20 სექტემბერი, მთვარის ოცდამერვე დღე: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში

20 სექტემბერი, მთვარის ოცდამერვე დღე: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:09-ზე, მთვარე ქალწულშია

რეკომენდებულია: საკუთარ თავში ჩაიხედოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები.

ჯანმრთელობა: თვალები და ტვინი აქტიურია.

კვება: უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.

მოგზაურობა: თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, გელით ახალი შთაბეჭდილებები.

ურთიერთობები: კარგია ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა შექმნან ოჯახი.

დღის მინერალები: ქრიზოპრაზა, ჟადეიტი, აკვამარინი, ამეთვისტო.