კურო
გამოიჩინეთ ტაქტი და მოთმინება. მოსალოდნელია უსიამოვნება და კამათიც კი კოლეგებთან და ახლობლებთან.
ტყუპი
დღეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ. რჩევა გამოცდილ მეგობარს ჰკითხეთ.
კირჩხიბი
დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ. გარშემო მყოფებს სწორი მიმართულება უნდა აჩვენოთ და ახალ საქმეებსაც უხელმძღვანელოთ.
ლომი
დღეს საინტერესო და საჭირო ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა. ეცადეთ, დაიმეგობროთ ისინი, რათა მომავალში საქმეები მათი დახმარებით მოაგვაროთ.
ქალწული
საკუთარ მოსაზრებებში იმდენად ხართ დარწმუნებული, რომ დღეს თქვენთან შეკამათებას ვერავინ გაბედავს.
სასწორი
თუ იცით, რა გსურთ, გამოიყენეთ ყველა რესურსი და საშუალება, რომ საწადელს მიაღწიოთ. დახმარებაზე არც მეგობრები და არც ნათესავები არ გეტყვიან უარს.
მორიელი
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. თუ პარტნიორის გრძნობებში დარწმუნებული ხართ, ნუღარ გააწამებთ საკუთარი ორჭოფობით.
მშვილდოსანი
გარშემო მყოფების მიმართ (სტატუსით დაბლა მდგომებთანაც კი) გაიუმჯობესეთ ურთიერთობა. ეცადეთ, მტრებიც დაიმეგობროთ და თანამოაზრეებად გაიხადოთ.
თხის რქა
გარშემო მყოფებთან ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნეთ. ნურც საკუთარ საქმეებში ჩაახედებთ და ნურც თქვენ დაინტერესდებით მათი პრობლემებით.
მერწყული
ნუ აჩქარდებით, განსაკუთრებით ახალი საქმეების კეთების, ახალი საგნის სწავლისას. თუ თავად გიჭირთ დეტალებში გარკვევა, დახმარება სპეციალისტებს სთხოვეთ.
თევზები
დღეს ყველას თქვენი დახმარება დასჭირდება, ზოგიც რჩევისა და ფულისთვისაც მოგაკითხავთ. ყველას გასაჭირს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, მხოლოდ ისეთებს დაეხმარეთ, ვინც მართლა გასაჭირშია.