ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თხის რქებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თხის რქებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • თხის რქა - ხარი

სასიამოვნო ემოციებისა და შთაბეჭდილებების წელი დაგიდგათ. ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ, კარიერული და მატერიალური წარმატების მისაღწევად. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. განახორციელეთ საინტერესო და თამამი პროექტები. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად გადალახავთ, სირთულეები იქნება და მათთვის მზად უნდა იყოთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ურთიერთგაგება გელით. მარტოხელები მეორე ნახევრებს შეხვდებით.

  • თხის რქა - ვირთხა

მოდუნების შესაძლებლობა არ გექნებათ. სერიოზული უსიამოვნებები არ გელით, მაგრამ თავით იქნებით გადავარდნილი საქმეებში. ზოგიერთს კარდინალური ცვლილებები გელით და საბედისწერო გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოთ. უპირატესობა მიანიჭეთ განვითარებას. ცვლილებები აუცილებლად პოზიტივის მომტანი უნდა იყოს. საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებით იქნებით განებივრებული. დაქორწინებულება მეტად იზრუნეთ ოჯახის წევრებისთვის იდეალური პირობების შექმნაზე.

  • თხის რქა - ვეფხვი

მოვლენებით დატვირთული წელი დაგიდგათ. ყოველი დღე სიურპრიზს გპირდებათ. იანავარ-თებერვალი განვითარებისთვის, სწავლისთვის გამოიყენეთ. გაზაფხულიდან კარიერულ წინსვლაზე იზრუნეთ. ხანდახან ცივი გონებით უნდა იმოქმედეოთ და არა ცხელ გულზე. იყავით დაკვირვებული და გონივრული ნაბიჯები გადადგით. დაქორწინებულებს სტაბილური მდგომარეობა გაქვთ; ზოგიერთი შვილის გაჩენას გადაწყვეტს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით; შეყვარებული თანაცხოვრებას გადაწყვეტთ.

  • თხის რქა - კურდღელი

რაელური შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ პროფესიული დონე, დაწინაურდეთ და ზოგადად, მიიღოთ სარგებელი. თუმცა, უშრომველად ვერაფერს მიაღწევთ და გარჯაც ბევრი მოგიწევთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. დაიმეგობრებთ გავლენიან ადამიანებს. სასურველის მისაღწევად დაბრკოლებების გადალახვას ნუ შეუშინდებით. დაქორწინებულის ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. მთავარია, ისწავლოთ ენაზე კბილის დაჭერა. მარტოხელებს სასიყვარულო განცდები გელით, საწინააღმდეგო სქესისგან უყურადღებოდ არ დარჩებით.

  • თხის რქა - დრაკონი

გარშემო მყოფების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი დაგეხმარებიან, სასურველ შედეგებს მიაღწიოთ. ყოველი დღე განსხვავებული, საინტერესო მოვლენებით გექნებათ დატვირთული. ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ და საკუთარი სარგებელი მონახოთ. გამონახეთ დრ შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. იყავით ყურადღებით სიახლეებისადმი, გახადეთ თქვენი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი. წელს უნდა ჩაუყაროთ საფუძველი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას. პირად ცხოვრებაში სერიოზული უსიამოვნებები არ გელით. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ ერთად. შეყვარებული ოფიციალურ ქორწინებას გადაწყვეტენ.

  • თხის რქა - გველი

ყველაზე სიანტერესო ჩანაფიქრების განხორციელების წელი დაგიდგათ. დაძლიეთ სიძნელე, მეტი იმუშავეთ საკუთარი თავის სრულყოფისთვის. იყავით დაკვირვებული, მნიშვნელოვანი დეტალები რომ არ გამოგეპაროთ. ზოგიერთს გავლენიან ადამიანებთან მოგიწევთ თანამშრომლობა. იყავით მეტად თვითდისციპლინირებული. კეთილგანწყობილი და მომთმენი - ახლობლებთან. პრობლემებს ნუ დაემალებით, გააზრებულად და მშვიდად მოაგვარეთ. იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე. მარტოხელები გააქტიურდით, რომ წელს დაწყვილდეთ, შანსი გაქვთ.

  • თხის რქა - ცხენი

ცხოვრების კარდინალურად შეცვლის შესაძლებლობა გეძლევათ. ცხოვრების მაღალ, მეტად განვითარებულ საფეხურზე უნდა გადაინაცვლოთ. იყავით მეტად აქტიური, გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი. თავდაჯერებულად იმოქმედეთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ყველაფერი იდეალურად გამოგივათ, შეგიძლიათ. იყავით მობილიზებული მნიშვნელოვანზე. შეისწავლეთ ახალი საქმე, გაიუმჯობესეთ ჰობი. რამაც შეიძლება საგრძნობლად გაგიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ვალდებულებების პარალელურად ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. მარტოხელები ჩაებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ გამოაკლდეთ წვეულებებს.

  • თხის რქა - თხა

თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ ცხოვრება, ცხოვრებისეული პოზიცია უნდა შეიცვალოთ, მეტად იყოთ ორიენტირებული განვითარებაზე, არ იზარმაცოთ, დროულად მოახდინეთ რეაგირება ცვლილებებზე, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. გონივრულად გარისკეთ. პროფესიული წინსვლისთვის 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოთ. იზრუნეთ მატერალური მდგომარეობის დასტაბილურებაზე, გაუმჯობესებაზე. ნუ შეგეშინდებათ ორიგინალური პროექტების განხორციელების. დაქორწინებულები მშობლები გახდებით ან გადაწყვეტთ, რომ შვილი გააჩინოთ. მარტოხელებს რომანტიკული კავშირი და წლის ბოლოს დაქორწინება ელის.

  • თხის რქა - მაიმუნი

ცხოვრების კარდინალურად შეცვლა მოგიწევთ, უკეთესობისკენ. გრანდიოზული ჩანაფიქრების რეალიზების შანსი მოგეცემათ. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, რომელიც წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. სწორად შეადგინეთ გეგმა, რომელიც დეტალურად გექნებათ დამუშავებული. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. შეყვარებული ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. მარტოხელები იყავით მეტად გაბედულები.

  • თხის რქა - მამალი

საინტერესო, მაგრამ რთული წელი დაგიდგათ. მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. იმოქმედეთ გაბედულად. წელს უნდა დაიწყოთ იმ საქმის კეთება, რაც მომავალში დიდ გამარჯვებას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მწვერვალისკენ სავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახოთ, კონკურენტებსაც ებრძოლოთ, მაგრამ არ დანებდეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პარალელურად ნურც ოჯახს და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას დაივიწყებთ.

  • თხის რქა - ძაღლი

ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გეძლევათ და გამოიყენეთ. ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, იყავით დაკვირვებული ყველაფრისადმი, რაც თქვენ გარშემო ხდება. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება. ისწავლეთ დასვენება, რელაქაცია. წარმატებული წელი გელით, ვისი ცხოვრებაც დაკავშირებულია მეცნიერებასთან, სოციალურ სფეროსთან. შეყვარებულების ცხოვრებაში ჰარნონია დაისადგურებს. რაც შეეხებათ მარტოხელებს, უნდა მოინდომოთ, რომ მეწყვილე იპოვოთ.

  • თხის რქა - ღორი

მზად იყავით სიახლეებისთვის, კარდინალური ცვლილებებისთვის. თქვენი ცხოვრება ნათელ ფერებში მოგეჩვენებათ. იღბალი გაძლევთ შანს, განახორციელოთ გრანდიოზული გეგმები. შეიძლება იმ პროექტებს ჩაუყაროთ საფუძველი, რომლებსაც წლობით ამზადებდით. პროფესიულ საქმიანობაში უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, ახლობლებს მიმართეთ. მარტოხელები მეორე ნახევრის ძიებაში დარეგისტრირდით გაცნობის საიტზე. მათ, ვინც უკვე იპოვა მეორე ნახევარი, ნუ გადადებთ ქორწინებას.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ტყუპისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

13 იანვარს ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მორიელებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი