ავტორი:

20 ივლისის ჯადოსნური ახალმთვარეობა და "მეორე შანსი" სამყაროსგან - პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

20 ივლისის ჯადოსნური ახალმთვარეობა და "მეორე შანსი" სამყაროსგან - პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2020 წლის 20 ივლისს, კირჩხიბის 29-ე გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით (კირჩხიბში ახალმთვრეობა უკვე მეორედ გვაქვს). ეს ახალმთვარეობა მეორე შანსს გაძლევთ, რომ გამოასწოროთ, დაიწყოთ და დაასრულოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თემები. ივლისი მოვლენებით დატვირთული თვე იყო. 5 ივლისს დაბნელებების დერეფნიდან გამოვედით, პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა და ა.შ. ახლა გავიგოთ, რას მოგვიტანს მთვარის ახალი თვე, რათა შევძლოთ ახალი საქმეების დაგეგმვა და სამომავლო იდეების ჩამოწერა. უნდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ 6 სექტემბრამდე კარგი პერიოდი გველის, თუმცა, 8-24 აგვისტოს შუალედში ცოტა მეტი დაკვირვება და სიფრთხილე მოგვეთხოვება ყველა სფეროში.

ახალმთვარეობამდე გირჩევთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, გათავისუფლდეთ ძველი ნივთებისგან, არაფრისმომცემი კავშირებისგან, გაისტუმროთ ვალები, ფულადიც და ემოციურიც. დაალაგეთ სახლი. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, კარგი იქნება განტვირთვის დღეების მოწყობაც. გახსოვდეთ, რომ ახალმთვარეობის დღეს ენერგეტიკულად დაცლილები ვართ, ზოგიერთს თავის ტკივილებიც აწუხებს, ეცადეთ, ამ დღეს არ გადაიტვირთოთ ფიზიკური და გონებრივი შრომით, მეტად იზრუნეთ ჰარმონიულობაზე გარშემოც და საკუთარ თავთანაც.

20 ივლისი ორშაბათია, მთვარის დღე. ალბათ იცით, რომ ჩვენი წინაპრები არც ერთ მნიშვნელოვან საქმეს ორშაბათს არ იწყებდნენ. აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, არავის მისცეთ თქვენი უსიამოვნებაში დადანაშაულების უფლება. ზოგიერთს ახალმთავრეობაზე ახალი საქმეების ჩამოწერა ახასიათებს, ზოგიერთს - სურვილის ჩაფიქრება. ეცადეთ, ეს რიტუალი სწორად ჩაატაროთ. ახალმთვარეობამდე 5-10 წუთით ადრე შეიქმენით მშვიდი განწყობა, გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან, პოზიტიურად განეწყვეთ, აანთეთ სანთელი. გაიხსენეთ, რა მოხდა ამ მთვარის თვეში და იყავით მადლიერი ყოველივესთვის. ზოგიერთს შეიძლება ლოცვა მოუნდეს. თუ სურვილის ჩაფიქრებას აპირებთ, ის დაკავშირებული უნდა იყოს სიყვარულთან, ოჯახთან, ერთგულებასთან. ეცადეთ, გარშემო მყოფებს ჯანმრთელობა, სიყვარული და ბედნიერება უსურვოთ. გახსოვდეთ, რომ რასაც გაგზავნით სამყაროში (ანუ რასაც სხვებს უსურვებთ), ისვე დაგიბრუნდებათ. აჩუქეთ სამყაროს სიყვარული და პასუხადაც სიყვარულს მიიღებთ. არავისზე იყოთ ნაწყენი, გაბუტული. დევიზად გაიხადეთ, რომ "ვინც ბედნიერია, მართალიც ისაა". იყავით მობილიზებული ოჯახის კეთილდღეობაზე, მის გაძლიერებაზე. ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მშობლებთან, შვილებთან. გაუგეთ და აპატიეთ თქვენი ოჯახის წევრებს. გახსოვდეთ, რომ უშეცდომო ამქვეყნად არავინაა.

ახალმთვარეობის პირველ საათში (ახალმთვარეობა თბილისის დროით 21:33-ზე დადგება) ჩამოწერეთ ყველა ის იდეა ან სურვილი, რაც გინდათ, რომ მთვარის ამ თვეში შეგისრულდეთ. ახალი საქმეების დასაწყებად ყველაზე კარგი დღეებია 23-26 და 30 ივლისი , თუმცა, უკურსო მთვარის პერიოდიც უნდა გაითვალისწინოთ. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა დაგეგმოთ, არ გაკეთდება, ძალებს, დროსა და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ.

ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს მათზე ვისი დაბადების დღეებიც უწევს შემდეგ პერიოდებში: 18-22 ივლისი, 16-20 იანვარი, 15-19 აპრილი და 18-22 სექტემბერი. აგრეთვე, ამ ახალმთვრეობაზე საშუალება გეძლევათ, სიახლეებითა და რბილი კორექტივებით მიმართოთ თქვენი ცხოვრების გზა სწორი მიმართულებისკენ შემდეგ პერიოდში დაბადებულებს: 16-20 მარტი, 16-20 მაისი, 18-22 სექტემბერი და 17-21 ნოემბერი. თუ იცით ნატალურ რუკაში თქვენი პლანეტების განლაგება, ყურადღება მიაქციეთ მათ, რომლებიც კირჩხიბის, სასწორის, თხის რქისა და ვერძის 27-30 გრადუსებში გაქვთ განლაგებული.

ახლა კი ნახეთ ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი და გაიგეთ, რა გელოდებათ მთვარის ამ თვეში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

  • ვერძი

ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოთ ოჯახზე, საოჯახო საქმეებზე და დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება რემონტის დაწყება გადაწყვიტოს, ან სახლის აშენება. ყოველ შემთხვევაში, რაღაცის გაკეთება მოგინდებათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. გამორიცხული არაა, რომ ხშირად უმასპინძლოთ ახლობლებს.

  • კურო

თქვენი მთავარი საზრუნავი სატრანსპორტო საშუალებები, კომერცია, დოკუმენტები და გადადგილებები იქნება. დაკვირვებული იყავით, თუ ფინანსურ საბუთებთან გიწევთ მუშაობა და რაც მთავარია, არ დაარღვიოთ დედლაინი. კარგ შედეგს მოგიტანთ ახლო მანძილზე მოგზაურობა. ზოგიერთმა შეიძლება საცხოვრებელი მისამართი შეიცვალოს.

  • ტყუპი

თქვენთვის საფულე და მატერიალური საშუალებები იქნება აქტუალური. დაფიქრდით, რა ინფორმაციას, ცოდნას ფლობთ, რამაც შეიძლება ფული მოგიტანოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება შემოსავლის ახალი წყაროც გამოგიჩნდეთ. გარდა ამისა, აგიმაღლდებათ თვითშეფასება. ავტორიტეტი - გარშემო მყოფებში.

  • კირჩხიბი

იყავით მეტად მობილიზებული საკუთარი იმიჯის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ეცადეთ აიმაღლოთ თქვენი როლი საზოგადოებაში. პროფესიულ საქმეებსაც არ მოაკლოთ ყურადღება. უფრო მეტიც, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენს სახელთანაა დაკავშირებული, ეს ყველაფერი ეცადეთ, რომ იდეალურად გქონდეთ მოგვარებული.

  • ლომი

დასვენება და განმარტოება მოგინდებათ. ეს შეიძლება იყოს ან თვითნებური, ან იძულებითი, - თუნდაც, გამოსაკვლევად კლინიკაში დაწოლა. კარგი იქნება, თუ დასასვენებლად გაემგზავრებით, მშვიდ გარემოში მეტად შეძლებთ საკუთარ თავთან "დალაპარაკებას", უკეთ გაიცნობთ თქვენს სურვილებს და შესაძლებლობებს. ზოგიერთს შეიძლება საიდუმლო ვალდებულებების შესრულებამ მოგიწოთ ან კონტაქტი გქონდეთ შორს მყოფ საქმეებთან და ადამიანებთან. შეგიძლიათ სულიერებას მიხედოთ, წმინდა წიგნები წაიკითხოთ ან გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. დაბადების დღის წინა პერიოდი ყოველთვის მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ეცადეთ, ჰარმონიაში მოიყვანოთ თქვენი სხეულიც და გონებაც. ხოლო, როცა მზე თქვენს ნიშანში გადაბრძანდება, თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.

  • ქალწული

მეგობრებში აღიარება, მიღწევები, გამარჯვებები გელით. თამამად შეუდექით იდეების განხორციელებას. იყავით მიზანმიმართული. თუნდაც, თანამოაზრეებთან ან მეგობრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტპროექტები განახორციელოს და ამით გაითქვას სახელი.

  • სასწორი

მთვარის ამ თვეში თქვენთვის აქტუალური თემებია: კარიერა, პროფესიული მიღწევები, პირადი ბიზნესი და სოციალური სტატუსის ამაღლება. თუ გაქვთ რაიმე იდეა, მთვარის ეს თვე საშუალებას გაძლევთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ზოგიერთს საინტერესო სამსახურს შესთავაზებენ. ზოგს - დააწინაურებენ, ზოგი ბიზნესის გაფართოებას შეძლებს. ერთადერთი, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სატურნი და იუპიტერი ჯერჯერობით რეტროგრადულ (უკანმავალ) ფაზაში არიან და უმჯობესია, იმ პროექტებს მიუბრუნდეთ, რაც ადრე ვერ განახორციელეთ.

  • მორიელი

მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებულ საქმეებს. აგრეთვე, მათ, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება და თქვენთან რაიმე კავშირშია, ბიზნეს ან პირად თემებში. ზოგიერთმა შეიძლება სწავლის გაგრძელება (ცოდნის გაღრმავება) გადაწყვიტოს ან გამოცდის ჩაბარება/გადაბარება. შეიძლება განახლდეს სასამართლო პროცედურები. აიღებთ საჭირო დოკუმენტებს, პასპორტს.

  • მშვილდოსანი

ფსიქოლოგიურ დახმარებას ან ფულს მიიღებთ, რასაც ელოდით (ბანკისგან, სადაზღვევო კომპანიისგან, პარტნიორისგან). ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ მიიღოთ მეტი ფული. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობა ან მეუღლეს გაეზარდოს შემოსავალი. ზოგსაც გულუხვი სპონსორი გამოგიჩნდებათ.

  • თხის რქა

გაგიუმჯობესდებათ პარტნიორული ურთიერთოები და საშუალება მოგეცემათ, რომ დაარეგულიროთ პირადი და საქმიანი კავშირები. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობის შესაძლებლობა მიეცემათ. შეიძლება მეორედ შეხვდეთ იმ ადამიანს, ვისაც პირველ ჯერზე რაღაცის გამო დაშორდით, ვერ გაუგეთ ერთმანეთს; ახლა მეორე შანსი გეძლევათ, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოთ. საქმიან სფეროშიც კარგი თვეა, კარგ პარტნიორებთან მოგიწევთ მუშაობა.

  • მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ სამსახურის საქმეებს, ყოველდღიურ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, თუ დაქირავებული თანამშრომლი ხართ. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, შეიძლება მიიღოთ ან ვაკანტური ადგილი ან სარფიანი შეკვეთები, თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში. 20 ივლისის შემდეგ საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

  • თევზები

ბავშვები, დასვენება და გართობა, სიყვარული და გატაცებები გახდება თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ამ პერიოდში. სასიამოვნო მოვლენებით იქნება დატვირთული ყოველი დღე. ბავშვებთან ყოველდღიური კონტაქტი გქონდეთ. ზოგიერთს შეიძლება ახალი, რომანტიკული სიყვარული ეწვიოს. გაინებივრეთ თავი მასაჟით. იმ საქმიანობით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

"ჩაფიქრებული სურ­ვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სიყ­ვა­რულ­თან, ოჯახ­თან, ერ­თგუ­ლე­ბას­თან" - წარმატების რიტუალი 20 ივლისის ახალმთვარეობისთვის

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის