20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დღის განმავლობაში ხშირად მოგიწევთ გარშემო მყოფების დახმარება, მათი საქმეების შესრულება.

ტყუპი

ვერსად გაექცევით ვალდებულებებს. ამიტომ, დილიდანვე დაიწყეთ მუშაობა, რათა საღამო პირადი საქმეებისთვის გამოითავისუფლოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მიმდინარე საკითხების კოლეგებთან ერთად განსახილველად. ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება.

ლომი

დღეს გარშემო მყოფების კეთილდღეობაზე მოგიწევთ ფიქრი და მათი ბედნიერებისთვის არაერთი რუტინული საქმის შესრულება. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. ნუ ეცდებით არსებული წესების დარღვევას.

ქალწული

მოერიდეთ რთული საქმეების წამოწყებას, მაგრამ უარი არ თქვათ საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებაზე. კარგი დღეა იურისტთან, პედაგოგთან შეთანხმებული მუშაობისთვის. საღამოს მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ ოჯახური საკითხები.

სასწორი

მნიშვნელოვანი საქმეები, კოლეგებთან თათბირი დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია კონკურენტების გააქტიურება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მორიელი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყებად. ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან შესახვედრად. ყურადღებით გადახედეთ კოლეგების მიერ შესრულებულ სამუშაოს.

მშვილდოსანი

დღეს სხვადასხვა საინტერესო წინადადებით მოგმართავენ. განსაკუთრებით კარგი დღე ელით მათ, ვინც სამსახურის ძიებაშია. საღამო საყვრელ ადამიანთან და შვილებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა

კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, საზოგადო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. საღამო საოჯახო საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. თქვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა მაინც ვერ გააკეთებს.

მერწყული

ენერგიული და იდეებით აღსავსე ხართ. გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი და გარშემო მყოფთა ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანეთ. დღე აგრეთვე დატვირთულია საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებით.

თევზები

დილიდან კარგ განწყობაზე გაგეღვიძებათ და მთელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ. მოგეცემათ (განსაკუთრებით მარტში დაბადებულებს) საშუალება გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით