20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მთავარია, ფიქრში დრო არ დაკარგოთ და დროულად იმოქმედოთ, თორემ შეიძლება მნიშვნელოვანი შანსი გაუშვათ ხელიდან. შეიძლება ზოგიერთ სფეროში რევოლუციაც კი მოახდინოთ.

ტყუპი

რაც უფრო მეტად იქნებით აფორიაქებული, მით ნაკლებ საქმეს მოაგვარებთ. პაემანი შეიძლება მეგობრებთან შეხვედრის გამო გადაგედოთ.

კირჩხიბი

სწრაფად უნდა იმოქმედოთ და გარშემო მყოფებიც აიყოლიოთ. დღეს ყველასთვის ავტორიტეტი იქნებით. განსაკუთრებით გაუმართლებთ რეკლამის სფეროში მომუშავე კირჩხიბებს. თუმცა, სამსახურის გამო შეიძლება საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ დაგრჩეთ.

ლომი

დღეს ახალ საქმეებსაც ადვილად მოამთავრებთ და ძველებსაც წარმატებით დაასრულებთ. თქვენი გამარჯვება დიდ აურზაურს გამოიწვევს და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.

ქალწული

ფრთხილი ქალწულებიც კი შეიძლება ჩაითრიოს ავანტიურამ. გირჩევთ გაფრთხილდეთ, რათა დიდი მოგების მოლოდინში ყველაფერი – ურთიერთობა გავლენიან პიროვნებასთან, საყვარელი ადამიანი, მუდმივი შემოსავალი და ა.შ. – არ დაკარგოთ.

სასწორი

ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თქვენი არავის ესმის. ამიტომ, მეტად უნდა იაქტიუროთ და რაც მთავარია, მიახვედრეთ ოპონენტი, რომ ის რაზეც თქვენ საუბრობთ, მართლაც მნიშვნელოვანია.

მორიელი

საქმეები სწრაფად უნდა მოაგვაროთ. დღეს ახალ ცოდნას შეიძენთ. განსაკუთრებით თუ პროგრამისტი, მოგზაური, სამხედრო, ექიმი ან იურისტი ხართ.

მშვილდოსანი

თავს მშვენივრად გრძნობთ, მსხვილი მოგება ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება გელით. თუმცა, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს თუ ზედმეტად გარისკავთ.

თხის რქა

ნუ გამოიჩენთ ინიციატივას, მაგრამ თუ ბრძოლაში გამოგიწვიეს, ჭკვიანურად იმოქმედეთ, რათა არც საკუთრი წააგოთ და სხვისიც მოიპოვოთ.

მერწყული

ზედმეტად აქტიური და აზარტული ხართ. საკუთარი ნიჭი საშუალებას გაძლევთ რთული სიტუაციიდან დაიძვრინოთ თავი. თუმცა, მოერიდეთ კამათს სამედიცინო დაწესებულებაში, ტურისტულ სააგენტოსა და იურიდიულ დაწესებულებაში.

თევზები

სიფრთხილე გმართებთ საქმიან და ფინანსურ სფეროში. მოერიდეთ მსხვილ ხარჯებს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. წინააღმდეგ შემთვევაში გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით