ავტორი:

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე, მთვარე კირჩხიბშია

იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. მოგინდებათ გემრიელი საკვების მირთმევა, მაგრამ არ გადატვირთოთ კუჭი. ცუდია დღეა კუჭის გამოკვლევად, დაუშვებელია ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.

ვერძი: გარშემო მყოფების აზრის გათვალისწინება ხანდახან მაინც მოგიწევთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მიზეზი შეიძლება თქვენი ლიდერობა ან დამოუკიდებლად მოქმედება გახდეს.

კურო: ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და ახალი საქმის დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

ტყუპი: მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, მაგრამ ყველა დოკუმენტი, ცნობა გადაამოწმეთ.

კირჩხიბი: დღეს დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის გამო ოჯახს არ მოაკლოთ ყურადღება და საოჯახო ვალდებულებების გამო პროფესიული საკითხები არ დაგეჩაგროთ.

ლომი: გაფრთხილდით, ზედმეტი ამბიციების გამო არ გაიფუჭოთ ვინმესთან დამოკიდებულება. მიიღებთ უამრავ ინფორმაციას და უნდა განასხვაოთ ნამდვილი ტყუილისგან.

ქალწული: დაკვირვებით იყავით ახალი პროგრამების ათვისებასთან. ყურადღება გმართებთ საბუთებთან მუშაობისას. ნუ ანდობთ პირად ინფორმაციას, ფინანსური საკითხების მოგვარებას სხვებს.

სასწორი: არ გირჩევთ რთული ვალდებულებების შესრულებას. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა ახლობლებისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მორიელი: არ გირჩევთ აგრესიულ ადამიანებთან შელაპარაკებას. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, არ გადაიღალოთ, გამოყავით დრო პასიური დასვენებისთვის.

მშვილდოსანი: მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დაასრულებას. მოერიდეთ კონფლიქტს და კავშირების გაწყვეტას ახლობლებთან. არ ჩაერთოთ კამათში, განსაკუთრებით, უცხოებთან.

თხის რქა: უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი. დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ერთად გაატარეთ საღამო.

მერწყული: დაიწყეთ ფიქრი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მაგრამ დღესვე ნურაფერს მოიმოქმედებთ, უკეთეს დროს დაელოდეთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ნუ აჰყვებთ ემოციებს.

თევზები: იყავით დაკვირვებული და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. დღეს იოლად გამოგივათ ის, რაც ადრე არ გამოგდიოდათ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.