კურო
მარტივად გაუმკლავდებით მატერიალურ პრობლემებს და კრიზისულ სიტუაციებს. უშიშრად განახორციელეთ ახალი პროექტები.
ტყუპი
ადვილად მოიპოვებთ გარშემო მყოფების კეთილგანწყობას. უამრავი ინტერესი გაგიჩნდებათ და სიახლეებით სიამოვნებას მიიღებთ.
კირჩხიბი
სწრაფად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში. თუმცა, მოერიდეთ კანონის დარღვევას.
ლომი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. დაკვირვებულად იმოქმედეთ და გარშემო მყოფებსაც მიაქციეთ ყურადღება, რომ დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულონ.
ქალწული
დღეს საკუთართან ერთად ახლობლების ინტერესების დაცვაც მოგიწევთ. შეეხმიანეთ გავლენიან მეგობრებს, რათა სასურველს მიაღწიოთ.
სასწორი
განმარტოებისა და მოწყენის დრო არაა. დაგროვილ პრობლემებს ვერსად გაექცევით. უმჯობესია, მშვიდად და ყურადღებით დაიწყოთ მათი მოგვარება.
მორიელი
სამსახურის საქმეების პარალელურად ოჯახისა და ნათესავების პრობლემებიც უნდა მოაგვაროთ. კარგი დღეა კრედიტის ასაღებად, სააგარაკო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად და უძრავი ქონების შესაძენად. აგრეთვე, საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.
თხის რქა
მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად ნუ დაარღვევთ კანონს და ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.
მერწყული
ნუ ეცდებით იმ საიდუმლოებების ამოხსნას, რაც თქვენვე დაგაზარალებთ. განსაკუთრებით, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება.
თევზები
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. უფროსთან ურთიერთობისას მოერიდეთ სიტუაციის დაძაბვას.