ავტორი:

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცედამეშვიდე დღე დაიწყება 05:55-ზე, მთვარე მორიელშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის. უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად; მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ქორწინებისა და ნიშნობისათვის.

ვერძი

კარგი განწყობისა და ენერგიის მაღალი დონის მიუხედავად, რთული და სტრესული დღე გელოდებათ. ფრთხილად იყავით რას აკეთებთ და რას ამბობთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, დაასრულეთ ძველები.

კურო

ცვლილებები გელოდებათ და ნუ ეცდებით შეცვალოთ ის, რაც გარშემო ხდება. ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. იპოვეთ პოზიტიური მომენტები და გამოიყენეთ ისინი თქვენს სასარგებლოდ. მეგობრების რჩევა სასარგებლო იქნება, მოუსმინეთ მათ.

ტყუპი

შესაძლებელია კონფლიქტი გარშემო მყოფებთან. გაგიჭირდებათ მოწინააღმდეგის გაგება და მის არგუმენტებთან დათანხმება. იყავით დამთმობი. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა სხვებთან.

კირჩხიბი

რთული იქნება სამუშაო განწყობის შენარჩუნება: ჯანმრთელობის პრობლემები და საყოფაცხოვრებო საქმეები გამუდმებით შეგახსენებთ თავს და გაგიფანტავთ ყურადღებას. უფრო მეტად დაისვენეთ.

ლომი

კარგი დღეა მომავლის დასაგეგმად და მოსამზადებლად. უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი კითხვები რამდენიმე დღით და დრო დაუთმოთ უკვე დაწყებულების დასრულებას. გაუზიარეთ თქვენი გეგმები საყვარელ ადამიანებს.

ქალწული

შეგიძლიათ სცადოთ და მცირე ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ფრთხილად იყავით მკვეთრი ცვლილებებისადმი. ნაკლები კონტაქტი გქონდეთ უსიამოვნო ადამიანებთა, რათა თავიდან აიცილოთ ჩხუბი, განწყობის გაფუჭება.

სასწორი

დააკვირდით საყვარელ ადამიანებს, მათმა საქციელმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები და ამის თავიდან აცილება თქვენს ძალაშია. თუმცა, არ გირჩევთ მათზე ზეწოლას, უხელმძღვანელეთ მათ ნაზად და შეუმჩნევლად. მოერიდეთ კამათს, ეს ურთიერთობას გააფუჭებს.

მორიელი

მტკიცედ დაიცავით თქვენი პოზიცია. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერებთან საქმიანობას. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას შეეცადეთ გაიგოთ მათი თვალსაზრისი და ნუ გამოიწვევთ კონფლიქტებს. საღამოს არ დაიტვირთოთ ვალდებულებებით.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა გელოდებათ. შეგიძლიათ სწრაფად და ნაყოფიერად მოაგვაროთ რთული პრობლემები სამსახურში, გაუმკლავდეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს. ნუ შესთავაზებთ სხვებს დახმარებას, თუ ამას არ გთხოვენ. მოერიდეთ ეგოისტ ადამიანებს.

თხის რქა

დაალაგეთ სამუშაო ადგილი: ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ კონცენტრირდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, საჭიროების შემთხვევაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. საღამოს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ; უმჯობესია დრო გაატაროთ სახლში მარტო.

მერწყული

ემოციური დღე გელოდებათ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, არ ჩაერთოთ ცხარე კამათში. შეიძლება წარსულიდან უსიამოვნო მომენტები გამოჩნდეს ან ვიღაცის საიდუმლოებები გამჟღავნდეს. დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას.

თევზები

დღეს მოგიწევთ ფინანსებზე ზრუნვა და პირადი ურთიერთობების განმტკიცება. ნუ აზვიადებთ წარმოქმნილ პრობლემებს. თქვენი გადაწყვეტილებები ადვილი არ იქნება, მაგრამ ისინი უკეთესობისკენ შეცვლიან სიტუაციას. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.