კურო
თუ ხვდებით, რომ გარისკავთ და საქმეებს უკეთესად წარმართავთ ან შემოსავალს გაიზრდით, უკან ნუ დაიხევთ, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ რისკი კარგს არაფერს მოგიტანთ, უმჯობესია, ისევ შრომით მოიპოვოთ წარმატება.
ტყუპი
საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, რისი წყალობითაც შემოსავლის გაზრდის საშუალება მოგეცემათ. როგორი არარეალურიც არ უნდა იყოს წყარო, ნუ გაატარებთ უყურადღებოდ.
კირჩხიბი
ენდეთ ინტუიციას და მარტივად ჩამოიცილებთ კონკურენტებს გზიდან. თავდაპირველად, გარშემო მყოფებს შეიძლება გაუკვირდეთ თქვენი ასეთი ქცევა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ყველას პატივისცემას დაიმსახურებთ.
ლომი
ნუ გაექცევთ საუბრებს. როგორი მომაბეზრებელიც არ უნდა იყოს მოსაუბრე, დააცადეთ სათქმელის დასრულება. მან შეიძლება ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ქალწული
გაფრთხილდით, გარშემო მყოფთა შექებამ და კომპლიმენტებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. შეეცადეთ, მეტად კრიტიკული იყოთ საკუთარი თავის მიმართ და სწორად გაიგოთ ნათქვამის არსი.
სასწორი
დილიდან ამაღლებულ განწყობაზე ხართ და იღბალიც საჩუქრებსა და სიურპრიზებს გპირდებათ. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და მეტი დრო გაატაროთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.
მორიელი
დღეს ან საინტერესო წინადადებით მოგმართავენ, ან სასიამოვნო მგზავრობა გელით. ორივეს მიმართ გმართებთ ყურადღება, რადგან თქვენი მომავალი თქვენს დღევანდელ ქმედებაზეა დამოკიდებული.
მშვილდოსანი
საოცარია, მაგრამ სტრესულ სიტუაციაში თავს კი არ დაკარგავთ, პირიქით, უფრო მობილიზებული გახდებით და ყველაფრის საუკეთესოდ მოგვარებას შეძლებთ.
თხის რქა
მხოლოდ იუმორის გრძნობა გადაგარჩენთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტისგან. ეცადეთ უსიამოვნო მომენტი იუმორით ჩაანაცვლოთ და დაძაბულ სიტუაციას ჯერ რომანტიკულ შემდეგ კი ვნებიან პაემანად აქცევთ.
მერწყული
ფანტაზიები და ილუზიები კონკრეტული საქმეების შესრულებაში შეგიშლით ხელს. თქვენი ორიგინალური იდეები მომავლისთვის შეინახეთ. დღეს კი მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ.
თევზები
მოერიდეთ კამათს ახლობლებთან. აგრეთვე, არ გასცეთ ვალი. დღემ მშვიდად რომ ჩაიაროს, გამორთეთ მობილური და ბუნებაში განმარტოვდით, ან საოჯახო საქმეებითა და ბავშვებთან ურთიერთობით შემოიფარგლეთ.