კურო
საინტერესო და უჩვეულო ადამიანებთან გელით შეხვედრა, ყურადღებით იყავით, მათგან ბევრს ისწავლით. თავად იყავით ღიმილიანი. პირად ცხოვრებაში არჩევანი თქვენზია, ვის დაუკავშირებთ ბედს.
ტყუპი
გაიუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მეტი ყურადღება გმართებთ უკვე დაწყებული საქმეებისადმი. გარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად ყურადღებიანი. გახსოვდეთ, რომ კომპლიმენტები ყველას სიამოვნებს.
კირჩხიბი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავ მეგობართან, ყოფილ თაყვანისმცემელთან გელით შეხვედრა, რომელიც შეიძლება რომანტიკულ პაემანში გადაიზარდოს, თუ თქვენ მოინდომებთ, რა თქმა უნდა.
ლომი
მხიარული, სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. წარმატება მოსალოდნელია სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. რომანტიკული თავგადასავალი დღის მთავარი მოვლენა იქნება.
ქალწული
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. დაასრულეთ ადრე დაწყებული პროექტები, ან მიიყვანეთ დასრულებამდე. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.
სასწორი
წარმატებული დღე გელით. მთავარია, არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომელსაც ფორტუნა გიგზავნით. თუმცა, გამარჯვებებს ნუ გააზვიადებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა, ძველი თაყვანისმცემლების დაბრუნება ელით.
მორიელი
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს; დაუმეგობრდით კოლეგებს, მეგობრებს. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტი ინიციატივა უნდა გამოავლინოთ.
მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით სამსახურში - უფროსის შექებას დაიმსახურებთ; გარშემო მყოფებში - კომპლიმენტებს. საქმეები მალევე დაასრულეთ, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.
თხის რქა
მიზანმიმართულად და გაბედულად იმოქმედეთ. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ნაცნობობა გელით. დაქორწინებულებმა დღესასწაული მოუწყვეთ მეუღლეს.
მერწყული
დააფასეთ დრო და ნუ ეცდებით გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებას. საყვარელი ადამიანი კომპლიმენტებითა და მზრუნველობით აგავსებთ. საღამო მშობლებთან, უფროს ნათესავებთან ურთიერთობას დაუთმეთ.
თევზები
დილითვე ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ. მოსაწყენი საქმეების პარალელურად ახალი იდეები განიხილეთ უფროსთან ერთად. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ ან ნათესავებს ესტუმრეთ.