ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი სასწორებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი სასწორებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

ფინანსები ის თემა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება თქვენთვის. ფულის დაბანდება დამოუკიდებლადაც მოგიწევთ და ან სასიყვარულო, ან საქმიან პარტნიორებთან ერთადაც. გრანდიოზული ცვლილებები გელით მატერიალურ სფეროში. არაფერს შეუშინდეთ, კრედიტებსა და ვალებს მარტივად გაისტუმრებთ. მოსალოდნელია იპოთეკის გაფორმება, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, ან ბიზნესდაბანდება. თუ დაქორწინებული ხართ, მატერიალურ მდგომარეობას მეუღლის საშუალებითაც გაიუმჯობესებთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ მემკვიდრეობა. არ დააყოვნოთ გადასახადებისა და სესხის გასტუმრება. თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ, მაქსიმალურად მოინდომეთ, რომ უფროსის ყურადღება მიიქციოთ.

2022 წლის პროგნოზი ქალი სასწორებისთვის

დაფიქრდით, სად შეგიძლიათ იპოვოთ ერთგული საყრდენი - ახალ პროექტებშიც და პირად ცხოვრებაშიც. გირჩევთ, ყველას სიამოვნებაზე კი არა, პირად კეთილდღეობაზე ფიქრობდეთ. ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებთ, ეს გახსოვდეთ. 2022 წელს მეტად პირდაპირი და მკაცრი უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ. განსაკუთრებით, როცა საინტერესო პროექტებზე მუშაობთ. გაბედულად იმოქმედეთ, პლანეტების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

იანვრიდან ივლისის ჩათვლით მოულოდნელი მოვლენები გელით; უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყველა პოზიტიური ვერ იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად მოემზადეთ. გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგრამ ნურც ახლობლების შეწუხება მოგიწევთ თხოვნებით. 2022 წლის მეორე ნახევარში წარმატება გელით პროფესიულ სფეროში. საკუთარ თავში ახალ ტალანტს აღმოაჩენთ, რაც ახალი პროფესიის ათვისებაში დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს ფოტოგრაფია, ფსიქოლოგია, შემოქმედება. სატურნის გავლენით მოგიწევთ ფულის ეკონომიურად ხარჯვა საყიდლებზე და მეტი დროის დახარჯვა საოჯახო საქმეებზე.

იუპიტერის გავლენა სასწორებისთვის 2022 წელზე

მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას და ყოველდღიურ ვალდებულებებს. იზრუნეთ იმუნიტეტისა და განწყობის ამაღლებაზე. მუშაობისას ყურადღებით იყავით დეტალებისადმი. პროფესიულ სფეროში წარმატება გელით. ერთი კი არა, რამდენიმე მიმართულებით მოგიწევთ განვითარება. დაინტერესდით იმით, რაც რეალურ სარგებელს მოგიტანთ. თუ ჯგუფში უნდა იმუშაოთ, ერთგული და პროფესიული კადრები შეარჩიეთ. რამდენიმე შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ უარს ნუ იტყვით, ყველა სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს. თითოეულის წარმატებით დასრულების შემდეგ იამაყებთ საკუთარი თავით. შეიძლება სოლიდურ თანამდებობასაც კი გამოჰკრათ ხელი.

დაიცავით დღის რეჟიმი - ძილისა და კვების. დაიცავით ზომიერი დიეტა, ზედმეტი კილოგრამები რომ არ აკრიფოთ. სასიამოვნო მომენტებიც გექნებათ, მაგრამ ზომიერად.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი სასწორებისთვის

სირთულეების გადალახვით კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებთ. იანვარი-ივლისი მიზნების რეალიზებისთვის გამოიყენეთ. ამისათვის უნდა დაივიწყოთ სიზარმაცე და ერთფეროვნება. უნდა იყოთ შეუპოვარი და კომუნიკაბელური. აი, ემოციურობისგან კი უნდა გათავისუფლდეთ. მოიმატებს სექსუალური თავგადასვლების სურვილი, მაგრამ თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. გაზაფხული ზაფხულის დასაწყისი არის პერიოდი, როცა სასურველის მიღება გაგიჭირდებათ. უნდა ისწავლოთ სირთულეების გადალახვა და გავლენიან მეგობრებს მიმართოთ თხოვნით. გამორიცხული არაა, რომ იურისტის დახმარებაც კი დაგჭირდეთ.

სატურნის გავლენა სასწორებისთვის 2022 წელზე

ილუზიებისგან უნდა გათვისუფლდეთ და მეტად რეალისტური გახდეთ. განავითარეთ ნიჭი, იყავით მოტივირებული. თეორია პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობასაც. უნდა დაივიწყოთ ყველა ქარაფშუტული კავშირი და სერიოზულად მოეკიდოთ პარტნიორს. ხოლო, თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლის ღალატი არ გეპატიებათ. შეყვარებულები ხანგრძლივ და მყარ კავშირზე უნდა იყოთ ორიენტირებული. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით. სატურნის გავლენით ზოგიერთი სასწორი მშობელი გახდებით, მიიღებთ მატერიალურ კეთილდღეობას. მოიმატებს პასუხისმგებლობა და ზრუნვა. თუ თინეიჯერი შვილები გყავთ, მათ მიმართ უნდა იყოთ ყურადღებით. მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად. დისციპლინა მხოლოდ თქვენს შვილს კი არა, თქვენც გჭირდებათ.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები

- სასურველის მისაღწევად მეტი მონდომება და მიზანსწრაფულობა უნდა გამოავლინოთ.

- გონივრულად უნდა გადაანაწილოთ ძალა და ენერგია. თუ ავად გახდებით, გეგმების განხორციელებას ვეღარ შეძლებთ.

- იყავით მომართული პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. თუ გიყვართ, უნდა გამოუტყდეთ გრძნობებში. თუ გრძნობა არ გაქვთ, გაწყვიტეთ კავშირი. უმეტესობა მიხვდება, რომ მზადაა სერიოზული ნაბიჯისთვის - შვილების გაჩენისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

2022 წლის სიყვარული

ბუნებით კომუნიკაბელი ხართ და რომანტიკული კავშირების გაბმა არ გაგიჭირდებათ. იყავით მომართული სერიოზულ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით, თუ წელიწადზე მეტია მარტოხელა ხართ. შეყვარებულები ოფიციალურ ქორწინებას გადაწყვეტთ. პარტნიორის მიმართ უნდა იყოთ ყურადღებიანი და მოსიყვარულე. გრძნობებზე უნდა იყოთ ორიენტირებული და არა ბანალურ სექსზე. პირად ცხოვრებაში უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით, მაგრამ ივნისის ბოლოდან ყველაფერს დაალაგებთ. გირჩევთ, პირად ურთიერთობაში არ ჩაახედოთ მეგობრები, ოჯახის წევრები. შეიძლება რომანი გააბათ საზოგადოებაში გავლენიან ადამიანთან ამ ასაკით უფროსთან, მაგრამ პირზე კლიტე უნდა დაიდოთ. ნაცნობობა მოსალოდნელია წვეულებაზე, კონფერენციაზე. ზოგმა კი შეიძლება განაახლოთ რომანი, ყოფილთან. თქვენმა მეუღლემ შეიძლება ახალი სამსახური მიიღოს, გაზრდილი ხელფასით. ყურადღებით უნდა იყოთ შვილების მიმართ.

2022 წლის კარიერა

თქვენი პროფესიული სფერო ომში ბრძოლას შეიძლება შევადაროთ. იანვრიდან მოიმატებს სირთულეები კოლექტივში, პარტნიორებთან. დიქტატორობასა და აგრესიას უნდა მოეშვათ. თუ არ შეიცვლებით, კოლეგების კეთილგანწყობას დაკარგავთ და... სამსახურსაც. გირჩევთ, დიპლომატიურობას მოუხმოთ, მეტად დამთმობი გახდეთ და რეპუტაციასაც გაუფრთხილდეთ. ყველა სირთულე მაისამდე უნდა გადალახოთ. მატერიალური საკითხების მოგვარება შუა ზაფხულში ან შემოდგომაზე გადაიტანეთ. სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას 2023 წლამდე შეინარჩუნებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენას მოეშვათ და სერიოზულად მოეკიდოთ საქმეს.

წარმატება გელით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მედიცინასთან, სარეკლამო და მომსახურების სფეროსთან. საქმეებში ნუ მოიტოვებთ კუდებს. ყველაფერი გადაამოწმეთ, სანამ საბოლოო წერტილს დასვამთ. კარგი იქნება სწავლა, ინტელექტუალური საქმიანობა. ნუ შეუშინდებით, ცვლილებებს, მეტად იფანტაზიორეთ. მოგიწევთ გეგმებისა და პროფესიული სფეროს რეკონსტრუირება. მოსალოდნელია ახალი თანამდებობს მიღება ან პრესტიულ ბინაში გადაბარგება. აუცილებლად დააზღვიეთ უძრავი ქონება.

2022 წლის ჯანმრთელობა

უმნიშვნელო სიმპტომის შემთხვევაშიც კი დროულად უნდა მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ მკურნალობა, ნუ მიიყვანთ საქმეს ოპერაციამდე. გამორიცხული არაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა უსიამოვნებებმა უკვე იანვარში იჩინოს თავი. გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე მოუფრთხილდით ყელს, ჯირკვლებს. მისახედია ნერვული სისტემა. გახშირდება გაცივება და სურდო. შეიძლეაბ თქვენს განწყობაზე იმოქმედონ უსიამოვნო ადამიანებმა. ეცადეთ, ან აპატიოთ, ან დაივიწყოთ ძველი წყენა. მოეშვით დეპრესიის ალკოჰოლით მკურნალობას. უმჯობესია, ფიტოთერაპიაზე გადახვიდეთ. დაიცავით კვების რეჟიმი. რაციონი უნდა გაამდიდროთ ვიტამინებით. არ ჭამოთ ძილის წინ, მავნე საკვები. კარგ შედეგს მოგიტანთ იოგა და მედიტაცია.