ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება ტახს

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება ტახს

2023 წლის მმართველი ტახს ბევრ სიხარულს და სასიამოვნო მოვლენას ჰვპირდება. წარსულის შეცდომებზე და წარუმატებლობებზე ნასწავლი გამოცდილება მოგცემთ საშუალებას გახდეთ მეტად თავდაჯერებული. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ქმედებები უნდა იყოს გონივრული, ილუზიებისა და ჰაერში ფრენის გარეშე. იყავი გულუხვი და გულწრფელი ადამიანი. მშვიდად მიიღეთ ცვლილებები, რაც ბევრი იქნება სხვადასხვა სფეროში. ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს, თუ თავად მოიქცევით პატიოსნად და არ გაწირავთ სხვას.

მამაკაცი ტახისთვის

სწრაფად მოაგვარებთ წარსულ პრობლემებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მხარე. ადამიანებთან ურთიერთობა მეტად კეთილგანწყობილი გახდება. შეგიძლიათ შეცვალოთ საქმიანობის სფერო, ისწავლოთ და გახდეთ თვითკმარი ადამიანი. ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ღორს შეუძლია ბიზნესის კეთება შუამავლებისა და გავლენიანი პარტნიორების გარეშე. მაგრამ მოემზადეთ, დღედაღამ მოგიწევთ მუშაობა. თუმცა, შედეგიც არ დააყოვნებს და უკვე ივლისიდან დეკემბრამდე დაინახავთ თქვენი დაუღალავი შრომის ნამდვილ ნაყოფს. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საქმიანი კონტაქტების დამყარება. შესანიშნავი პერიოდია უნარების გაუმჯობესებისა და დახვეწისთვის. მარტოხელა ტახები უნდა გაგახაროთ, ვერ დამალავთ თქვენს მაგნიტიზმს და ბევრ ლამაზმანს მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში.

ქალბატონი ტახისთვის

ტახი ქალი კმაყოფილი იქნება თავისი ცხოვრებით. ბევრი სიურპრიზი, აღიარებები და სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ. გვერდით კი სანდო ადამიანები გეყოლე,ბათ. 2023 წელი კარიერულ ზრდას და გრძელვადიანი გეგმების განხორციელებას გპირდებათ. სამწუხაროდ, ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისთვის და ნათესავებთან კომუნიკაციისთვის. სექტემბრიდან შეძლებთ მეტი დრო დაუთმოთ იმ აქტივობებს, რაზეც ოცნებობდით. ზოგიერთი საბედისწერო არჩევნის წინაშე დადგება: შეცვალოთ საცხოვრებელი მისამართი, დაქორწინდით თუ საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ?.. გახსოვდეთ, თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს თქვენს მომავალს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტუიცია საუკეთესო მრჩეველია. მოუსმინეთ მას უფრო ხშირად. შესაძლებელია, რომ 2023 წელს დედა გახდეთ.

2023 წლის პროგნოზი ტახისთვის ფენშუის მეთოდის მიხედვით

ბოროტი თვალისგან დაგიცავთ: მთვარის ქვა, ლალი, ნეფრიტი.

ფერებიდან გამოიყენეთ: ოქროსფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი და ყვითელი

ციფრებიდან: 9, 1 და 5

2023 წლის ფინანსები

უნდა მონახოთ ის საქმე, რაც მოგიტანთ მუდმივ მატერიალურ შემოსავალს. კარგია ახალი ხელობის შესწავლა. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და დარწმუნებული საკუთარ თავში. არ უნდა გაფლანგოთ დაგროვილი თანხები, უნდა იყოთ უფრო ეკონომიური. სიძუნწე შეუფერებელია საყვარელი ადამიანების მიმართ, მისი საჩუქრებისა და გაბედნიერებისთვის. განსაკუთრებით ზაფხულის შუა პერიოდში.

2023 წლის კარიერა

სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებელია გამოთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები და აწონ-დაწონოთ შესაძლებლობები ისე, რომ მოგვიანებით არაფერში იმედგაცრუებული არ დარჩეთ. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მდიდარი ადამიანი, იმუშავეთ თავდაუზოგავად. თუმცა, მუდმივი მოუცლელობით თქვენი ოჯახის წევრები კმაყოფილი არ იქნებიან. ზოგიერთი მიიღებთ მაცდურ შეთავაზებებას, ან საქმიანობაში ჩართვას, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. იფიქრეთ ყველაფერზე მცირე დეტალებამდე, რათა არ დაუშვათ შეცდომა არჩევანში. გაქვთ საინტერესო იდეა? განახორციელეთ იგი. მერე ფულიც მოვა და სტატუსიც გაიზრდება საზოგადოებაში.

2023 წლის სიყვარული

იანვრიდან აპრილამდე იყავით მეტად რომანტიკული და მოსიყვარულე პარტნიორის მიმართ. არ დაივიწყოთ საყვარელი ადამიანის სურვილები, მისი განებივრება. დაანახვეთ თქვენი გრძნობები. მარტოხელა ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა დაემშვიდობონ მარტოობას. ახალი ნაცნობობა რადიკალურად შეცვლის თქვენს ბედს. დაოჯახებულებმა გაიხსენეთ შეყვარებულობის პერიოდი. მოუწყვეთ მეუღლეს რომანტიკული პაემნები. ზაფხულში მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა გლოდებათ. შეყვარებულებს შემოდგომისა და ზამთრის დადგომა ნუ შეგეშინდებათ, მთავარია, გულში გქონდეთ ვნების ალი და ოჯახში სუფევდეს ჰარმონია და ურთიერთგაგება.

2023 წლის ჯანმრთელობა

დააკვირდით თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. არ მისცეთ საკუთარ თავს ბრაზის, წყენისა და ემოციების მძაფრად გამოხატვის საშუალება. რა თქმა უნდა, ყველა ნეგატივის შენახვა საკუთარ თავში ცუდია, მაგრამ არც საყვარელ ადამიანებს უნდა დაატეხოთ თავს თქვენი რისხვა. ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და აფასეთ, ნუ დაამცირებთ კონფლიქტის დროს. ჯობია მშვიდი მოლაპარაკება და ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება. იანვარი რთული თვეა ორგანიზმისთვის. მოსალოდნელია ჰიპოთერმია, გაცივება და ანთება. ეცადეთ იყოთ ფორმაში, დილით ივარჯიშეთ, დალიეთ ვიტამინები და ჩაიცვით ამინდის მიხედვით. ზაფხული და შემოდგომა მშვენიერი იქნება ტახისთვის. არაფერი შეგაწუხებთ. ორგანიზმი მშვენივრად ეწინააღმდეგება ვირუსებს, მზე კი ენერგიას გაძლევთ. თუმცა, მოერიდეთ საყოფაცხოვრებო დაზიანებებს და ფრთხილად იყავით გზაზე.