ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი კუროებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი კუროებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

საინტერესო წელი გელით, ცვლილებების. იყავით მომართული გაუმჯობესებაზე, საქმეების, ცხოვრების, პირადი ურთიერთობის. თავად თქვენ გელით ტრანსფორმაცია. წარსულის შეცდომების გააზრება და გამოსწორება. თუ მარტოხელა ხართ. წელს გაქვთ დაწყვილების შესაძლებლობა. ზოგიერთი შეიცვლით მანერებს, ჩაცმის სტილს, გარეგნობას. იყავით მიზანმიმართული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოთ ცხოვრება. გადაეჩვიეთ სხვისი აზრის მოსმენას და სხვისი რჩევებით ცხოვრებას. კრიტიკულად შეაფასეთ ის, რასაცა სხვა გირჩევთ და მუდამ გქონდეთ თქვენი აზრი. თქვენ არ გიყვართ ცვლილებები, სტაბილურობა გირჩევნიათ, მაგრამ 2022 წელს ჩარჩოებიდან უნდა გამოხვიდეთ. ზოგიერთი კურო დაქორწინებას გადაწყვეტს, ზოგი დაქორწინებული კი - განქორწინებას. ზოგიც საქმიანობას შეიცვლის. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ ქალაქი, ქვეყანა. გადახედეთ თქვენს პირად ურთიერთობას. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. უნდა ისწავლოთ გაცემაც მიღებასთან ერთად.

2022 წლის პროგნოზი ქალი კუროებისთვის:

თაყვანისმცემლების აქტიურობისგან მოსვენება გექნებათ დაკარგული. საუკეთესო წელია დასაწყვილებლად, განსაკუთრებით მაისი და ნოემბერი. პლანეტებები ბედნიერი და სტაბილური კავშირის შექმნას გპირდებიან. ურთიერთობაში უნდა ისწავლოთ დაქვემდებარება და არა დომინირება. ვეფხვი საყვარელ ადამიანთან მოგზაურობის შესაძლებლობას მოგცემთ. თებერვალში კი თავით უნდა გადაეშვათ მუშაობაში. თუ გააქტიურდებით, დაწინაურებაც გელით და მატერაილური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. გამოგიჩნდებათ ფულის გამომუშავების შესაძლებლობებიც.

იუპიტერის გავლენა კუროებზე: 2022 წელზე

იუპიტერი მეგობრული და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები. აგრეთვე, მიზნების განხორციელებაში, სასურველის მიღებაში. მართალია, უნდა იშრომოთ, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტივში მუშაობა. მეტად დააფასებთ ადამიანებს, ვინც თქვენ სასიკეთოდ მოქმედებს.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი კუროებისთვის:

კოლეგებისა და უფროსის თვალში ავტორიტეტს აიმაღლებთ. უნდა ისწავლოთ სხვისი აზრის მოსმენა და დაფასება. უნდა ისწავლოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა თქვენს საქმიანობაში. ნუ ეცდებით უსიამოვნებებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, დაიხმარეთ კოლეგები, საქმიანი პარტნიორები. ბიზნესმენ კუროებს შანსი მოგეცემათ გაფართოების. ყურადღებით იყავით იურიდიული საკითხების მოგვარებისას. თავად კი ხანგრძლივ ხელშეკრულებებს გააფორმებთ, მაგრამ მხოლოდ სანდო კომპანიებს ენდეთ. წლის პირველ ნახევარში მეტი დრო უნდა დაუთმოთ კარიერულ საკითხებს.

სატურნის გავლენა კუროებზე: 2022 წელზე

სატურნი მოგიწოდებთ, რომ ყველგან გამოავლინოთ პროფესიონალიზმი, დაკვირვება. მოგეცემათ რაღაცის აშენების, მიღწევის შესაძლებლობა. მეტად უნდა გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გაიზარდოთ. სამსახურში ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ეს ერთი მხრივ კარგიცაა, - უსიამოვნო ფიქრებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, კონკრეტულ მიზნებზე იქნებით მომართული. ამასთან უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სატურნმა შეფერხებებიც იცის და მომენტალურ შედეგს, გამარჯვებას ნუ დაელოდებით. უბრალოდ, უნდა იშრომოთ - ყურადღებით და დაკვირვებით. ნუ წახვალთ მშობლების, უფროსის ნათესავების წინააღმდეგ.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- უნდა აირჩიოთ თქვენი გზა.

- პასუხისმგებლობა გმრთებთ საკუთარი თავის, ქმედების მიმართ.

- იყავით მომართული, რომ დაწინაურდეთ, მიიღოთ მატერიალური სარგებელი.

2022 წლის სიყვარული

პირადი ცხოვრებისა და პარტნიორული ურთიერთობების განახლების, ცვლილებების წელია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, გახდებით მეტად პოპულარული. თავისუფლებს 2022 წელი დაუვიწყარ შეხვედრებს გპირდებათ. შეხვედრები მოსალოდნელია სამუშაო რეჟიმში, დასვენებისას. ამიტომ, ხშირად ისეირნეთ და გამოელაპარაკეთ გარშემო მყოფებს. შანსი გაქვთ, რომ სერიოზულ, წარმატებულ ადამიანს დაუკავშიროთ ბედი. მთავარია, არ ააჩქაროთ ადამიანი. თავად კი დაკვირვებული იყოთ მის მიმართ. სხვათა შორის, ეს საქმიან პარტნიორებსაც ეხება და მეგობრობასაც. მეგობარს არ ენდომება, რომ მის გამო თქვენ დარდობდეთ და განიცდიდეთ. ყველა სფეროში მოერიდეთ ყალბ ადამიანებს.

2022 წლის კარიერა

იუპიტერი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ. გავლენიანი მფარველებიც დაგეხმარებიან სასურველი თანამდებობის მიღებაში. მხარდაჭერით მთების გადადგმას შეძლებთ, ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი მარტივად შეასრულებთ. გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. რაც უფრო დისციპლინირენული იქნებით, მით უკეთესია თქვენი წინსვლისთვის. ზოგიერთი ორიგინალურ ჰობის გაიჩენთ, ის არ შეგიშლით ხელს კარიერულ წინსვლაში. ხელი მოგემართებათ ბიზნესშიც. ამისათვის, კი ყოველი წუთი და მიზანი გათვლილი უნდა გქონდეთ, დეტალებზე დაკვირვება გმართებთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არასანდო ადამიანებს.

2022 წლის ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა უსიამოვნებებს არ შეგიქმნით. საკმარისი ენერგია გაქვთ სამუშაოსა და დასვენებისთვისაც. ვარსკვლავები გირჩევენ, გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი, ნერვული სისტემა. მეტად მოუფრთხილდეთ საკუთარ თავს. მუშაობის პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ. კარგი იქნება ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე. კვების გაუმჯობესება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. შანსი მოგეცემათ მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება ერთმანეთს შეუთავსოთ. ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს, შინაგანს და გარეგანს.