ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის

2023 წელს საწუწუნოდ საქმე არ გექნებათ. თქვენთვის ახალი შთაბეჭდილებების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია და ამიტომ, ცვლილებები და საინტერესო შეხვედრები უხვად გექნებათ. თუმცა, ვერც სირთულეებს გაექცევით, ისინი პერიოდულად აღმოცენდება თქვენი ცხოვრების გზაზე. არაორდინარულ სიტუაციებში მოგიწევთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, თავის გამოცდა. ცუდი განწყობა წარსულში უნდა დატოვოთ, ადამიანებიც. ნუ გგონიათ, რომ გვერდით მხოლოდ კარგი ადამიანები იქნებიან. დიპლომატიურობა უნდა გამოავლინოთ მოშურნეებისა და ჭორიკანებისადმი. განსაკუთრებით იყავით ფრთხილად კოლეგებისა და მეგობრების მიმართ. იანვრიდან გახშირდება საინტერესო შეხვედრები და დაიწყეთ საქმიანი და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება. მოგიწევთ ადაპტირება უცხო გარემოსა და ადამიანებთან. ზოგიერთმა შეიძლება მკვეთრად შეიცავლოთ პროფესიული სფერო ან საცხოვრებელი მისამართი. გადაწყვეტილებები კარგი დაფიქრების შემდეგ უნდა მიიღოთ. ისე იმოქმედეთ, რომ ნაკლები დანაკლისი გქონდეთ. იყავით ახლობლებზე მზრუნველი, მაგრამ მათაც პატივი უნდა სცენ თქვენს გადაწყვეტილებას. ვალდებულებების მიუხედავად დასვენებას ნუ დაივიწყებთ, ზაფხულში, ივლისი საუკეთესო იქნება.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენი ჯანმრთელობისა და ვალდებულებების სახლშია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები არ გელოდებათ. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, აზარტულობა და მოგინდებათ კეთილი ემოციების გამოხატვა. სამსახურში მოგეცემათ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენა; განახორციელებთ ახალ პროექტებს. გახშირდება თქვენი შექება და დაფასება, მიიღებთ მატერიალურ ჯილდოს, პრემიას. გირჩევთ, მშვიდად მიიღოთ ჯანსაღი კრიტიკა და გაითვალისწინოთ, რაც წარმატებაში დაგეხმარებათ. საქმეების უკეთ შესასრულებლად მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. კოლეგების მიმართ იყავით დამთმობი, გააერთიანეთ კომპეტენტური ადამიანები ჯგუფში და ერთად იმოქმედეთ. მოგინდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა; აიმაღლეთ იმუნიტეტი. ზოგიერთმა შეიძლება სამედიცინო სფეროში გადაწყვიტოთ საქმიანობა, ან თუ ამ სფეროს წარმომადგენელი ხართ, წარმატების, წინსვლის შანსი მოგეცემათ.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალევის, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი მოგიწოდებთ მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინოთ სასიყვარული სფეროს მიმართ. იყავით აკურატული საქმიანობისას. მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობა მეტად სერიოზული უნდა გახადოთ. არ გირჩევთ ავანტიურულ საქმიანობაში ჩართვას. მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. იყავით ბრძენი და გამონახეთ კომპრომისი არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ნუ დაანგრევთ კავშირს, თუ ნამდვილად გიყვართ ადამიანი. არ გირჩევთ ქარაფშუტულ დამოკიდებულებას ახალგაცნობილებთან, სასიყვარულო კავშირებისადმი. ერთდღიანი რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ. 2023 წელი საუკეთესოა საკუთარი ნიჭისა და ტალანტის დემონსტრირებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად. წარმატება მოვა მათთან, ვინც პასუხისმგებლობით მოექცევა საქმეს. ზოგისთვის ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გადაიქცეს. სატურნი მოგიწოდებთ, დრო გონივრულად გადაანაწილოთ სამუშაოსა და დასვენებაზე. მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება დეტალურად დაგეგმეთ.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

თუ გადაწყვეტთ, რომ პირადი ცხოვრება უნდა გაიუმჯობესოთ, გააქტიურდით. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელოდებათ და შეხვდებით მასაც, ვინც თქვენს ცხოვრებაში ნათელ ფერებს შემოიტანს. თუ უკვე აირჩიეთ ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად გრძნობთ, ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ ეს ურთიერთობა. ეჭვიანობა და კინკლაობა დაივიწყეთ. უსიამოვნებები მშვიდი საუბრებით მოაგვარეთ. იზრუნეთ, რომ სახლში დაისადგუროს ჰარმონიამ. მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. დრო ისე გადანაწილეთ, რომ არც სამსახურის საქმეები დაგიზარალდეთ და ოჯახთან ერთადაც შეძლოთ ყოფნა. შვილების მიმართ მომთხოვნი, სამართლიანი და მოსიყვარულე უნდა იყოთ. დაუმეგორდით მათ და დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

საქმიანი, აქტიური და შრომისმოყვარე უნდა იყოთ, რაც დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ფული ძირითადად დაგეხარჯებათ ოჯახზე, საყვარელ ადამიანებზე, ჰობისა და დასვენებაზე. მოგინდებათ პირადი ბიზნესის გახსნა, კაპიტალის გაორმაგება. დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ. იყავით დაკვირვებული საქმიანი პარტნიორების, კოლეგების მიმართ. დაფიქრდით, ვის შეიძლება ენდოთ და ვის არა; ვინ უნდა აიყვანოთ თქვენი ჯგუფის წევრად.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი პარტნიორობის სახლში გყავთ. ცვლილებები შეეხება საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებს. გაფრთხილდით ხელშეკრულებების გაფორმებისას. ზოგიერთმა შეიძლება მოულოდნელად გადაწყვიტოთ ყველა კავშირის გაწყვეტა, ხელშეკრულების დარღვევა. ნერვიულობა და არაორდინარული სიტუაციები მოიმატებს ნათესავებთანაც. მოერიდეთ მათთან ურთიერთობის დაძაბვას. ნუ დაემშვიდობებით იმ ადამიანებს, ვინც თქვენთვის ძვირფასია. აი, ზოგიერთ ადამიანს კი სინანულის გარეშე გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან. ხანდახან მოგინდებათ თავისუფლად მოქმედება, მაგრამ არ დაზარალდეთ ზედმეტი დამოუკიდებლობისგან. აგრეთვე, არ გირჩევთ, სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას. იმპულსურობაზე აგებული კავშირი კარგს არაფერს მოგიტნათ.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

გახშირდება რომანტიკული ნაცნობობა, რაც მარტოხელებს ცხოვრებას გაგიხალისებთ. საუკეთესო წელია საკუთარი ძალების შემოქმედებაში მოსასინჯად. მოგინდებათ ხელოვნების სფეროში უკეთ გარკვევა, იდეების განხორციელება. იყავით კეთილგონიერი, არ გირჩევთ ალკოჰოლური სასმელების და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. მოერიდეთ გაურკვევლობას რომანტიკულ სფეროში. თუ ადამიანი გულგრილია თქვენ მიმართ, არ იზიარებს თქვენს გრძნობებს და არ სურს თქვენ გვერდით ყოფნა, მოეშვით სიტუაციის დრამატიზირებას და საკუთარი თავის დატირებას, იყავით რეალისტი და გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან. გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანია, ნებისმიერს მოხიბლავთ, თუ მოინდომებთ.

2023 წლის ჯანმრთელობა

ენერგიული ხართ, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და ოპტიმისტური გაწყობაც მოიმატებს. მაგრამ მიუხედავად ყველაფერის, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მაინც გმართებთ ყურადღება. გამონახეთ დასვენების დრო, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. მიიღეთ ნატურალური ვიტამინები, ჩაიცვით ამინდის შესაფერისად. კარგი იქნება, თუ ზომიერად ივარჯიშებთ. მაგრამ აი, სპორტის ექსტრემალურ სახეობებს უნდა მოერიდოთ. გაუფრთხილდით ძვლოვან და კუნთოვან სისტემას. მოუფრთხილდით ფსიქიკასაც; არ გადაიღალოთ ემოციურად.