ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება კურდღელს

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება კურდღელს

2023 წელს ყველაფერი კარგად გექნებათ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ფინანსურად. მაგრამ ნერვიულობის გარეშე არ გამოვა. იმისთვის, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, ზოგიერთ საკითხს უფრო თავმდაბლად და ბრძნულად უნდა შეხედოთ. ინტენსიური სამუშაო გრაფიკი გელოდებათ. ამიტომ, შაბათ-კვირას უფრო ხშირად იარეთ ფეხით, გადით ბუნებაში. ნუ გააწამებთ სხეულს დიეტით. 2023 წელი საუკეთესო წელია ნიჭის გამოვლენისთვის. საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ და მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხიოთ.

მამაკაცი კურდღლისთვის

გაზაფხული... სიყვარული და რომანტიკა გინდათ, მაგრამ აჩქარებული ტემპით უნდა იმუშაოთ. ყველაფერი წარმატებით გამოგივათ, თუ არ დაიზარებთ და ძალებს სწორად გადაანაწილებთ. უფროსობა შეამჩნევს თქვენს მონდომებას და პასუხისმგებლობას ამოცანების მიმართ. გელოდებათ ტრიუმფალური სვლა კარიერის კიბეზე. 2023 წლის ივნისიდან აგვისტომდე ყველას მოუნდება თქვენთან დამეგობრება, საქმიანი თანამშრომლობა ან გამიჯნურება. გასაკვირი არც არის, რადგან მაგნიტივით იზიდავთ მათ. იღბალიც ფეხდაფეხ მოგყვებათ. ნუ დატვირთავთ თქვენს პირად სივრცეს ზედმეტი ინფორმაციით. შემოდგომაზე ცოტა უნდა დაისვენოთ და დაასრულოთ რთული პროექტები. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური სფერო. გამოგიჩნდებათ დამატებითი შემოსავალი.

- სტატუსის და ავტორიტეტის ამაღლება გელოდებათ მარტ-აპრილში;

- ფოკუსირება ახალ კავშირებზე ივნის-აგვისტოში;

- დაისვენეთ, დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს ოქტომბერ-დეკემბერში.

ქალბატონი კურდღლისთვის

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დრო სწრაფად მიფრინავს და საქმეები არანაირად არ კეთდება. შეეცადეთ იყოთ მშვიდი, კრიტიკაზე ძალიან უხეშად ნუ რეაგირებთ, ზოგიერთი შეიძლება ძალიან საჭირო გამოდგეს. დაეხმარეთ მათ, ვინც თხოვნით მოგმართავთ. გაზაფხულზე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ბედს. პროფესიულ სფეროში ყველაფერი ძალიან აქტიურად განვითარდება. არსებობს მაღალი თანამდებობის დაკავებისა და კარიერის კიბეზე ასვლის შანსი. იყავით დაკვირვებული, რათა შეცდომები არ დაუშვათ. შესაძლებელია საცხოვრებლის შეცვლა ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაადგილება. 2023 წელი შესაფერისია ძვირად ღირებული და ფართომასშტაბიანი შენაძენებისთვის.

2023 წლის პროგნოზი კურდღლისთვის ფენშუის მეთოდის მიხედვით

ნამდვილი სიყვარულის შესახვედრად, უნდა შეიძინოთ ვარდისფერი კვარცის გული. იღბლისა და ბედნიერებისთვის - ზურმუხტი ან ნეფრიტი.

ფერებიდან გამოიყენეთ: ყვითელი, ლურჯი და ვარდისფერი

ციფრები: 9 და 4

2023 წლის ფინანსები

შეინარჩუნეთ თქვენი სამუშაო, განსაკუთრებით თუ ის შემოსავლიანია. უფროსი, რა თქმა უნდა, მოისმენს თქვენს თხოვნებს ხელფასის გაზრდის შესახებ, მაგრამ შეიძლება დაივიწყოს დანაპირები. უმჯობესია, ფული ზომიერად ხარჯოთ. გაზაფხული რთული პერიოდია ბიზნესმენებისთვის. ბიზნესის მართვა უფრო რთული იქნება, ვიდრე ოდესმე. თქვენ მუდმივად ფიქრობთ: "სად მივიღოთ სახსრები გაფართოებისთვის?" აპრილის შუა რიცხვებში მდგომარეობა გამოსწორდება. შემოდგომაზე, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ "შესანიშნავი" თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემოსავალი რამდენჯერმე გაიზრდება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ფინანსური წყარო: პრემიები, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა, ინვესტიციები, ბიზნესპროექტები, ხელფასის ზრდა. 2023 წლის ივლისიდან დეკემბრამდე დასაშვებია ძვირად ღირებული შესყიდვები. ასე, რომ თამამად წადით საყიდლებზე.

2023 წლის კარიერა

კარიერული წინსვლა აუცილებლად გელოდებათ. თქვენ დაგნიშნავენ პროექტის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელად. აგრეთვე, თუ დიდი ხანია ფიქრობთ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, მაშინ არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან. დაისახეთ მიზანი და თავდაჯერებულად მიუახლოვდით მიზანს. საქმეების გასაუმჯობესებლად, ახალ პარტნიორებს იოლად იპოვით. გაზაფხულზე დილიდან საღამომდე მოგიწევთ მუშაობა, ზაფხულში კი ღირსეული თანამდებობის შეთავაზებებს დაელოდეთ.

2023 წლის სიყვარული

იანვრიდან აპრილამდე თქვენი პირადი ცხოვრება დღითი დღე უფრო ნათელი და ჰარმონიული გახდება. რომანტიკულ განწყობას ვერც ერთი მძლავრი ქარი ვერ გააფუჭებს. გაზაფხული თქვენს იღბალში რაიმე წარმოუდგენელი მოვლენით ან შეხვედრით იქნება აღსანიშნავი. თქვენ შეძლებთ სასიამოვნო პარტნიორის მოზიდვას. მარტოხელა კურდღელს გაუმართლებს. შეხვდებით ადამიანს, რომლის თვალებიც იმედით ანათებს. არ არის გამორიცხული, რომანი დაიწყოს სამსახურში ან მივლინებისას. ზაფხულში მოგინდებათ ყველაფრის რადიკალურად შეცვლა, სადღაც გაქცევა. ზოგადად, განწყობის ფერი მოწყენილი იქნება, ამიტომ დეპრესიას ნუ ჩავარდებით. მარტოხელები ფრთხილად უნდა იყოთ, რომ უსიამოვნო ამბავში არ გაეხვიოთ. ისწავლეთ განასხვავოთ ნამდვილი გრძნობა ეგოისტური მიზნებისგან. შემოდგომა... როგორც ჩანს, თბილი ჩახუტებისა და აღსარების დროა, გსურთ თბილი "ბუდე", დაქორწინება. დაოჯახებულები მოერიდეთ მეუღლის გაკრიტიკებას. გულწრფელი საუბარი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეცადეთ, შეინარჩუნოთ კავშირი.

2023 წლის ჯანმრთელობა

2023 წელს მოსალოდნელია მწვავე ალერგიული შემოტევები, ამიტომ მოერიდეთ ძალიან ცხელ კლიმატს და მტვრიან ოთახებს. დალიეთ წყალი, ნაკლები ინერვიულეთ და დაიცავით ზომიერება კვებაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, მთლიანად უნდა უარყოთ თქვენი საყვარელი პროდუქტები. უბრალოდ არ დაივიწყოთ პროპორციები. დასვენება, ჯანსაღი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. იმისათვის, რომ არ გაცივდეთ, შეავსეთ ორგანიზმი ვიტამინებით. განსაკუთრებით შემოდგომის და გაზაფხულის სეზონზე.