მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:07-ზე, მთვარე ტყუპშია
დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.
ვერძი
ეს დღე ისე უნდა გაატაროთ, როგორც ადრე დაგეგმეთ. არ არის საჭირო სხვებთან ადაპტაცია და შედგენილი განრიგიდან გადახვევა. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რომლებსაც ორშაბათიდან შეუდგებით.
კურო
კარგი დღეა შოპინგისა და სხეულის მოვლისთვის. თუ სახლისთვის რაიმეს შეძენას, გარდერობის განახლებას ან სპა-ცენტრების მონახულებას გეგმავთ, გააკეთეთ ეს დღესვე. საღამოს კი წადით კინოში, თეატრში, რესტორანში, ოჯახურ ან მეგობრულ შეხვედრაზე.
ტყუპი
დღეს სხვა თვალით უნდა შეხედოთ გარშემო მყოფებს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოტყუვდეთ და გაერკვეთ, რას აკეთებენ თქვენი ახლობლები. დღეს ძალიან ბევრი თქვენი მეგობარი გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს.
კირჩხიბი
თქვენი ენერგეტიკული დონე დღეს არცთუ ისე მაღალია, ამიტომ ეცადეთ, დღეს ბევრი რამ არ დაგეგმოთ. გაუმკლავდით მხოლოდ გადაუდებელ საქმეებს, ან კიდევ უკეთესი, უბრალოდ დაისვენეთ მშვიდ, სასიამოვნო გარემოში.
ლომი
დღეს სამყარო თქვენს მხარესაა ნებისმიერ საქმეში. მხარს დაგიჭერენ არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ ახლობლებიც და მეგობრებიც. ასევე კარგი დღეა შესყიდვების, გადაადგილების, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობებისთვის.
ქალწული
წარმატება იმ საქმეებში, რომლებიც დღეს დაგეგმეთ, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი თანამოაზრე და დამხმარე შეგიძლიათ მოიზიდოთ. ნუ ეცდებით ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ, დაზოგეთ თქვენი ძალა და გარკვეული პასუხისმგებლობა სხვებს გადაეცით.
სასწორი
დღეს თქვენი დიპლომატიური თვისებები უფრო აქტიურია, ვიდრე ოდესმე. თუ გჭირდებათ რთული მოლაპარაკებების გამართვა, მგრძნობიარე საკითხების მოგვარება ან ვინმესთან საუბარი მგრძნობიარე თემებზე, გააკეთეთ ეს დღეს. ყველაფერი მაქსიმალურად კარგად წავა და თქვენ სრულ თანხვედრას მიაღწევთ პარტნიორთან.
მორიელი
გადახედეთ თქვენს ფინანსებს. ბოლო დროს დაუფიქრებლად დახარჯეთ ფული, ახლა ეკონომიურობა მოგიწევთ. საღამო გაატარეთ ოჯახურ გარემოში, იყავით მეგობრული ნათესავებთან.
მშვილდოსანი
მოგიწევთ იყოთ მხიარული და კომუნიკაბელური - თქვენ უნდა მოაგვაროთ ბევრი საკითხი და გაუმკლავდეთ გადაუდებელ საქმეებს. შეეცადეთ ყველაფერი დღეს დაასრულოთ, რათა კვირას დასვენება შეძლოთ.
თხის რქა
თუ კამათის ან კონფლიქტის მომსწრე გახდებით, იყავით ნეიტრალური. არავითარ შემთხვევაში არ დაიჭიროთ ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მხარე, მაშინაც კი, როცა მოგეჩვენებათ, რომ ის 100 %-ით მართალია. მეტი დრო დაუთმეთ სამომავლო გეგმის შედგენას.
მერწყული
გაუთვალისწინებელი ხარჯი გელოდებათ. იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციაში, დაგეგმეთ ოჯახის ბიუჯეტი. საღამოს შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ. შეიძლება შინ გესტუმრონ დიდი ხნის უნახავი ნათესავები.
თევზები
დაუთმეთ დრო მშობლებს, შვილებს, მეუღლეს. სასურველია, რომ მათ იგრძნონ თქვენი სიყვარული და ზრუნვა. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური შეკრებები, მოგზაურობა ან სხვა ერთობლივი გასართობი.