კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ნუ მოგერიდებათ, გაუზიარეთ მათ თქვენი პრობელემები. ოჯახის წევრების დახმარება თქვენთვის სასარგებლო იქნება.
ტყუპი
დროა, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა და სასიამოვნოდ გააოცოთ გარშემო მყოფები. თუმცა, ისე ნუ იტრაბახებთ, რომ მეგობრები დაკარგოთ. საყვარელ ადამიანს იდეების განხორციელებაში დაეხმარეთ.
კირჩხიბი
დილა ხელშეკრულებების გაფორმებას, საქმიან შეხვედრას დაუთმეთ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, დოკუმენტების წაკითხვა და პარტნიორებთან დეტალების გარკვევა. საღამოს მაღაზიებში შეიარეთ.
ლომი
გარშემო მყოფებისგან აღიარება და დაფასება გელით. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ნათესავები ვახშამზე შეკრიბეთ.
ქალწული
წარმატებული დღე გელით. მთავარია, არ დარჩეთ ჩრდილში და თამამად გამოხატოთ თვენი აზრები. საღამოს რომანტიკა და ოჯახური მყუდროება მოგინდებათ.
სასწორი
თქვენი შრომისუნარიანობით კოლეგებსაც მოხიბლავთ და უფროსსაც. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, მაგრამ აასრულეთ წარსულის დანაპირები. საღამოს ფლირტი და მხიარულება გელით.
მორიელი
მართალია, სასურველის მიღწევას გარშემო მყოფების დახმარების გარეშეც ახერხებთ, მაგრამ დღეს ახლობლების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საღამოს ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ.
მშვილდოსანი
ნუ ეცდებით ყველას მოაწონოთ თავი. აკეთეთ ის საქმე, რაც თქვენ მოგწონთ. დღის მეორე ნახევარში, მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მოიწყვეთ პიკნიკი.
თხის რქა
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. დოკუმენტების გაფორმებისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი მორიდებულია, თავად გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. დაეხმარეთ მათ საქმეების მოგვარებაში, ოჯახში ავეჯის გადაადგილება, ინტერიერის შეცვლა მოგინდებათ.
თევზები
საჭირო და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, დაუმეგობრდით მათ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. რომანტიკული სიურპრიზი, გელით.