კურო
რაც უფრო რთულ საქმეს შეჭიდებით მით უფრო მობილიზებული უნდა იყოთ. დაწყებულ პროექტს ბოლომდე მიჰყევით. მეტად ემოციური ხართ, ამიტომ მშვიდად დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
ნუ იქნებით გარშემო მყოფებისადმი კრიტიკული. უმჯობესია, მარტომ იმუშაოთ, ვიდრე გაკეთებული საქმე დაიწუნოთ. საღამოს მოიკითხეთ უფროსი ნათესავები. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს.
კირჩხიბი
ყველას ნუ ჩაახდებთ თქვენს საქმეებში. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. მოაწყვეთ ოჯახური სადილი, მოიკითხეთ მშობლები.
ლომი
დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. თქვენი წარმატება ბევრში შურს გამოიწვევს. არავის მიაქციოთ ყურადღება, მიზანმიმართულად იმოქმედეთ. რჩევისთის კი გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალი დაგეგმეთ.
ქალწული
გადახედეთ ძველ გეგმებს, იდეებს, იქნებ მოახერხოთ მათი შესრულება ან ახალი იდეები გაგიჩნდეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, მეგობრული საუბრები, კომპლიმენტები ემოციურ ფონს გაგიუმჯობესებთ.
სასწორი
ცვლილებების დღეა. შეიძლება სრულიად განსხვავებულ სფეროში მოგიწიოთ მუშაობის დაწყებამ. საკუთარ გეგმებს ნურავის გაანდობთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მორიელი
ახალი იდეები გამოცდილ ადამიანებთან ერთად წამოიწყეთ. დასვენება, ფლირტი და გემრიელი კერძი განწყობას გაგიუმჯობესებთ და ენერგიულად შეუდგებით მუშაობა. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად და ცოდნის გასაღრმავებლად.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხების მოსაგვარებლად. გარშემო მყოფებსაც ისევე უნდა აპატიოთ ლაფსუსები, როგორც საკუთარ თავს პატიობთ ხოლმე. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ახალი საქმე შემოგთავაზონ.
თხის რქა
მეტად ემოციური ხართ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი უსიამოვნებებისგან. არ გადაიღალოთ, ხშირად დაისვენეთ. ფული საჭირო საქმეებისთვის გამოიყენეთ, მათ ქარს ნუ გაატანთ.
მერწყული
დამოუკიდებლად იმუშავეთ. მუშაობის პროცესში ახალი იდეები გაგიჩნდებათ. არ გაამწვავოთ კონფლიქტი კოლეგებთან. ნუ გამოჰკითხავთ გარშემო მყოფებს მათი უსიამოვნებების შესახებ, ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს.
თევზები
შეიძლება მიიღოთ ის, რაზეც ოცნებობთ, მაგარმ ამან უფრო მეტ პრობლემაში გაგხვიოთ. გარშემო მყოფებს დააკვირდით, მაგრამ მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, არ გათქვათ საკუთარი იდეები.