კურო
ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი. თუ ურთიერთობების დროს უსიამოვნო პაუზა შეიქმნა, ხუმრობით, სასიამოვნო მუსიკით შეავსეთ.
ტყუპი
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებაში დასვენებას, განმარტოებას და ფიქრს. იყავით მეტად პრაგმატული და ძალიან ნუ მოწყდებით რეალობას.
კირჩხიბი
მოერიდეთ ზედმეტ გადაღლილობას. სასურველია, საღამო ძველი მეგობრების, ნათესავების გარემოცვაში გაატაროთ.
ლომი
მოერიდეთ სპონტანურ ქმედებებს, იყავით დაკვირვებული და ყოველი ნაბიჯი გაანალიზეთ. ზომიერება გმართებთ კვებაში. ნუ გაჩერდებით დიდხანს მზეზე.
ქალწული
ახალი საქმეები ძველი მეთოდებით დაასრულეთ. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. უსიამოვნებებს სწრაფად მოაგვარებთ, თუ იუმორს მიმართავთ.
სასწორი
დასვენების, სუფთა ჰაერზე სეირნობის დღეა. დღეს მხოლოდ ხარისხიანი ნივთები უნდა იყიდოთ, კარგი დღეა მასაჟისთვის და კვებაში - ზომიერებისთვის.
მორიელი
დღეს მიიღებთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად ასკეტური და მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით.
მშვილდოსანი
გართობისა და მხიარულების განწყობაზე ხართ, მაგრამ უსაფრთხოების ნორმებს ნუ დაივიწყებთ. არ გარისკოთ, არ დაარღვიოთ დღის წესრიგი.
თხის რქა
დასვენების, გამოძინების, საღამოს ნათესავებთან გატარების დღეა. აგრეთვე, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების. ნუ შეაფერხებთ რომანის განვითარებას.
მერწყული
ზომიერება გმართებთ კვებასა და ფულის ხარჯვაში. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ზოგიერთს განმარტოებით, სიმშვიდეში დასვენების სურვილი გაუჩნდება.
თევზები
წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. მოერიდეთ სპონტანურ ქმედებებს. არ შეიძინოთ ახალი ნივთები; არ გადადოთ ვიზიტი ნათესავებთან.