ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის

პლანეტები აქედანვე გახსენებენ, რომ 2023 წელს უძრავად ყოფნას არ გაპატიებენ და თუ რამის მიღწევა გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. ეს რაც უფრო ხშირად გაგახსენდებათ, მით უკეთესია. არ იზარმაცოთ, იყავით მიზანმიმართული და აუცილებლად გაიმარჯვებთ, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ კარიერა, აიმაღლოთ ავტორიტეტი, შეიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა. აუცილებლად დაგეგმეთ კვალიფიკაციის ამაღლება, რამე ახლის შესწავლა.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი დაგეხმარებათ, რომ მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. შეიძლება გამონახოთ დამატებითი სამსახური. კარგი იქნება ბიზნესის დაწყება, თუ უკვე გაქვთ, - გაფართოება, ფულის დაბანდება სარფიან საქმიანობაში. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, მსხვილი თანხა საჩუქრად. გაგიმართლებთ, თუ თქვენი ბიზნესი დაკავშირებულია უცხოელებთან, მუშაობთ უცხოურ კომპანიაში ან გაქვთ ტურისტული კომპანია. წარმატებული წელი გელოდებათ იურიდიული, საგამოძიებო სფეროს წარმომადგენლებს და ფსიქოლოგებსაც. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, დაფასდება თქვენი საქმიანობა. ამასთან, არ გირჩევთ, საშიშ საქმიანობაში ჩართვას, რამაც შეიძლება დაგიზიანოთ ჯანმრთელობა ან მოგაყენოთ მორალური ზარალი. ახლა განგსტერის როლის თამაში არაფერში გჭირდებათ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის დროსაც. იყავით მეტად მომთმენი, არ გირჩევთ ეჭვიანობას და ემოციურ ბობოქრობას. ქალწულები რეალისტი და რაციონალურები ხართ, მაგრამ 2023 წელს ზოგიერთი შეიძლება თავით გადაეშვათ შავი მაგიის შესწავლაში.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ პარტნიორულ საკითხებს. თუ ერთგულ ადამიანს გამონახავთ, ბიზნესს განავითარებთ, საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. იმავეს გეტყვით პირად ცხოვრებაზეც, თუ სათქვენო ადამიანს მიაგნებთ, პირადი ცხოვრებაც მომენტალურად დაგილაგდებათ. წელს გაქვთ შანსი, რომ ოფიციალურად დაქორწინდეთ და სამაგალითო მეოჯახე გახდეთ. უკვე არსებულ კავშირებს კი მეტად გაასერიოზულებთ, მოგემატებათ პასუხისმგებლობის გრძნობა საყვარელი ადამიანის მიმართ. საქმიანი ქალწულები გააფორმებთ ხანგრძლივ და სერიოზულ ხელშეკრულებებს. მეტად უნდა გამოავლინოთ ორგანიზატორული შესაძლებლობები. ამ თვისების გამოვლენა დაგეხმარებათ, იოლად გაუმკლავდეთ უსიამოვნო სიტუაციებს, რაც პერიოდულად წარმოიშვება ხოლმე. ამასთან, სატურნის გავლენით მოიცილებთ მანიპულატორ ადამიანებს. გირჩევთ, საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობაში წამოჭრილი უსიამოვნებები დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, - ან დარჩეთ ერთად, ან დაშორდეთ. მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანი.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

წელს მიხვდებით, რომ "ვარდისფერი სათვალე" მოდაში აღარაა. რეალისტურად შეხედეთ მოვლენებს. გადახედეთ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას, თუ ყველაფერი გაკმაყოფილებთ, იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე, თუ არა, შეიცვალეთ თავად ან დაშორდით. იყავით აქტიური, თავისით არაფერი შეიცვლება. არ გირჩევთ მანიპულატორი ადამიანის გვერდით ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესიიდან დიდხანს ვერ გამოხვალთ. მარტოხელებმა მიაქციეთ ყურადღება სერიოზულ და ჭკვიან ადამიანებს. ქარაფშუტული კავშირები კარგს არაფერს მოგიტნათ.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

უნდა იშრომოთ რომ მიაღწიოთ მატერიალურ სტაბილურობას. გახშირდება მივლინება საზღვარგარეთაც, უნდა გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულებები. ივლისამდე ნუ აიღებთ სესხს, ვალს; განსაკუთრებით სხვის გამო. ეცადეთ, მოზომილად ხარჯოთ თანხა. თუ ზედმეტი თანხა გამოგიჩნდებათ, დააბანდეთ სწავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, რაც მომავალში კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი უცხოეთის სახლში გყავთ, გახშირდება კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან, მივლინებები და მოგზაურობა საზღვარგარეთ. ამასთან, იყავით მზად მოულოდნელობებთვისაც. კარდინალურად შეგეცვლებათ შეხედულებები და გემოვნებაც კი. საუკეთესო პერიოდია ყველა იმ მოყირჭებული ჩვევის, კომპლექსებისა და შიშების მოსაშორებლად, რაც წინსვლასა და განვითარებში გიშლით ხელს. გელოდებათ უამრავი გამარჯვება, აღმოჩენა. ჩაერთეთ მსხვილ პროექტებში, საერთაშორისო საქმიანობაში. ზოგიერთი შეიძლება უცხოეთი გაემგზავროთ სწავლის ან მუშაობის გამო. წარმატებით განახორციელებთ ინტელექტუალურ პროექტებს. მოგინდებათ საქმიანობის, პროფესიის კარდინალური შეცვლა. წარმატება ელის მას, ვინც არ შეუშინდება გარისკვას, უყვარს თავგადასავლები, მოგზაურობს და უყვარს აღმოჩენები. ზოგიერთი შეიძლება უცხოეთში შეხვდეთ ადამიანს, ვინც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

გარშემო მყოფებთან ისაუბრეთ საკუთარ სურვილებზე, განიხილეთ მიზნები, მათთან კომუნიკაციამ შეიძლება ახალი იდეები გაგიჩინოთ. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან ერთად გამონახავთ განვითარებისა და წინსვლის ახალ გზებს. სხვათა შორის, შეიძლება კონკურენტების გააქტიურებაც კი გახდეს თქვენი მამოძრავებელი ძალა, რაც წინსვლისკენ სავალ გზაზე დაგაყენებთ. ჩაიფიქრეთ, რომ 2023 წელს საყვარელ ადამიანთან ერთად იმოგზაუროთ. ეს აღმოჩენებისა და გამარჯვების წელი უნდა იყოს თქვენთვის. მარტოხელები ახალ სიყვარულს შეიძლება მოგზაურობის დროს შეხვდეთ. თავიდანვე ნუ გადავარდებით თავით გრძნობებში, ჯერ კარგად გაიცანით ადამიანი.

2023 წლის ჯანმრთელობა

ქალწულებს განსაკუთრებით გიყვართ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეს კარგიცაა. ასე გაარძელეთ 2023 წელსაც. თუ რეგულარულად ჩაიტარებთ გამოკვლევას, კონსულტაციას გაივლით ექიმთან და მიიღებთ სამკურნალო პრეპარატებს, არაფერი გემუქრებათ. იყავით ფრთხილი გაზაფხულზე. თუ თავდაუზოგავად იმუშავებთ, დასვენებისა და სწორი კვების გარეშე, გართულებები ნუ გაგიკვირდებათ. გონებრივი გადატვირთვაც არ მოგიტანთ სიკეთეს. დაიწყეთ ყოველი დილა მსუბუქი ვარჯიშით, გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი, რეგულარულად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კვირაში ერთხელ აუცილებლად დაისვენეთ რამდენიმე დღე პასიურად.