ავტორი:

2022 წლის ასტროპროგნოზი თხის რქებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

2022 წლის ასტროპროგნოზი თხის რქებისთვის: სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობა და ძირითადი აქცენტები

ვეფხვი გპირდებათ დაუვიწყარ სიყვარულთან შეხვედრას, რომანტიკული ურთიერთობების დაკანონებას და ოჯახში მატებას. მთელი წლის განმავლობაში ბავშვები სასიამოვნო სიახლეებით, მიღწევებით გაგახარებენ. მოზრდილი ბავშვები შეიძლება გადავიდნენ მშობლიური ბუდიდან და დამოუკიდებლად დაიწყონ ცხოვრება. ყველა ცვლილება იქნება სასიკეთო, საბედნიერო. თხის რქების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრები. საწინააღმდეგი სქესისგან ყურადღებას იგრძნობთ. სამეგობრო წრეში გამოგიჩნდებიან საჭირო და საინტერესო ადამიანები. ზოგი კი საერთოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. წარმატება ელით იმ ნიშნებს, ვისი საქმიანობაც ინტერნეტთანაა კავშირში. წარმატებას მოგიტანთ დიდხნიანი პროექტები. მოიმატებს თქვენი პოპულარობა, შემოსავალი. ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობის პარალელურად დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო. გაიჩენთ ახალ მეგობრებს და მეორე ნახევარსაც. უარი არ თქვათ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებაზე, ქალაქგარეთ გამგზავრებაზე. ზოგადად მგზავრობა კარგია წელს თქვენთვის.

2022 წლის პროგნოზი ქალი თხის რქებისთვის:

უნდა ისწავლოთ დროის სწორად გადანაწილება. უნდა დაარეგულიროთ სამსახურისა და პირადი საქმეები. ერთის გამო მეორეზე ნუ იტყვით უარს. პლუტონი გიბიძგებთ შინაგანი ცვლილებებისკენ. საკუთარ თავში უნდა შეცვალოთ ყველაფერი ის, რაც არ მოგწონთ. იყავით ინიციატორი სასარგებლო ცვლილებებისთვის - სახლშიც და სამსახურშიც. ზაფხული და შემოდგომა განსაკუთრებულ ყურადღებასა და დეტალებზე დაკვირვებას მოითხოვს. მოსალოდნელია გაუგებრობები - თქვენ ვერ გაიგოთ ახლობლების ნათქვამი ან მათ ვერ გაგიგონ თქვენ. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან. მათ თქვენი დახმარება დასჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ფინანსები, მათი პრობლემების მოგვარება. გაზაფხულზე მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელია ზაფხულში.

იუპიტერის გავლენა თხის რქებზე: 2022 წელზე

აი, უპიტერი კი ახალი ცოდნის მიღებისკენ გიბიძგებთ. უნდა გაამდიდროთ სანაცნობო წრე გავლენიანი ადამიანებით. მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს, დახმარებას, დაწინაურებაშიც. ყველა სირთულეს მარტივად გაუმკლავდებით. შეიძლება ახალი, ორიგინალური იდეები დაგებადოთ, რამაც საგრძნობლად გაგიუმჯობესოთ შემოსავალი. თუ მიზანმიმართული და ჯიუტი იქნებით, სასურველს ყოველთვის მიაღწევთ. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, მოსინჯეთ ახალი ჰობი. შეიძლება შეისწავლოთ ის, რასაც მერე შექმნით, განახორციელებთ და მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ. სტუდენტები მიხვდებით, რომ ყველა საგნის ჩაბარება გიადვილდებათ. 2022 წელს აქტიური გადაადგილება გელით. ზოგიერთი შეიძენთ ან განაახლებთ ავტომობილს.

2022 წლის პროგნოზი მამაკაცი თხის რქებისთვის:

მოიმატებს მწვერვალების დაპყრობის, გამარჯვების სურვილი, მაგრამ ნურც ახლობლებზე ზრუნვას დაივიწყებთ. იყავით მიზანმიმართული. წლის დასაწყისში და ივნისში ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ არ შეიბღალოთ რეპუტაცია. მთელი წლის განმავლობაში ნათესავებისა და ახალობლებისგან გელით მხარდაჭერა, თუნდაც საჭირო რჩევით. მარტში მეტად უნდა მოუფრთხილდეთ ნერვებს. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვის. ზაფხულ-შემოდგომაზე დაწინაურებას ელოდეთ ან ბიზნესის განვითარება დაიწყეთ. სწორად შეარჩიეთ პარტნიორები.

სატურნის გავლენა თხის რქებზე: 2022 წელზე

შესრულებულ საქმეებზე მომენტალურ გამარჯვებას და მატერიალურ ანაზღაურებას ნუ ელით. აგრეთვე, არ გირჩევთ, ფულის ფლანგვას. ყოველი თეთრი გათვლილი უნდა გქონდეთ. კარგად გათვალეთ საკუთარი ძალები, ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. აგრეთვე, ნურც რთულ საქმეებს შეეჭიდებით, არ გირჩევთ ხერხემლის გადატვირთვასაც. მომენტალურ გამარჯვებას ნუ ელით, სატურნი გასწავლით მოთმინებას, სასურველ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ. იყავით პასუხისმგებლიანი საკუთარ ქმედებაზე. გადახედეთ უახლოეს გარემოცვას. სატურნი მოგაცილებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ვერ გაამართლა თქვენი იმედები. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი ახლობლების მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტ უსიამოვნებას მოგიტანთ. სატურნი ითხოვს, რომ მეტად გამოავლინოთ პედანტურობა, ორგანიზატორული ნიჭი.

2022 წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები:

- დეტალურად გათვალეთ ფინანსები. ეცადეთ, ორი თეთრიც კი გადადოთ ხოლმე. მომჭირნეობა - წლის დევიზად აქციეთ.

- გადახედეთ პრიორიტეტებს. დიდხნიან პროექტებზე იყავით მომართული და არა წამიერ გამარჯვებაზე.

- აიმაღლეთ თვითშეფასება. საუკეთესო იქნება, თუ საკუთარ თავს თავად დააფასებთ, შეაფასებთ.

2022 წლის სიყვარული

წლის დასაწყისში საუკეთესო დროა ახალი რომანის დასაწყებად ან უკვე დაწყებულის გასავითარებლად. მარტოხელებმა მეტ დრო გაატარეთ საზოგადოებაში. ნაცნობობა მოსალოდნელია მგზავრობისას, წვეულებაზე. ნურც ინტერნეტნაცნობობაზე იტყვით უარს. იანვარი საუკეთესო დროა ფლირტისთვის. აი, თუ ხანგრძლივი კავშირი გსურთ, თებერვალს დაელოდეთ. დაწყვილებულებმა დაიტკბეთ ენა, როცა საყვარელ ადამიანს ელაპარაკებით. მაისში იუპიტერი გაგიძლიერებთ ინტერესს ოჯახური ცხოვრებისადმი. მარტოხელებს მოგინდებათ ოჯახის შექმნა. არსებულში - სითბო და სიყვარული. ზაფხულში ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. იყავით ლაღი და მოსიყვარულე. ზაფხული კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენად.

2022 წლის კარიერა

იყავით მიზანმიმართული, ნაბიჯ-ნაბიჯ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. სანამ დაიწყებთ რამის კეთებას, დეტალებში გაიერკვიეთ. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე, დაწინაურებაზე, სტატუსის ამაღლებაზე, საზოგადოებაში გამოჩენაზე. წლის ბოლოს წარმატება გარანტირებული გექნებათ. თუ თქვენი საქმიანობა პარტნიორებთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული, შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ დაარღვიოთ შეთანხმების პირობები. ახალი პროექტების განვითარება დაიწყეთ მარტიდან. მანამდე გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები საქმეებში, თქვენიც და კოლეგებისაც. დაქირავებულ თანამშრომელბს გაზაფხულიდან სასიკეთო ცვლილებები გელით. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. კარგი პერიოდია დაბანდებითვის. აი, მატერალურ კეთილდღეობას და შემოდგომიდან ელოდეთ.

2022 წლის ჯანმრთელობა

ენერგიული, სიცოცხლით აღსავსე და მიზნამიმართული ხართ. თუმცა, ჯანმრთელობის მიმართ მაინც გმართებთ ყურადღება. ზოგადად, ძალიან შრომისმოყვარე ხართ და დასვენებაც კი გავიწყდებათ ხოლმე. დღე ისე დაგეგმეთ, რომ სუფთა ჰაერზეც მოახერხოთ ნახევარი საათით ფეხით სიარული. მაგრამ არ გადატვირთოთ ხერხემალი. ზამთრის ბოლო და გაზაფხულის დასაწყისში განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმების პერიოდია. თებერვალში ჩაიტარეთ გულ-სისხლძარღვთა გამოკვლევა. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. ზაფხული საუკეთესო პერიოდია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. თუ დრო და საშუალება გექნებათ, სანატორიუმში დაისვენეთ, სადაც დასვენებასთან ერთად მკურნალობის კურსსაც ჩაიტარებთ.