20 ნოემბერი, მთვარე მშვილდოსანშია: იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ

20 ნოემბერი, მთვარე მშვილდოსანშია: იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ

ხუთშაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 09:56-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 14:25-დან

არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ.

ჯანმრთელობა: აქტიურია თავის ზონა, განსაკუთრებით ტვინი.

კვება: რეკომენდებულია ვეგეტარიანული დიეტა. თავი შეიკავოთ ცხარე, ცხიმიანი და ხორციანი საკვებისგან. არ არის მიზანშეწონილი ძლიერი ჩაის, ყავის ან ალკოჰოლის დალევა.

რეკომენდებულია: ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად.

არ არის რეკომენდებული: რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.

მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.

დღის მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი.

  • მთვარე მშვილდოსანშია

კარგია ხელშეკრულებების გაფორმება და განაცხადების წარდგენა. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებში, მივლინებაში და ოფიციალურად დაარეგისტრიროთ ახალი ორგანიზაცია. იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ.

აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი.

საოჯახო საქმეები: თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. კარგია დღეს მინისა და სარკის ზედაპირების გაპრიალება. შეგიძლიათ ტანსაცმელი დააუთოოთ და ნივთები შესანახად მოათავსოთ. შეგიძლიათ გაყინოთ ხილი და გამოაცხოთ პური.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია მასაჟი, ნიღბების გაკეთება.