სამშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:21-ზე, მთვარე კირჩხიბშია
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
ვერძი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. კარგი განწყობა და შედეგებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ ყველა თქვენი მიზნის მარტივად და სწრაფად მიღწევაში. მარტოხელა ვერძს, მნიშვნელოვანი რომანტიკული შეხვედრა ელოდება. საღამოს გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი.
კურო
თქვენი შრომა დაჯილდოვდება. თუ მიზანდასახულობას გამოიჩენთ თქვენს საქმიანობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. გირჩევთ შეასრულოთ რაიმე რთული ან არასასიამოვნო დავალება, რომელიც მუდმივად გადადებული გქონდათ.
ტყუპი
დილით ეცადეთ გახალისდეთ: თქვენი ბიზნესის წარმატება დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული. დაუთმეთ დრო პირად ურთიერთობებს, იპოვეთ ურთიერთგაგება საყვარელ ადამიანთან ყველა საკამათო საკითხში.
კირჩხიბი
იყავით მიზანდასახული და დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. დღეს გაქვთ შანსი აისრულოთ ოცნება ან თუნდაც შესამჩნევად მიუახლოვდეთ მას. ნუ უპასუხებთ შემოთავაზებებს დაუფიქრებლად, ყველა რისკისა და შედეგის აწონვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ მრავალი შეცდომის გამოსწორება.
ლომი
დღეს ბევრი მიმდევარი გეყოლებათ, ადამიანები, რომლებიც თქვენს მაგალითს მიბაძავენ. თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა, რთულ საკითხებს სწრაფად და წარმატებით გადაწყვეტთ. იყავით კრეატიული და შეხედეთ მოვლენებს ობიექტურად. ასე თავიდან აიცილებთ შეცდომებს და უფრო სწრაფად მიაღწევთ თქვენს მიზანს.
ქალწული
დღეს შეგიძლიათ გარისკვა და თავგადასავალში მონაწილეობა. მიიღებთ ახალ საინტერესო გამოცდილებას და გაერთობით. თუმცა, აკონტროლეთ ფინანსები, არსებობს ზედმეტის დახარჯვის შესაძლებლობა. ემოციურობა ხელს შეგიშლით მუშაობაში.
სასწორი
თქვენი ენთუზიაზმი და გახსნილობა დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ პოზიციაზე და მოიზიდავთ ახალ ადამიანებს. პირადი ურთიერთობებიც შეიძლება გაძლიერდეს. იფიქრეთ თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე.
მორიელი
20 თებერვალს იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ისარგებლეთ ამით და დაიწყეთ რთული ან მნიშვნელოვანი ბიზნესი, მოძებნეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ან დამატებითი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა. პატარა რომანტიკული თავგადასავალი მორიელებს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარება.
მშვილდოსანი
ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გადადებდით, დღეს მარტივად და სწრაფად მოგვარდება. ისარგებლეთ კარგი დროით და მოაგვარეთ ყველა უსიამოვნო საკითხი. საღამო მშვიდად და მარტომ უნდა გაატაროთ. შეეცადეთ აღიდგინოთ ძალა და ენერგია, დროულად დაიძინოთ.
თხის რქა
თქვენს ოჯახს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაუთმეთ მათ მეტი დრო, მიიღეთ მონაწილეობა ოჯახურ საქმეებში. სამუშაო საკითხებში ხშირად ჰკითხეთ პროფესიონალებს რჩევა. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში და ახალი წარმატებული შესაძლებლობების პოვნაში.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ სასიამოვნო წვრილმანებს, დღის მხიარულ მომენტებს. ამგვარად თავს გაიმხნევებთ და შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმპულსურად, დაუთმეთ მას დრო. საღამოს წადით სადმე ახლო მეგობრებთან ერთად და გაერთეთ.
თევზები
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი და იპოვოთ ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობები. პირად ურთიერთობებში ვარსკვლავები გირჩევენ იყოთ უფრო აქტიური, გამოიჩინოთ ინიციატივა და ღიად ისაუბროთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებზე. დღეს შოპინგი სასიამოვნო ემოციებს მოგიტანს.