ზოროასტრიული კალენდარი 32-წლიანი ციკლისგან შედგება. თითოეულ წელს თითოეული - ცხოველი, ფრინველი - ტოტემი განაგებს. ზოროასტრიული კალენდრის მიხედვით ახალი წელი გაზაფხულის ბუნიობაზე დგება, როცა მზე ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში გადადის, წელს ეს დღე წელს 20 მარტს უწევს. ამავე დღეს აღინიშნება ასტრონომიული ახალი წელი. ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ამ დღეს ნორვუზს - "ახალი დღე" ზეიმობენ. სასურველია, სუფრაზე გქონდეთ ტკბილეული, თხილეული. ამ დღეს იყავით პოზიტიურ განწყობაზე, იყავით მზად განახლებისთვის, ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები.
2022 წლის 20 მარტამდე წლის მართველი ცხენია, ლამაზი და კეთილშობილი ცხოველი. ცხენი არის მშრომელი, მიზანმიმართული, უყვარს თავისუფლება. მუდამ მოძრაობაშია, უქმად ყოფნა დეპრესიაში აგდებს და ჯანმრთელობას უფუჭებს. ცხენს მარტოობა არ უყვარს. თავს ბედნიერად რემაში გრძნობს. უყვარს ოჯახზე, მეგობრებზე, ნათესავებზე ზრუნვა.
21 მარტიდან წლის მმართველი ავაზა (მას ჭაობის კატასაც უწოდებენ) გახდება. ეს არის ძლიერი ცხოველი, კეთილშობილი და სამართლიანი მებრძოლი. მასთან აგრესიულობას, გაბრძოლებას არ გირჩევთ. იცის საკუთარი საზღვრების დაცვა და არც ბრძოლაში ჩაბმა უჭირს. ცივი გონებით მოქმედებს და ემოციებს აყოლა არ სჩვევია. დამოუკიდებელი და ეგოისტურია. ავაზას წელში დაბადებული არ უშინდება გამოწვევებს, რისკს, უყვარს თავგადასავალი და მიაჩნია, რომ ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა. ავაზა ჭაობის კატა მაშინ ხდება, თუ ივიწყებს კეთილშობილურ თვისებებს და ცუდებს ავლენს, მაგალითად, შიშს; ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ ან თავად მოსწონს სხვების მანიპულირება; იწყებს აღვირახსნილ ცხოვრებას.
იცით რომელია თქვენი ტოტემი, ანუ რის წელში დაიბადეთ?
ირემი ხართ თუ დაიბადეთ შემდეგ წლებში: 1938, 1970, 2002
მუფლონი - 1939, 1971, 2003
მანგუსტი - 1940, 1972, 2004
მგელი - 1941, 1973, 2005
წერო - 1942, 1974, 2006
ობობა - 1943, 1975, 2007
გველი - 1944, 1976, 2008
თახვი - 1945, 1977, 2009
კუ - 1946, 1978, 2010
კაჭკაჭი - 1947, 1979, 2011
ციყვი - 1948, 1980, 2012
ყვავი - 1949, 1981, 2013
მამალი - 1950, 1982, 2014
ხარი - 1951, 1983, 2015
მაჩვი - 1952, 1984, 2016
აქლემი - 1953, 1985, 2017
ზღარბი - 1954, 1986, 2018
ირემლაღი - 1955, 1987, 2019
სპილო - 1956, 1988, 2020
ცხენი - 1957, 1989, 2021
ავაზა - 1958, 1990, 2022
ფარშევანგი - 1959, 1991
გედი - 1960, 1992
ფოცხვერი - 1961, 1993
ვირი - 1962, 1994
თეთრი დათვი - 1963, 1995
არწივი - 1964, 1996
მელა - 1965, 1997
დელფინი - 1966, 1998
ტახი - 1967, 1999
ბუ - 1968, 2000
შავარდენი - 1969, 2001
ახლა კი ვნახოთ, რა გელოდებათ ავაზას წელში თქვენი ტოტემის მიხედვით:
ირემი
ცვლილებები გელით და პრიორიტეტები სწორად უნდა განალაგოთ. მეტად იმუშავეთ საკუთარ თავზე, იზრუნეთ განვითარებაზე. გააზრებულად იმოქმედეთ რთულ სიტუაციებში. პირად ცხოვრებაში მოგინდებათ სტატუსის შეცვლა. დაწყვილებულებმა უნდა იზრუნოთ არსებული კავშირის გაუმჯობესებაზე. მარტოხელებს გაქვთ შანსი გაიცნოთ ადამიანი, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება მოგინდებათ. თუ არ გარისკავთ წარმატებას ვერ მიაღწევთ. მაგრამ აქაც სიფრთხილე გმართებთ. გახსოვდეთ, რაც უფრო მაღლა ახვალთ, მით მტკივნეულ იქნება დაცემა. გაფრთხილდით, მომატებულია ტრავმების ალბათობა.
მუფლონი
ბრძოლისთვის უნდა მოემზადოთ, თუ გამარჯვება, მიზნის მიღწევა გსურთ. 2022 წელს ახალი ჰორიზონტები უნდა დაიპყროთ. ბრძოლა მოგიწევთ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლადაც. ოჯახი იქნება ის საყრდენი, სადაც სიმშვიდეს მოიპოვებთ, თავს დაცულად იგრძნობთ. ამასთან, მხოლოდ მიღებაზე ნუ იქნებით ორიენტირებული, გაცემაც უნდა ისწავლოთ. რაც უფრო მონდომებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. არ გირჩევთ ზედმეტი ფულის ფლანგვას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ჯანმრთელობას; გაზაფხულსა და შემოდგომაზე - გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
მანგუსტი
სწრაფად უნდა შეძლოთ სიტუაციაში გარკვევა, თქვენთვის სარგებლის გამონახვა. განსაკუთრებით, თუ აქტიურად ხართ ჩართული სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაკვირვებით მიიღეთ. თუ მოთმინებას არ ისწავლით, საყვარელ ადამიანთან დაშორება მოგიწევთ. თუ ინიციატივიას გამოავლენთ და გავლენიან ადამიანებსაც დაიხმარებათ, კარიერაში წარმატებას მიაღწევთ. თუმცა, ყველა სფეროში სასურველია, სამართლიანი იყოთ. არაკეთილშობილური ქცევა დაგაზიანებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არსებობს მოწამვლისა და საყოფაცხოვრებო ტრავმის ალბათობა.
მგელი
2022 წელს გაგიმართლებთ, ყველა უსიამოვნებას დიპლომატიურობითა და სიფრთხილით აიცილებთ თავიდან. წარმატების მიღწევის შანსი გეძლევათ. ზაფხულისა და შემოდგომის თვეები საუკეთესოა აქტიურობისთვის. ზამთარში იყავით დაკვირვებული გადაწყვეტილებების მიღებისას. შრომისმოყვარეობით ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ, კარიერაზე სრულად ნუ გადაერთვებით. მოერიდეთ ოჯახში წვრილმანების გამო კამათს. გაფრთხილდით, მომატებულია ტრავმულობა.
წერო
ცვლილებების წელი გელით პოლიტიკურ სფეროშიც და პირად ცხოვრებაშიც. მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. ჯილდოს მიიღებთ, თუ თამამად და მიზანმიმართულად იმოქმედებთ. ფრთხილი და გააზრებული ქმედებები გმართებთ მაის-ნოემბერში. დაოჯახებულმა არ უღალატოთ მეუღლეს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, ნათესავების მიმართ. ფინანსურ სფეროში რისკები არ გელოდებათ. თუმცა, აქტიური შრომა მოგიწევთ. მატერიალური სარგებლისთვის ნუ გაეხვევით საეჭვო საქმიანობაში, აფერაში. გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ობობა
დაისახეთ კონკრეტული მიზანი, ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. მოერიდეთ ემოციურობას, კონფლიქტებში ჩართვას. იყავით დიპლომატიური. განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. მოერიდეთ არსებული კავშირის გაწყვეტას. არავის მოახვიოთ თქვენი აზრი. ფული გონივრულად ხარჯეთ აპრილ-ნოემბერში. გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.
გველი
ცვლილებები გელით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. ხანდახან საკუთარი შეცდომები უნდა აღიაროთ ხოლმე, გამოასწოროთ და დაიცვათ თავი ახლების ჩადენისგან. ყურადღებით იყავით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე მის მიმართ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ გაზაფხულ-ზაფხულში. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ყურადღებას საჭიროებს ნერვული სისტემა.
თახვი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წელი გელით. ყურადღებით იყავით იანვარ-თებერვალში. ნუ გაწყვიტავთ არსებულ სასიყვარულო კავშირს; უმჯობესია, შეინარჩუნოთ. წლის მეორე და მესამე კვარტალში ნუ გარისკავთ, იმოქმედეთ დაკვირვებულად და გააზრებულად. გამონახეთ საერთო ენა ახლობლებთან. განსაკუთრებულ ფინანსურ შემოდინებას ნუ ელით. უფრო მეტიც, გაფრთხილდით, არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა ითხოვს ყურადღებას.
კუ
წელს მშვიდად ცხოვრების იმედი ნუ გექნებათ. ცვლილებები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში - გლობალურიც და უმნიშვნელოც. უნდა გამონახოთ სარგებელი ყველა სიტუაციაში, კრიზისულშიც კი. ოჯახის წევრების მიმართ სიშვიდის გამოვლენა გმართებთ. ნათესავებს თქვენი მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ. მარტოხელების გვერდით გამოჩნდება საინტერესო ადამიანი. კარიერაში წარმატებას მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. სამსახურში მოერიდეთ კულუარულ ომებში ჩართვას. თუ ქრონკული დაავადებები გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
კაჭკაჭი
კარგად უნდა გაანალიზოთ თოთოეული ნაბიჯი, მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები. გაფრთხილდით საქმიან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთანაც. წლის წარმატებული თვეა მაისი. თუ ხვდებით, რომ გრძნობები გაგიცივდათ, იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება, თუ გამონახავთ შემოსავლის დამატებით წყაროს. გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ციყვი
გამოცდების ჩაბარების წელი დაგიდგათ. ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. გადახედეთ პრიორიტეტებს. ღირებულებების გადაფასების წელი დაგიდგათ. რაც უფრო მშვიდი და დაკვირვებული იქნებით, მით ნაკლები გექნებათ დანაკარგი. ნუ იქნებით ჰიპერმზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. ამან შეიძლება მათი მხრიდან გაღიზიანება და კამათი გამოიწვიოს. თუ გარშემო მყოფების ინტერესებს არ გაითვალისწინებთ, უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. აპრილიდან-ოქტომბერში. გააზრებულად ხარჯეთ ფული. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. გაზაფხულზე მომატებულია ტრავმულობა.
ყვავი
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, გაერკვიეთ სიტუაციებში. თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ, ორივე მეუღლემ უნდა მოინდომოთ. იზრუნეთ ნათესავებზე და ისინიც აღმოგიჩენენ მხარდაჭერას საჭირო დროს. მარტოხელებს გაქვთ შანსი გაზაფხულზე ან შემოდგომაზე დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივ და მყარ კავშირში გადაზარდოთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად მეტად უნდა მოინდომოთ. კარგი იქნება, თუ გამონახავთ შემოსავლის დამატებით წყაროს. იმუნიტეტის დასუსტების გამო შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.
მამალი
ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა. გაზაფხული და ზაფხული წარმატების მომტანი პერიოდია, შემოდგომაზე მეტად უნდა გაფრთხილდეთ. აკონტროლეთ ემოციები თუ ოჯახში უსიამოვნებები არ გსურთ. ზაფხულის ბოლო სიურპრიზებით იქნება აღსავსე. სამსახურში შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას და დასახული მიზნების განხორციელებას. მოერიდეთ რისკს, გაფრთხილდით შვებულებისას.
ხარი
მოთმინებით აღიჭურვეთ, ყველაფერი შეიძლება ისე არ გამოვიდეს, როგორც გინდოდათ. აპრილ-ოქტომბერში დაკვირვებულად და გააზრებულად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი ინტერესები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეუღლესთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და მყარი კავშირის შექმნა გელით. თუ ახალი მწვერვალების დაპყრობა გსურთ, ნერვული სისტემა უნდა გაიძლიეროთ. ზედმეტმა ფიზიკურმა გადაღლამ შეიძლება გამოფიტვამდე მიგიყვანოთ. მოუფრთხილდით გულს.
მაჩვი
მოერიდეთ გაურკვევლობებს. იყავით ყველა დეტალისადმი დაკვირვებული. წლის დასაწყისში მეტად უნდა ჩაერთოთ სამსახურის საქმეებში. უმჯობესია, გაიძლიეროთ არსებული პოზიცია. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ, ეცადეთ, გააუმჯობესოთ არსებული სასიყვარულო კავშირი. მოთმინებით აღიჭურვეთ და მოერიდეთ კონფლიქტებს. არ ფლანგოთ ფული. შეიძლება გადანახული თანხის დახარჯვა მოგიწიოთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, ნუ გადაიღლებით, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.
აქლემი
იყავით მცირედითაც კმაყოფილი, ზედმეტისთვის ნუ გაირჯებით. გაფრთხილდით აპრილსა და სექტემბერ-ოქტომბერში. მარტოხელები რაც უფრო მონდომებული იქნებით, მით მეტი იქნება დაწყვილების შანსი. არსებული კავშირი კი უნდა გახადოთ ჰარმონიული. სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. მეტად დაისვენეთ და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
ზღარბი
გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას, სიტუაციას თქვენ გარშემო, შეიძლება რაღაცის შეცვლა მოგინდეთ. ჩამოყალიბდით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. წარმატების მომტანი თვეებია იანვარი და თებერვალი. იყავით მზრუნველი ნათესავების მიმართ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, გაიჩენთ ახალი საქმიან პარტნიორებს. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს და ნუ გაუშვებთ შანსებს ხელიდან. გეძლევათ განვითარების, გაუმჯობესების შესაძლებლობა. გაუფრთხილდით ნერვებს, შეინარჩუნეთ სულიერი სტაბილურობა.
ირემლაღი
მოთმინებით აღიჭურვეთ. მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის. დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს. ასევე, თავადაც მზრუნველი უნდა იყოთ მათ მიმართ. ფრთხილი იყავით ახალგაცნობილებთან, არ გათქვათ საიდუმლოებები. მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში დაბანდებას. არ გირჩევთ დროისა და ენერგიის არაფრისმომცემ საქმეებზე დახარჯვას. ზოგიერთებს მოგინდებათ მომაბეზრებელი სამსახურის მიტოვება. გაუფრთხილდით საკუთარ თავს ჯანმრთელობას.
სპილო
დაისახეთ სამოქმედო გეგმა, კონკრეტული მიზნები. იყავით დაკვირვებული ყველა დეტალისადმი. ფრთხილად უნდა იყოთ გაზაფხულზე, ზაფხულის ბოლოს და ოქტომბერში. ოჯახი პირველ ადგილზე დააყენეთ. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა ახლობლების მიმართ. განსაკუთებულ ყურადღებას და ზედამხედველობასაც საჭიროებენ ბავშვები. სამსახურში უმჯობესია, შეინარჩუნოთ სტაბილურობა. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. მომატებულია ტრავმულობა.
ცხენი
მოგემატებათ ვალდებულებები, პასუხისმგებლობა. წარმატების მიღწევის შანსი გეძლევათ აპრილსა და ზაფხულში. ფრთხილად იყავით შემოდგომაზე. თუ ხვდებით, რომ არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გადარჩენის შანსი არაა, ჯობია გაწყვიტოთ კავშირი. მარტოხელებს გაქვთ ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყების შანსი. საყოფაცხოვრებო საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. ფული გონივულად ხარჯეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
ავაზა
გამარჯვების შანსი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გეძლევათ, იყავით მიზანმიმართული. გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები. კარგი წელია დაოჯახებისა და შვილის გაჩენისთვის. მარტოხელებს სასიამოვნო ადამიანის გაცნობა გელით. ნუ გაირისკავთ, როცა საქმე მსხვილ თანხას ეხება. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. ზაფხულში - გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
ფარშევანგი
მაქსიმალურად უნდა გაიხალისოდ და გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება. მოერიდეთ უსიამოვნებებს, დაძაბულობას. ცვლილებები გელით ცხოვრების ყველა სფეროში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან. სამსახურში იყავით მომართული კონკრეტულ მიზნებზე. გაანალიზეთ თითოეული ნაბიჯი და დაიზღვიეთ თავი საფრთხეებისგან. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. შემოდგომაზე იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.
გედი
თუ სწორად დაგეგმავთ, არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ. ეცადეთ, დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. წარმატებას ელოდეთ გაზაფხულზე, ზაფხულში შემოდგომის დასაწყისში. არჩევანის წინაშე დადგებით - შეინარჩუნოთ არსებული სასიყვარულო კავშირი, თუ საბოლოოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა. ნუ ჩაერთვებით ახალ პროექტებში, რომლებიც ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. მეტად მოუფრთხილდით გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
ფოცხვერი
სწრაფად და მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოთ. იყავით დაკვირვებული მოვლენებისადმი. თუ საყვარელი ადამიანის ინტერესებს არ გაითვალისწინებთ, ურთიერთობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. იყავით მზრუნველი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ. სამსახურში მეტად უნდა აიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე. გაზაფხულის დასაწყისში და ოქტომბერში სიფრთხილე გმართებთ. შემოდგომის დასაწყისში გამარჯვება გელით. კარგი იქნება, თუ ივარჯიშებთ. აკონტროლეთ შაქრისა და ქოლესტერინის დონე სისხლში.
ვირი
იყავით მიზანმიმართული და ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან. საუკეთესო შანსები მოგეცემათ წინსვლისთვის და გამოიყენეთ. წლის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული; ზაფხულსა და შემოდგომაზე მეტი სიფრთხილე გმართებთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერას იგრძნობთ და თავადაც უნდა იზრუნოთ მათზე. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მაგრამ ყველასთან გულახდილი ნუ იქნებით. სამსახურში საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.
თეთრი დათვი
თქვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ახლობლებზეც უნდა იზრუნოთ. 2022 წელს ცხოვრების გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. გაზაფხულიდან ოქტომბრის ბოლომდე ფრთხილად და გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. სწრაფად უნდა შეძლოთ ახალ-ახალ სიტუაციებში გარკვევა. დაოჯახებულებმა მეტი პატივი ეცით მეუღლეს, გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. იზრუნეთ არსებული სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად შრომა მოგიწევთ. ფულის ფლანგვას კი არ გირჩევთ. გაზაფხულზე მომატებულია ტრავმულობა.
არწივი
იყავით საკუთარი პრინციპების, მორალის ერთგული. არჩევნის წინაშე დადგებით და ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. წარმატების მომტანი თვეებია სექტემბერი და იანვარი. საყვარელ ადამიანთან ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას. ოჯახი განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას საჭიროებს. ნათესავების მხარდაჭერას იგრძნობთ. ნუ მოგერიდებათ მათთვის დახმარების სათხოვნელად მისვლა. ვინც მეორე ნახევარს ეძებს, საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი გეძლევათ. სამსახურში იმუშავეთ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ახალ შემოთავაზებებსაც მიიღებთ. მეტი ფულის გამომუშავების სურვილით ნუ გაიფუჭებთ ჯანმრთელობას.
მელა
ცვლილებების წელი გელით და სწრაფად უნდა მოახერხოთ ახალ-ახალ სიტუაციებში გარკვევა. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, მოერიდეთ მაქინაციებში გახვევას. განსაკუთრებით შემოდგომასა და დეკემბერში იყავით ფრთხილი. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მეტად უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ დაივიწყებთ პატივისცემასა და კომპრომისს. ბავშვებს თქვენი მზრუნველობა განსაკუთრებით სჭირდებათ. მარტოხელებს თუ დაწყვილება გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. გაფრთხილდით, მომატებულია ტრავმულობა.
დელფინი
საინტერესო წელი გელოდებათ. მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი დადებითი თვისებები მუშაობაშიც და ოჯახშიც. საფრთხეებისგან დაიცავით თავი ზაფხულის ბოლოს და ოქტომბერში. მატერიალური კეთილდღეობის შენარჩუნება თქვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ნუ დატოვებთ უყურადღებოდ საყვარელ ადამიანებს. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ახლობლებსაც. იყავით მიზანმიმართული, საინტერესო, პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ. გაფრთხილდით, გადაღლილობამ და სტრესმა ნერვული სისტემა არ დაგიზიანოთ.
ტახი
ცხოვრების გაუმჯობესების, მიზნების განხორციელების წელი გელოდებათ. იყავით კეთილსინდისიერი. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. მეუღლის მიმართ იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე. მარტოხელებმა ყურადღება მიაქციეთ ახალგაცნობილებს. ნუ მოკიდებთ ახალ პროექტეს ხელს, თუ საკუთარ ძალებში არ ხართ დარწმუნებული და თუ დიდი ფინანსური დანახარჯი გელით. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქორონიკული დაავადებები.
ბუ
მშვიდი წელი ნამდვილად არ გელით. თავადაც ხვდებით, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილება გსურთ და უნდა გააქტიურდეთ. საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ, იყოთ საკუთარი პრინციპების ერთგული. მაისი კარგი თვეა მიზნების განხორციელებისთვის. გაზაფხულის ბოლოდან და შემოდგომის დასაწყისში კი ფრთხილი და გააზრებული ნაბიჯები უნდა გადადგათ. არ ჩაერთოთ საეჭვო პროექტებში, ნუ გაფლანგვათ ფულს. უმჯობესია, სტაბილურობა შეინარჩუნოთ ყველა სფეროში. იზრუნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, გამონახეთ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.
შავარდენი
თუ მოთმინებით აღიჭურვებით, მოიგებთ. შანსი გეძლევათ, გაიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები, უკეთესობისკენ შეცვალოთ. გაქვთ დაწინაურების შანსი, მაგრამ უშრომველად ვერაფერს მიაღწევთ. ცვლილება გელით პირად ურთიერთობაშიც. იყავით დაფიქრებული და ნუ აჰყვებით წუთიერ გატაცებას. მარტოხელებმა შეიძლება რომანი მეგობართან გააბათ. აკურატული იყავით ჯანმრთელობისადმი. განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა, ინფექციური დაავადებების რისკი მომატებულია.