ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თევზებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თევზებისთვის

კურდღლის წელი უამრავ შანსს მოგცემთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, მიაღწიოთ წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას. მთავარია, საქმე, რომელსაც დაიწყებთ, არ მიატოვოთ. უნდა იმუშაოთ, რომ მოიცილოთ მავნე ჩვევები. დააპროგრამეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი გამოგივათ, თანაც საუკეთესოდ. თქვენ ნიჭიერი ხართ, მაგრამ, როგორც წესი, ნებისყოფა არ გყოფნით სასურველის მისაღწევად. უნდა მოიცილოთ სიზარმაცე და აპათია და იყოთ მომართული გამარჯვებაზე.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენი ფულის სახლში იქნება. მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ ფულის დაბანდებისას. თქვენ ვერ ზომავთ ფულის ხარჯვის დროს და წელს ეს უნდა ისწავლოთ. საყიდლებზე წასვლამდე დაგეგმეთ ხარჯი, რას ყიდულობთ, რამდენს და ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, შეძლებთ ფულის დაბანდებას სარფიანად და დივიდენდების მიღებასაც, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ. კარგი იქნება, თუ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გადაინახავთ. ფული დახარჯეთ მხოლოდ იმ ნივთებზე, რაც ნამდვილად გჭირდებათ. იუპიტერი გპირდებათ, რომ 2023 წელს ფულის ნაკლებობა არ გექნებათ, მოგეცემათ ბიზნესის გაფართოების, დაწინარების, ხელფასის მომატების შანსი. გააფორმებთ თქვენთვის ხელსაყრელ ხელშეკრულებას, იმოგზაურებთ, აიმაღლებთ სტატუსს. ყველა საქმე, რასაც ხელს მოკიდებთ და ბოლომდე მიიყვანთ, წარმატებას, ფულს მოგიტანთ. ბიზნესისა და საქმიანობის გარდა ფულს მოგიტანთ ჰობი, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ნუ ჩაიკლავთ ნიჭს საკუთარ თავში, მიეცით თავს უფლება, რომ გამოავლინოთ. შემოქმედება დაგეხმარებათ, ცხოვრება უფრო მსუბუქად, ლამაზ ფერებში დაინახოთ. ზოგიერთს გელოდებათ ახალ სიყვარულთან შეხვედრა, ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, ის იქნება, ვისაც ამდენი ხანი ელოდით. 2023 წელს გახშირდება თქვენი საზოგადოებაში გამოსვლა, მიმოსვლა ახლო და შორ მანძილზე.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი მოგცემთ იმას, რაც ასე აუცილებელია თქვენთვის: ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, გრაფიკი და ზომიერება. თქვენს ყოველ საქციელზე უნდა აგოთ პასუხი. გადაწყვეტიებების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ისე იმოქმედეთ, რომ სარგებელი მიიღოთ და არ დაუშვათ მორიგი შეცდომები. მიხვდებით, რომ გაიზარდეთ, მეტი თავდაჭერილობა გმართებთ, რთული საკითხების მოგვარებას აღარ გაექცევით პასუხისმგებლობას და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმკლავდებით. კურდღლის წელი მორალურად უფრო ძლიერს გაგხდით. სატურნის გავლენით, უფრო რეალისტურად შეხედავთ ცხოვრებას და ნაკლებს იფენთ ღრუბლებში. კიდევ ერთი მინიშნება, გვერდით მხოლოდ დროით გამოცდილი ადამიანები უნდა გყავდეთ, ნებისმიერთან მეგობრობა აღარ გეპატიებათ. ამასთან, არ გაფლანგოთ ენერგია არაფრისმომცემ საქმეებზე. დღის თითოეული საათი და წუთიც კი, გათვლილი უნდა გქონდეთ. გამორიცხული არაა, შეეჯახოთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს და ახლა მოგიწიოთ მათი გამოსწორება. იმუშავეთ დაკვირვებულად, დეტალებს მიაქციეთ ყურადღება. მოთმინება და სიბეჯითეც მოიმატებს.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

სენტიმენტალური და მგრძნობიარე ხართ და ამაში ვერავინ შეგედავებათ. მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის ცოტა გვიან მოიცლით, რადგან მივლინება და სამუშაო არ მოგცემთ რომანტიკაში გადავარდნის უფლებას. დაგეგმეთ თითოეული დღეა მუშაობის მხრივაც და სიყვარულის მხრივაც. სიყვარულიც კი უნდა ჩასვათ გრაფიკში. დაქორწინებულები მოერიდეთ საყოფაცხოვრებო საკითხების გამო კამათს. უმჯობესია, მშვიდად და გეგმაზომიერად მოაგვაროთ ყველაფერი. საქმეების გარჩევის ნაცვლად გადახედეთ ძველ ალბომს, დაათვალიერეთ ფოტოები, სადაც ხართ ბედნიერები, გაიხსენეთ პირველი პაემანი, პირველი კოცნა და ეცადეთ, თანაცხოვრების ყოველდღიურობაშიც კი მეტი ჯადოსურობა შეიტანოთ. მარტოხელები თუ მოინდომებთ, აუცილებლად დაწყვილდებით. მაგრამ თუ სახლში იჯდებით და დაელოდებით, თავისით არაფერი გაკეთდება. უნდა გააქტიურდეთ, გამოთქვათ გაცნობის სურვილი.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

ვინც კარგად იმუშავებს, ფულსაც კარგად მიიღებს. 2023 წელს იამაყებთ თქვენი თავით. იყიდით ყველაფერს, რაც სურთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინოთ და ფული არ გაფლანგოთ. სხვათა შორის, პერიოდულად შეიძინეთ ლატარიის ბილეთი, გამორიცხული არაა, მსხვილი თანხა მოიგოთ. დაფიქრდით ფულის დაბანდებაზე. ზოგადად, წელს მეტი უნდა იფიქროთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად გადაწყვიტოთ ახალ საქმიანობაში ჩართვა. გირჩევთ, ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ, მოითხოვოთ თქვენი კუთვნილი თანხა. ნუ მოგერიდებათ დამქირავებელთან ფულზე ლაპარაკი. იყავით მეტად მიზანმიმართული; მომართული სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებაზე და რაც მთავარია, დისციპლინირებული.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

გახშირდება შეხვედრები, ახალნაცნობობა. ზოგიერთი პიროვნება სრულიად განსხვავებული სფეროდან იქნება და ამით საინტერესო თქვენთვის. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. ბოლო მოეღება ერთფეროვნებას. გახშირდება ზარები, მიმოწერები, მიმოსვლა. მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება და საკუთარის სხვებისთვის გაზიარება. აკონტროლეთ სიტყვები და გამონათქვამები. არავის არაფერს დაპირდეთ და თუ დაპირდებით, შეუსრულეთ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები და ეცადეთ, გვერდით საიმედო ადამიანები გყავდეთ. ნუ დაიწყებთ საქმეს პიროვნებასთან, ვისაც მცირედშიც კი არ ეთანხმებით. მიიღებთ უამრავ შთაბეჭდილებას. მარტოხელებს მოგინდებათ რომანტიკული ურთიერთობა ადამიანთან, ვისთანაც საერთო ენას გამონახავთ, ვისთანაც გულახდილად ილაპარაკებთ, ვისთანაც სულიერი და ინტელექტუალური კავშირი გექნებათ. სამსახურში შრომისმოყვარეობა უნდა გამოავლინოთ, თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ თქვენთვის სასურველს.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ და შემოქმედებითი საქმიანობა გახდება აქტიური. ფრთხილად და აკურატულად განახორციელეთ მიზნები. მოიმატებს შეგრძნებები და ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში მედიუმის ნიჭიც კი აღმოაჩინოთ. გაგიძლიერდებათ ინტუიციაც. ეცადეთ, ემოციებმა გრძნობები არ ჩაგიხშოთ. საუკეთესო წელი გელოდებათ, თუ თქვენი ცხოვრება დაკავშირებულია თეატრთან, მუსიკასთან, მხატვრობასთან. გახშირდება სხვების დახმარების სურვილიც, მაგრამ სხვის საკეთილდღეოდ საკუთარ თავს ნუ დაიზარალებთ. გახსოვდეთ, რომ გარშემო უამრავი მანიპულატორია და სხვის კისერზე ცხოვრების მსურველი.

2023 წლის ჯანმრთელობა

გაზაფხულზე აიმაღლეთ იმუნიტეტი, მიიღეთ ნატურალური ვიტამინები. წელს მავნე ჩვევებს უნდა დაემშვიდობოთ. თუ ხვდებით, რომ ძალების ნაკლებობა, აპათია გაქვთ, გაემგზავრეთ ბუნებაში, იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. მომატებული ვალდებულებებისა და სამუშაოს გამო არ დაივიწყოთ ძილი და ჭამა. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით ცურვაზე. ზომიერი ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო გაგაძლიერებთ, ენერგიით აგავსებთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟის კურსი, იოგა, ძილის წინ ფეხით სიარული და ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.