ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კუროებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კუროებისთვის

ეს არის ყველაფრის დალაგების და მოგვარების წელი. უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარიერასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. მთავარია, არ შეუშინდეთ სირთულეებს, იმოქმედოთ გაბედულად. ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. უნდა გაგახაროთ, რომ კურდღლის წელში მეტი პოზიტივი გექნებათ, ვიდრე ნეგატივი. არ გაუშვათ შანსი, რომ იყოთ მეტად ბედნიერი, წარმატებული. პირველ ადგილზე დააყენეთ თვითრეალიზაცია. კარიერული მიღწევები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ცვლილებები უკვე 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. ტრანსფორმაცია გაგრძელდება ზაფხულამდე და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. მეტად უნდა გამოვლინოთ ინიციატივა, არ გირჩევთ ყველაფერის ნაცრისფერ ფერებში ყურებას და მხოლოდ ნეგატივზე ყურადღების გამახვილებას. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გარდა მოგიწევთ ახლობლებზე ზრუნვაც. რევოლუციებისა და მოულოდნელობების პლანეტა ურანი კვლავ თქვენს ნიშანშია. უნდა შეეგუოთ, რომ გარემო, სიტუაცია და გარშემო მყოფები ხშირად შეიცვლებიან. უნდა შეძლოთ ნებისმიერ სიტუაციასთან შეგუება, ლავირება. ნუ შეშინდებით, ენერგია უშრეტი გექნებათ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ.

2023 წელს თქვენს ნიშანში გადმოვა იუპიტერი - ბედნიერებისა და ყველაფრის გაბევრების პლანეტა. მოემზადეთ, რომ მიაღწევთ წარმატებას ცხოვრების ყველა სფეროში, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან, ჩაერთვებით საინტერესო, მასშტაბურ, საერთაშორისო პროექტებში. მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენც ცხოვრებას რადიკალურად შევლის. გააფორმებთ ოფიციალურ ქორწინებას.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანშია. მიმართეთ ენერგია და ძალა იმ საქმეებისადმი, რაც გამარჯვებას, აღიარებას მოგიტანთ. სასიამოვნო სიახლეები და ცვლილებები გელოდებათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მოინდომეთ და ყველა საქმე თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ნუ გაგიკვირდება, თუ საკუთარ თავში ახალ ტალანტთან ერთად ეზოტერიკულ ცოდნასაც აღმოაჩენთ, მეტად ენდეთ ინტუიციას. იყავით სხვებზე მზრუნველი, ქველმოქმედი. მეტი დრო დაუთმეთ მედიტაციას. საზღვარგარეთ მოგზაურობას, საქმიანობას, ზოგადად, საზღვრების გაფართოებას. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, იყავით მიზანმიმართული და გააზრებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ თვითრეალიზაციას. უნდა განავითაროთ ის ნიჭი, რაც ბუნებამ გიბოძათ. უნდა შეებრძოლოთ და დაამარცხოთ მავნე ჩვევები. გაფრთხილდით რომ არ გაეხვიოთ უსიამოვნო სიტუაციაში. იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, ნუ შეიქმნით იდეალებს. მაისიდან მეტად მოგემატებათ თავდაჯერებულობა. მოგეცემათ წინსვლისა და გამარჯვების შესაძლებლობა. მიიღებთ სასურველ თანამდებობას, დაწინაურდებით, მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი დაგიკორექტირებთ მეგობრების წრეს. მიხვდებით, ვისთან უნდა შეზღუდოთ ურთიერთობა და ვის საერთოდ ჩამოშორდეთ. ზომიეება დაგიწესებთ სოციალურ აქტიურობაშიც. არაა გამორიცხული გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან, რომელიც აღარ აკმაყოფილებს თქვენს ინტერესებს. რომლის მიმართულებაც თქვენს შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ასაკით და თანამდებობით უფროს ადამიანებთან. უფრო მეტიც, ეცადეთ, მეტი ისწავლოთ მათგან, მოიპოვოთ მათი მხარდაჭერა. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, დეტალებზე, არ დაარღვიოთ ხელშეკრულებები და სამუშაო გრაფიკი. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

გაზაფხულიდან დაიწყეთ რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესება. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. გრძნობების გამოსახატავად საუკეთესო თვეებია: თებერვალი, ოქტომბერი და დეკემბერი. ვალდებულებებისა და საქმების მიუხედავად მეტი დრო უნდა გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. გამონახეთ საქმე, რასაც ერთად, საინტერესოდ და რომანტიკულად შეასრულებთ. წლის ბოლოს უმეტესობას მოგინდებათ დაწყვილება და დაოჯახება. 23 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბავს. ამ პერიოდში გამოცდით საკუთარ და პარტნიორის გრძნობებსაც. გამორიცხული არაა, ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ყოფილი. ის დაბრუნდება, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტი იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. მოგინდებათ მასთან ყოფნა, თუ ისევ მის გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას. ზაფხულში მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებზე ზრუნვას. მოგიწევთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება, რემონტის გაკეთება.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

იუპიტერი დაგეხმარებათ და ფულში შეზღუდვა არ გექნებათ; უფრო მეტიც, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. მაგრამ იყავით დაკვირვებული ხარჯებისადმი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ფულის დაგროვება ან დააბანდებთ საქმეში, რაც მომავალში ფინანსების შემოდინებას შეუწყობს ხელს. ნუ დანაღვლიანდებით, თუ წლის დასაწყისში მოგიწევთ საქმიანობის, სამსახურის შეცვლა. მალევე უკეთესი ადგილი გამოგიჩნდებათ. 23 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივეთების შეძენას.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა თქვენს ნიშანში გყავთ და უკვე შეგუებული უნდა იყოთ ცვლილებებს, რევოლუციურ გამოხდომებს. არ გირჩევთ ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას, კონფლიქტებს. იყავით აკურატული ცხოვრების ყველა სფეროში, რათა არ დაუშვათ შეცდომები. არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით თუ ისინი თქვენს იმიჯს, რეპუტაციას ეხება. ჩაერთეთ ახალ პროექტებში, ინტელექტუალურ საქმიანობაში. ნუ იტყვით უარს სიახლეებზე, გამოსცადეთ საკუთარი შესაძლებლობები. ურანი გაიძულებთ, მეტად დაინტერესდეთ მომავლის ტექნოლოგიებით, დაიწყოთ თქვენთვის აქამდე უცნობი სფეროს ათვისება. გამორიცხული არაა, ურანმა თქვენს პირად ურთიერთობებზეც იქონიოს გავლენა - მოულოდნელად გადაწყვიტოთ დაქორწინება ან პირიქით, დაშორდეთ პარტნიორს.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტივთან ერთად მუშაობა. საიმედო პარტნიორებთან ერთად დაიწყეთ ჩანაფიქრების განხორციელება. მოგინდებათ საქველმოქმედო აქციების განხორციელება, ხალხის დახმარება. ახალგაცნობილებთან საერთო ინტერესები შეიძლება ხანგრძლივ მეგობრობაში გაიზარდოს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ზოგიერთს მოგინდებათ ეზოტერიკულ მეცნიერებებში უკეთ გარკვევა. ხელოვნება და შემოქმედებითობა მნიშვნელოვან როლს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში.

2023 წლის ჯანმრთელობა

2023 წელს ჯანმრთელობაზე წუწუნი არ გელით. განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. მოიმატებს პოზიტიური განწყობა. გათავისუფლდებით იმ დაავადებებისგან, რაც გაწუხებდათ. ამასთან, სასურველია, ცოტა მეტად იზრუნოთ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე. დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები, სამკურნალო პროცედურები. ნაკლები ინერვიულეთ და მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას. რეგულარულად გაისინჯეთ წნევა. გაიუმჯობესეთ გულ-სისხლძარღვების მუშაობა. არ დაივიწყოთ დასვენება. უარს ნუ იტყვით შვებულებაში გასვლაზე. ჩვევად აქციეთ დილაობით მსუბუქი ვარჯიში, ფეხით სეირნობა. თქვენ, კუროები, როგორც წესი, გურმანები ხართ და აკონტროლეთ წონა, რათა საფრთხე არ შეუქმნათ ფიგურას.