ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძისთვის

მოიმატებს თქვენი თვითშეფასება და საზოგადოებაში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. კოლეგებიც დაგაფასებენ და მეგობრებიც. თქვენ საინტერესო და ორიგინალური ინდივიდი ხართ და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. შანსი მოგეცემათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში, ახლობლებთან ურთიერთობაში - ჰარმონიას. თუ ადრე ბევრს მუშაობდით გამარჯვების მისაღწევად, ახლა უფრო იოლად გაიმარჯვებთ, მაგრამ თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ, ინიციატივის გამოვლენაც ხშირად მოგიწევთ. იყავით მიზანმიმართული და მოთმინებითც აღიჭურვეთ. დრო და ენერგია გონივრულად გადაანაწილეთ და ნურც ემოციების გამოვლენას იჩქარებთ. ზომიერი აქტიურობა და ვარჯიში კარგია, გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ძილი და დასვენება საუკეთესო მკურნალია. ენერგიულ ვერძებს იმპულსურობაც გახასიათებთ და ამიტომ ეს სფეროც უნდა დაარეგულიროთ. ეცადეთ, ყველაფერში დაიცავთ ზომიერება, იყავით მომართული სულიერ განვითარებაზე. ნუ გადახვალთ ზღვარს. თუ გონივრულად იმოქმედებთ, კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. ხშირად შეხვდით ნათესავებს. ზოგიერთი 2023 წელს მშობელი გახდებით.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში იქნება, ამიტომ, მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო, განახორციელოთ გეგმები. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, გახდებით გულუხვი და მხიარული. გელოდებათ უამრავი საინტერესო, დასამახსოვრებელი შეხვედრა. თავადაც მომართული იქნებით სიახლეებისა და პერსპექტივებისკენ. გახშირდება მიმოსვლა, თავგადასავლები, თუ გსურდათ მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება, 2023 წელს თქვენთვის ყველა კარი ღიაა. ზოგიერთი გადაწყვეტთ სწავლას, ახალი პროფესიის ათვისებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. გაგიჭირდებათ ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა და შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა, ოფისი. გახშირდება მივლინება საზღვარგარეთ. ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაშიც. თუ პარტნიორთან თავს უბედურად და მოწყენილად გრძნობთ, რაღაც უნდა შეცვალოთ. მაგრამ არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე რომანის გაბმას, ჯერ გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში და მერე გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კარიერაში ტრანსფორმაცია გელოდებათ. მოგიწევთ მსხვილ პროექტში ჩართვა ან ახალის დაწყება. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი მოგემატებათ და ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. მთავარია, მეტად გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. აქტიურად ჩაერთოთ ყველა პროცესში. ნუ იუკადრისებთ წვრილმანი საქმეების შესრულებას. მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ტალანტი. იმ სფეროებშიც კი, რაც ახლა სრულიად უცხოა თქვენთვის. ზოგჯერ უნდა გარისკოთ, მაგრამ გააზრებულად. იყავით დარწმუნებული, რომ რასაც აკეთებს სწორია, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, მხარდაჭერა გელოდებათ კოლეგების, მეგობრებისა ნათესავებისგან. თუმცა, თქვენც იქნებით მათზე გადაყოლილი.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი მოულოდნელი ცვლილებებისთვის გამზადებთ, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ექსტერნად მოგიწევთ გეგმების შეცვლა, მოყირჭებულ პრინციპებთან განშორება, შეგეცვლებათ შეხედულებები, გარემოც კი. ნუ გაიხედებით, დარჩებით წარსულში. უნდა მოხდეს თქვენი 100 პროცენტით რესტარტი. უნდა მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო, დაზიანებული. ზოგჯერ მსხვერპლის გაღება მოგიწევთ და ზოგჯერ რისკზე წასვლაც. გახსოვდეთ, როცა იკეტება ერთი კარი აუცილებლად იღება მეორე. მოთმინებით აღიჭურვეთ, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. უნდა მოინდომოთ, რომ მოიხსნათ ზოგიერთი ტაბუ, უნდა შეიმსუბუქეთ რუტინა. ცოტა გარისკეთ, რომ მეტად წარმატებული იყოთ. იყავით მზად ცვლილებებისთვის. მიეცით თავს უფლება, რომ გაიგოთ მეტი, გაიმარჯვოთ და განახორციელოთ მიზნები. "რემონტი" უნდა გაუკეთოთ საკუთარ ცხოვრებას. ლიკვიდაცია უნდა ჩაუტაროთ ყველაფერ უსარგებლოს, ეს ეხება სამსახურსაც, პირად კავშირებსაც და საყოფაცხოვრებო პირობებსაც. გათავისუფლებული და ბედნიერი უკეთეს შედეგებს მიაღწევთ ყველა სფეროში. სატურნი ხშირად შეგიქმნით საშიშ სიტუაციებს, შუბლით ხშირად შეეჯახებით წინაღობებს, მაგრამ ეს სასარგებლო იქნება თქვენი ზრდისთვის.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

კურდღლის წელიწადი პირად ურთიერთობაში უამრავ სასიამოვნო მომენტს გპირდებათ. მარტოხელები გაიცნობთ თქვენთვის მისაღებ ადამიანს, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. შეხვედრა მოსალოდნელია გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით. იყავით თამამი, გამოუტყდით ადამიანს გრძნობებში. ეს საუკეთესო წელია ქორწინებისთვის. თუ უკვე გყავთ რჩეული, ყველა უსიამოვნება მშვიდად, ხმის აწევის გარეშე მოაგვარეთ. ისწავლეთ პარტნიორისთვის დათმობა. ამის გარეშე ბედნიერ კავშირს ვერ შექმნით. აიმაღლეთ თვითშეფასება, რათა მიიზიდოთ საინტერესო და სიმპათიური ადამიანი.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

ცხოვრება ისე უნდა დაგეგმოთ, რომ სიყვარულისა და სიბერის გამო არ დაგიზარალდეთ მატერიალური სფერო. წელს იყავით ეკონომიური. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. კურდღლის წელიწადში მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა შეიძინოთ.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი არაორდინარულ სიტუაციებს შეგიქმნით: ეს შეიძლება იყოს მომენტალური გამარჯვება და მტკივნეული დაცემაც. მაქსიმალური დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი და ჰუმანიტარული პროექტები. ამასთან, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ დაკვირვებული იყოთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ნუ გარისკავთ, იყავით პრაქტიკული შოპინგისას. წარმატებით განახორციელებთ ახალ პროექტებს, კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერნეტპროექტები, ზოგიერთს თანამშრომლობა გელოდებათ უცხოელ პარტნიორებთან, კომპანიებთან.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

უამრავი საშუალება გექნებათ შთაგონებისთვის, დაგებადებათ საინტერესო იდეები. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, გაიღრმავებთ ცოდნას თქვენთვის საინტერესო თემებში. მოგინდებათ ქველმოქმედებაში ჩართვა. ამასთან, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მოერიდოთ ზოგიერთ ადამიანთან კონტაქტს, განსაკუთრებთ მათ, ვინც უარყოფით გავლენას ახდენს თქვენზე. ნუ გახდებით მავნე ჩვევების მსხვერპლი, ნუ გაწევრიანდებით სექტაში. გულუხვობა კარგია, მაგრამ საკუთარ თავს ნუ დააზარალებთ. წარმატებული წელი გელოდებათ მწერლებს, მხატვრებს, ხელოვან ადამიანებს. ფანტაზიის განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ.

2023 წლის ჯანმრთელობა

გაფრთხილდით, რომ სამსახურებრივი გადატვირთვისა და სტრესის გამო არ დაგიზიანდეთ ფსიქიკა. იანვრიდან ივლისის ჩათვლით სამუშაო გრაფიკი ისე შეადგინეთ, რომ დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო. სულიერი ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ იოგა, მასაჟი, სპა-პროცედურები. მოერიდეთ სპორტის ექტრემალურ სახეობებს, ზოგადად, სიფრთხილე გმართებთ მკვეთრი ილეთების შესრულებისას. გაზაფხულსა და ზაფხულში მოუფრთხილდით ძვლოვან სისტემას. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ცურვა, ფიტნესი, ტრენაჟორები. ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა. მიიღეთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დანერგავთ, მოუფრთხილდებით ფულსაც და ნერვებსაც. მსუბუქი და რეგულარული ვარჯიში, დროული დასვენება და ჯანსაღი კვება აი, თქვენი რეცეპტი, რაც შეგინარჩუნებთ იმუნიტეტს და დიდი ხნით შეგძენთ მხნეობას და ახალგაზრდულობას.