯიშისთვის და მეგობრებთან შესახვედრად.
თხის რქა
პირადი ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. მარტოხელებს - რომანტიკული ნაცნობობა გელით. მშობლებმა აკონტროლეთ შვილების ქცევა.
მერწყული
არტისტული, მოსიყვარულე და მხიარული ხართ. გაუზიარეთ თქვენი პოზიტივი მეუღლესა და შვილებს. ნუ შეუშინდებით საოჯახო საქმეების მოგვარებას; ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდებით.
თევზები
მშვიდად ცხოვრების, მოვლენებზე დაფიქრების საშუალება მოგეცემათ. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ მოგზაურობის, ხარჯის, საყიდლების სია. პირად ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთპატივისცემა დაისადგურებს.