პირად ცხოვრებაში მოულოდნელოები ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელს ელოდება. ზოგიერთს დაუვიწყარი რომანის ელის, ზოგს - ფლირტი, ზოგსაც ცხოვრების ბრძნული გაკვეთილები. გირჩევთ, კარგად გაერკვეთ თითოეულ სიტუაციაში, რათა არ გაირთულოთ ცხოვრება და მიიღოთ მეტი პოზიტივი. რომანტიკული შეხვედრები, მათ შორის ყოფილებთანაც, გაზაფხულზე გელოდებათ. თითოეული გადაეშვებით ემოციებისა და გრძნობების ისტორიებში, თუმცა, გააზრებულად მოქმედება ყველასთვის აუცილებელია.
იანვარ-ივნისში მოულოდნელი სიტუაციები იმატებს მარტოხელების და დაწყვილებულების ცხოვრებაშიც, ვისაც ცვლილებების სურვილი აქვს. მეტი დინამიკურობა და ინიციატივის გამოვლენა წლის მეორე ნახევრიდან ჯობია. აგვისტოსა და სექტემბერში გადაწყვეტილებები მეტი დაკვირვებით უნდა მიიღოთ. ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯი მთელ თქვენს ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით დაწყებული რომანები დაუვიწყარი იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაცნობილი თქვენი მეუღლე არ გახდება.
ახლა კი გაეცანით პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი
რაზე ოცნებობს შეყვარებული ადამიანი? რომ მის გრძნობები დაფასდეს, სიყვარული ცალმხრივი არ იყოს და პარტნიორმაც გრძნობაზე გრძნობით გიპასუხოთ. სწორედ ეს გსურთ თქვენ, მაგრამ მხოლოდ ბუნებაში მზიანი დღეები არაა ურთიერთობაშიც ხშირად იქნება კონფლიქტები და ცხარე კამათი. ყურადღებით იყავით, რომ ემოციებს აყოლილი მარტო არ დარჩეთ. მარტოხელებმა შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოთ და რომანი დაოჯახებულ ადამიანთან გააბათ. თუმცა, მერე ნუ იწუწუნებთ, რომ გამოგიყენეს და თქვენი გრძნობები არაფრად მიიჩნიეს. დაწყვილებულების ცხოვრებაში ვნებები ბობოქრობს. დამშვიდება გმართებთ, სანამ მეუღლეს რამეს ეტყვით. ხშირად უნდა დაუთმოთ და გაუღიმოთ. ხშირად ჩართეთ გონება, მხოლოდ ფეთქებად იმპულსებს ნუ აჰყვებით. ხშირად მოუწყვეთ პაემნები, რომანტიკული სიურპრიზები. ვერძების უმეტესობა 2023 წელს მშობელი გახდება. მშვიდად უნდა განიხილოთ საყიდლებისა და ბავშვების აღზრდის საკითხები. უფრო მეტიც, მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, მათი აღზრდისა და სწავლის საკითხებს. მარტოხელებმა შეადგინეთ იმ ადამიანის პორტრეტი, ვინც ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში და რაც მთავარია, გააქტიურდით. საუკეთესო წელია ნიშნობისა და ქორწინებისთვის.
კურო
მარტოხელები გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ, დაწყვილებულებისთვის კი მთავარი ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება იქნება. თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა, დაგიცავთ პრობლემებისა და უსიამოვნებებისგან. მარტოხელები უკვე იანვარში მიხვდებით, რომ მოგწყინდათ მარტოობა და გვერდით საიმედო ადამიანი გჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ მეგობართან ან ადამიანთან, ვისაც დიდი ხანია იცნობთ, ახლობლობთ. თქვენთვის მთავარია, რომ კავშირი იყოს საიმედო და ხანგრძლივი, იყოთ მატერიალურად უზრუნველყოფილი, და თუ ასეთი ვარიანტი გამოგიჩნდებათ, უარი არ თქვათ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ მოგზაურობისას. დაწყვილებულებმა გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება რომანტიკით. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, იმოგზაურეთ, ერთად მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები და საყოფაცხოვრებო საკითხებიც შეთანხმებულად მოაგვარეთ. არ გირჩევთ მცირე უსიამოვნებების დრამატულად აღქმას. გამორიცხული არაა, ერთად დაიწყოთ ბიზნესი ან ჩაერთოთ საერთო საქმიანობაში.
ტყუპი
შეგეცვლებათ შეხედულებები, წარმოდგენა სიყვარულზეც, რომანტიკზეც, თანაცხოვრებაზეც. მიხვდებით, რომ მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, ინტერესები. ზოგიერთმა შეიძლება ქარაფშუტულ ურთიერთობებს სერიოზული ამჯობინოს. არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე რომანის გაჩაღებას, უმჯობესია, არ დაუახლოვდეთ ადამიანს, სანამ კარგად არ გაიცნობთ. სერიოზული რომანის დაწყება შემოდგომაზე გელოდებათ, მანამდე კი ჩამოყალიბდით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით და თავადაც იმუშავეთ საკუთარ თავზე, ეცადეთ, გამოასწოროთ ყველაფერი ის, რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში ან რის გამოც დაგენგრათ ძველი კავშირები. შეყვარებულებმა შეიძლება თანაცხოვრება გადაწყვიტოთ და ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ნუ იფიქრებთ, ანგარიში გაუწიეთ პარტნიორის გრძნობებს, მოსაზრებებს. დაწყვილებულბმა შეიძლება იკამათოთ ფულის გამო; გახშირებული კამათი კი ჩააქრობს რომანტიკისა და ვნების ცეცხლს. იფიქრეთ ამაზე, ფულით ყველაფერს ვერ იყიდით. თუ საყვარელ ადამიანს არ დაუთმობთ, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებით.
კირჩხიბი
თუ ყველას ენდობით, იმედგაცრუების მეტს ვერაფერს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე იმ შემთხვევაში დაისადგურებს, თუ ინტუიციასაც ენდობით და გააზრებულადაც იმოქმედებთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მხოლოდ ახლობლებზე, ყველაზე გადაყოლილი ნუ ხართ. ისწავლეთ ადამიანების გამორჩევა მათი თქვენდამი დამოკიდებულებით. ჯერ ნახეთ ისინი როგორ გექცევიან და მერე იზრუნეთ მათზე. ნუ დაწყვილდებით ადამიანთან, ვინც თქვენგან მხოლოდ სარგებელს ეძებს, დაიტანჯებით. უფრო მეტიც, სისხლით ნათესავებმაც კი შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილი გულით. თუ არსებულ პარტნიორთან დაშორება გადაწყვიტეთ, არ გირჩევთ უსწრაფესად ახალი რომანის გაბმას. ჯერ დაფიქრდით, გაიაზრეთ არსებული შეცდომები და მერე გადაწყვიტეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. დაწყვილებულებისთვის მეტად სასიამოვნო იქნება წლის მეორე ნახევარი. მეუღლესთან ერთად შეძლებთ დიდი ხნის გეგმის, მიზნის რეალიზებას. მარტოხელებს დეკემბერში მოგეცემათ სასურველ ადამიანთან დაწყვილების შესაძლებლობა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რაზეც ზევით ვწერდი. იყავით აქტიური, გაიცანით თქვენთვის საინტერესო ადამიანები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჭკვიან, გამოცდილ, გულკეთილ და ზრდილობიან ადამიანებს.
ლომი
ცხოვრების ყველა სფერო თავისით მოგვარდება. აი, პირად ცხოვრებას კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თორემ საქმეებს გადაყოლილი რობოტს დაემსგავსებით. ვენერა ხშირად გაგანებივრებთ რომანტიკული შეხვედრებით, ფლირტით. თუ კავშირი უიმედო იქნება, ეცადეთ, გაანალიზოთ მომხდარი და ღირსეულად გამოხვიდეთ სიტუაციიდან. დაქორწინებულებმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაქრა ვნება, ჰარმონია. თავისით არაფერი გამოსწორდება და იყავით აქტიური, რომ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მშვიდად დაელაპარაკეთ, განიხილეთ საჭირბოროტო თემები, ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მარტოხელებს ფლირტი, რომანტიკული პაემნები გელოდებათ, მაგრამ თუ თავად არ მოინდომებთ, არაფერი შეიცვლება. ამასთან, არც კი გირჩევთ შეუფერებელ კანდიდატთან დაწყვილებას. წლის ბოლოს უფრო არის შანსი, რომ სასურველ ადამიანს შეხვდეთ. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ყოფილთან განაახლოთ ურთიერთობა.
ქალწული
პრაქტიკული და ანგარიშიანი იყავით მუშაობისას, პირად გრძნობებში კი ემოციებით იმოქმედეთ. ნუ ხართ ზედმეტად ცივი იმ ადამიანთან, ვისაც თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები გააჩნია. მარტოხელებს საინტერსო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობა განვითარდება თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაწყვილებულებმა მეტად უნდა იზრუნოთ ურთიერთობის დათბობაზე. არ გირჩევთ კავშირის გაწყვეტას, უმჯობესია, შენარჩუნება, იზრუნოთ ჰარმონიულობისა და ვნების დაბრუნებაზე. კიდევ ერთი მინიშნება დაქორწინებულ ქალწულებს, არ გირჩევთ საკუთარ ცხოვრებაში უცხოების ჩარევას, ნუ გაამხელთ პირად ცხოვრებას. მარტოხელები საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ სწავლის, მოგზაურობის, ინტელექტუალური განვითარების დროს.
სასწორი
სტრესული სიტუაცია და განშორებები იკლებს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ და სიმშვიდეს მოიპოვებთ. გვერდით ყოველთვის გეყოლებათ ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება, ვის გვერდითაც სულიერ კომფორტს იგრძნობთ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული საკუთარი თავის მიმართ. თქვენ საუკეთესო დაიმსახურეთ იმიტომ, რომ ასეთი ხართ. ახლობლების მიმართაც იყავით ლოიალური, დამთმობი და უპრეტენზიო. მეტი სიბრძნე გამოავლინეთ, რომ საზოგადოებაში დადებითი პერსონის სახელი შეინარჩუნოთ. დაწყვილებულებმა მეტად მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. მას ნურავის შეადარებთ, ის თქვენი ერთდერთი და განუმეორებელი უნდა გახდეს. სამსახურიდან სახლში უნდა მორბოდეთ, სადაც სიმყუდროვე და სასიამოვნო გარემო გელოდებათ. საყვარელ ადამიანთან ჩახუტებები და კოცნები. უქმეები ერთად, იდილიურად გაატარეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი ივლის-დეკემბერში გეძლევათ. ნუ ეძებთ ადამიანში უარყოფითს, ნუ წუწუნებთ წვრილმანებზე.
მორიელი
საკუთარ თავს პრობლემებს რომ თავად უქმნით ამას უკვე მიხვდით, თუ ჯერ ვერა? იყავით მომართული რომანტიკული, ჰარმონიული კავშირის შექმნაზე და არა ეჭვიანობასა და მესაკუთრეობაზე. რომანტიკული ნაცნობობის შანსი იანვრიდან გეძლევათ და გააქტიურდით. ნუ ეძებთ იდეალურ პარტნიორს, ასეთი ბუნებაში არ არსებობს, ეძებეთ ისეთი, ვინც თქვენ რთულ ხასიათს აიტანს. აგრეთვე, არ გირჩევთ ახალი პარტნიორის ყოფილთან შედარებას. დახურეთ ყველა წარსულის კარი, დაივიწყეთ ყოფილები. ახლა ახალი ურთიერთობა უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველა ცუდი და თქვენთვის შეუფერებელია, მარტოობას ვერსად გაექცევით. საყვარელ ადამიანს გრძნობები დაუმტკიცეთ ქცევით, საჩუქრებით. დაწყვილებულებსაც იმავეს გირჩევთ და კიდევ, მოეშვით უსაფუძვლო ეჭვიანობას. უსმინეთ საკუთარ გულისხმას და რა გარშემო მყოფების ჭორებს. თუ დიდი ხნის დაქორწინებულები ხართ, გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიურობა, მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები, თაფლობის თვე.
მშვილდოსანი
2023 წელი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. მოგემატებთ თვითრწმენა და შეძლებთ სასურველი მიზნების განხორციელებას. პირად ცხოვრებაში მთელი 12 თვის განმავლობაში სასიამონვო სიახლეები გელოდებათ. გირჩევთ, აკონტროლოთ ემოციები და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. იყავით მომართული პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე; საყვარელ ადამიანთან ლიდერობა კარგს არაფერს მოგიტანთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ და თუ ადამიანი ნამდვილად მოგეწონებათ, მოუწყვეთ რომანტიკული სიურპრიზები. დაწყვილებულებიც ნუ მოაკლებთ მეუღლეს მზრუნველობასა და საჩუქრებს. გაზაფხულზე შანსი მოგეცემათ, შეიძინოთ უძრავი ქონება, დაიწყოთ ბინის კეთილმოწყობა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. შეყვარებულებმა კი ბუდის ერთად აშენება გადაწყვიტოთ. უნდა გაიზარდოთ, მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ პარტნიორზე, საკუთარ ქმედებაზე. თუ დიდი ხანი ფიქრობდით მწვალებლური კავშირის გაწყვეტას, ეს საუკეთესო წელია. იყავით ღირსეული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მომავალში უკეთესი ცხოვრება გელოდებათ. გამორიცხული არაა, კავშირი გაწყვიტოთ ნათესავთანაც, ან უახლოეს მეგობართან. და ბოლო რჩევა, როგორც წესი, თქვენი სახლი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, მაგრამ ეცადეთ, წელს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს გაუღოთ კარი.
თხის რქა
თქვენი პრიორიტეტი კარიერა, სამსახური და ფინანსებია. მაგრამ 2023 წელს ყველაფერი შეიცვლება და პირადი ცხოვრების მოწყობაც პრიორიტეტული გახდება. მიმოიხედეთ, შეიძლება, თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრების გატარება მოგინდებათ. ყველაფერი იქნება მშვიდი და ჰარმონიული, თუ პარტნიორთან ერთად გადაწყვეტთ საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. განსაკუთრებით, თუ დაოჯახებას ან შვილის გაჩენას აპრებთ. ერთად იმოგზაურეთ, ერთად განახორციელეთ ჰობი და დღეში ათჯერ მაინც ჩაეხუტეთ და აკოცეთ. ნუ დადარდიანდებით, თუ არსებული კავშირი ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ, მაგრამ თუ ამ ადამიანის გვერდით გაჩერება აუტანელია, დაშორდით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მიღება ზაფხულის დასაწყისში გაგიადვილდებათ. ნუ ეძებთ სტატუსიან პარტნიორს, უბრალო ადამიანიც შეიძლება იდეალური იყოს. მთავარია, მასთან გაკავშირებდეთ გრძნობები, ვნება, რომანტიკა.
მერწყული
თითქოს დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისგან და ახალ შვებას რომანტიკსა და პირად ურთიერთობებში ჰპოვებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან; მათთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდებით. პირად ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს უკვე იანვრიდან იგრძნობთ და უკვე ივნისში დაწყვილდებით. გამორიცხული არაა, რომანი კოლეგასთნ, საქმიან პარტნიორთან გააბათ ან ადამიანთან, ვისთანაც, საერთო საქმე, ინტერესი გაკავშირებთ. ფლირტიც კი შეიძლება ღრმა და ვნებიან რომანში გადაიზარდოს. გრძნობების დამალვას ვერ შეძლებთ. მუდამ მოგინდებათ საყვარელი ადამიანის მიმართ სითბოს გამოხატვა, კოცნა და ჩახუტება. დაწყვილებულებმა ერთად მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი, გაანებივრეთ მეუღლე სიურპრიზებით, კომპლიმენტებით. ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოხატვა, მიეცით თავს ბედნიერების უფლება.
თევზები
დაივიწყეთ ილუზიები, ფიქრებში ფრენა და რეალური პარტნიორი მოძებნეთ. რეალურად შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა. წარსულმა უსიამოვნო რომანებმა ფსიქოლოგიური ტრავმაც მოგაყენათ, მაგრამ ბევრიც გასწავლათ, ამიტომ, ახლა ათი ყური და თვალი უნდა გამოიბათ, რომ აღარავინ შეძლოს თქვენთვის გულის ტკენა. მიზანს მიაღწევთ მაშინ, როცა ჩამოყალიბდებით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით, ვის გვერდით იქნებით ბედნიერი, მაგრამ მხოლოდ რეალური მიზნები დაისახეთ. იყავით მომართული საკუთარი თავის გაბედნიერებაზე. გაიხსენეთ ძველი ინტერესი, საქმე, ჰობი, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. ივნისში შეიძლება დაუახლოვდეთ ადამიანს, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით, დაწყვილებულებმა დაქორწინება გადაწყვიტოთ. დაწყვილებულებმა მოინდომეთ, რომ ყოველდღიურობა მეტად რომანტიკული და სიურპრიზებით აღსავსე გახადოთ, ცხოვრება კი - ბედნიერი და ჰარმონიული.