კურო
წესრიგის დამყარების დღეა. გაგიუმჯობესდებათ საქმეების მართვა, საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, მიმოწერა. კარგი დღეა მოგობრებთან შესახვედრად. ჰობისა და საოჯახო საქმეებისთვის.
ტყუპი
საკუთარი კი არა, გარშემო მყოფთა ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან, მეტად იმუშავეთ საკუთარი მიზნების მისაღწევად. პირადი ცხოვრება სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. საღამოს მეგობრებს შეხვდით.
კირჩხიბი
კარგი დღეა დასვენებისა და გართბისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის. დღე სასიამოვნო შეხვედრებსა და ახალი ნაცნობების გაჩენას გპირდებათ. თქვენს ცხოვრებაში მეტი პოზიტიური მომენტი გაჩნდება.
ლომი
კარგი დღეა ახალი იდეების განხილვისთვის, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად; საოჯახო ნივთების შესაძენად. დღეს მთვარე თქვენს ზოდიაქოშია; ეწვიეთ სალონს, განაახლეთ გარდერობი. ქალები მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.
ქალწული
დღეს არავინ მოგასვენებთ. ამიტომ, დილიდანვე უნდა იაქტიუროთ. შეადგინეთ დღის განრიგი და ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეების კურსში იყოთ. მთვარე ლომშია, ამიტომ შინ მოაწესრიგეთ სარკეები და სანათები, ან შეიძინეთ. ეწვიეთ კოსმეტიკურ ან სილამაზის სალონს.
სასწორი
შემოქმედებით სასწორებს დატვირთული დღე ელით. გადახედეთ იდეებს, გააუმჯობესეთ დაწყებული საქმეები. კარგი დღეა ახალი მეგობრებისა და სპონსორების მოსაძიებლად. საღამოს ნუ გამოაკლდებით მხიარულ წვეულებას.
მორიელი
ნუ ჩაებმებით ავანტიურაში. ახლა თავგადასავლების დრო არაა. მოერიდეთ კონფლიქტს კონკურენტებთან. მეტად დაისვენეთ, რათა აღიდგინოთ ფსიქოემოციური ფონი.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერისთვის, ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. სირთულეები რომ დაძლიოთ, მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოთ. დაგეგმეთ მგზავრობა, მეგობრებთან შეხვედრა.
თხის რქა
კარგი დღეა ფინანსური და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტების შევსებისას. სხვების ინტერესებს საკუთარ მიზნებს ნუ შესწირავთ.
მერწყული
დღის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ პარტნიორებთან და კოლეგებთან, კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და საუბრებისთვის, მაგრამ სიტუაციის გასერიოზულებით ყველაფერს გააფუჭებთ. დატკბით ფლირტით; იმით, რაც ახლა ხდება.
თევზები
საღამოს კარგია ოჯახის წევრებთან ერთად რთული საკითხების განხილვა. სამომავლო გეგმების შედგენა. კარგი დღეა იმ საყიდლებისთვის, რაც ბინის ან საკუთარ გარდერობის მოწყობაში დაგეხმარებათ.