20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტი დრო დაუთმეთ ბინის მოწყობას, სახლში ჰარმონიის შექმნას. თუ ბავშვები გყავთ, ისინიც ჩართეთ საოჯახო საქმეებში. ერთად მორთეთ მათი ოთახი. რა თქმა უნდა, მათი სურვილების გათვალისწინებით.

ტყუპი

კრეატიულები ხართ. დღეს ბევრი შეხვედრა და გადადგილება გელით. აგრეთვე, ელექტრონული მიმოწერა. თუ საინტერესო იდეა გაქვთ, იზრუნეთ მის განხორციელებაზე.

კირჩხიბი

შეიძლება (მცირე ბიუჯეტის შემნთხვევაშიც კი) ცდუნებას ვერ გაუძლოთ და საკუთარი თავისთვის ახალი გაჯეტი, სამოსი შეიძინოთ. ეცადეთ, ვალებში არ გადავარდეთ.

ლომი

მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება, ახალი წლის შესახვედრად საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტოთ. იდეები საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ.

ქალწული

შეხვედრების, მიმოწერის (საქმიანისაც) დღეა. შეიძლება საჩუქრები ინტერნეტით შეუკვეთოთ, ონლაინთამაშში ჩაერთოთ ან ვირტუალური რომანი გააჩაღოთ.

სასწორი

დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების და საყიდლების სია, რათა არც არაფერი გამოგრჩეთ და არც ზედმეტი დრო და ფული დახარჯოთ.

მორიელი

მთელი დღე საქმეებში იქნებით ჩაფლული, მაგრამ ხანდახან დასვენებისთვისაც უნდა მოიცალოთ. მარტივი საქმეები დასახეთ და გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მშვილდოსანი

თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. თუ ხვდებით, რომ განვითარების არასწორ გზაზე დგახართ, დროზე გადაუხვიეთ.

თხის რქა

ფრთხილი დადაკვირვებული ხართ. არ გაგიჭირდებათ ახალ სამსახურში ადგილის დამკვიდრება. კარგი დღეა ტრადიციების გასახსენებლად და ზოგიერთის აღსადგენად.

მერწყული

საშუალება მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ თქვენი დადებითი მხარეები, ნიჭი. შეიძლება ახალი კონტრაქტი გააფორმოთ ან ახალი კლიენტები გაიჩინოთ. გააუმჯობესეთ არსებული კავშირები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თევზები

სიახლეები და ცვლილებები გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენ კრეატიულობაზე, შრომისუნარიანობისა და მეგობრულობაზეა დამოკიდებული თქვენი შემოსავალი. შეიძლება შეგეცვალოთ რეჟიმი, გარემო, კოლექტივი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით