2024 წლის ზოგადი ტენდენცია
საოცარი 2024 წელი გელით, მრავალფეროვანი მოვლენებითა და ცვლილებებით ცხოვრების ყველა სფეროში. გეგმები და ოცნებები ახდება. მთავარია, ამბიციური მიზნების დასახვა. იანვრიდან მაისის ბოლომდე, განსხვავებულ ჰობის გაიჩენთ. ძირითადად, ისწავლით ენებს, ბევრს წაიკითხავთ და რაღაც არაჩვეულებრივს გაიგებთ. ზოგი იმოგზაურებს, ზოგი კი ისტორიულ წყაროებში ჩაღრმავებას მოინდომებს. საზღვარგარეთ მოგზაურობა შეიძლება იყოს საქმიანი ან საგანმანათლებლო მიზნით. შესაძლებელია საზღვარგარეთ საცხოვრებლად წახვიდეთ ან ახლობლების მოსანახულებლად. ხელსაყრელი პერიოდია სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამეცნიერო სტატიების დასაწერად. თქვენ გექნებათ დიდი ინტერესი რელიგიის, პოლიტიკისა და ფილოსოფიის მიმართ. ცვლილებები შეიძლება მოხდეს წლის მეორე ნახევარში, დაწყებული 2024 წლის 26 მაისიდან. არსებობს შანსი, რომ კარიერაში მიაღწიოთ გარღვევას, გააძლიეროთ თქვენი რეპუტაცია ან მოექცეთ ყურადღების ცენტრში. ნუ შემოიფარგლებით თქვენი საქმიანობის ძირითადი სფეროთი, იპოვეთ განსხვავებული რამ, რაც დააკმაყოფილებს თქვენს შინაგან მოთხოვნილებებს. იყავით ზომიერად ამბიციური, ეს ხელს არ შეგიშლით თქვენი მიზნების მიღწევაში. გამოავლინეთ ლიდერის თვისებებიც. მეტიც, 2024 წელს ზოგიერთს გელოდებათ მაღალი თანამდებობა და, შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გეგმების უმეტესობა განხორციელდება ივნისიდან დეკემბრამდე. წარმატებული პერიოდი გაგრძელდება 2025 წლის ზაფხულამდე. ასე რომ, იყავით ოპტიმისტური და მზად დიდი მიღწევებისთვის. რაც უფრო მიზანსწრაფული და აქტიური იქნებით, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ სასურველს. თუმცა, წარმატება გელით არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად სფეროშიც. ან ცნობილ და პოპულარულ ადამიანს შეხვდებით, ან გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა თქვენი კომპანიის ხელმძღვანელთან. ეს შეიძლება იყოს მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობა. ვიღაც მუდმივად იქნება მდიდარი და ცნობილი პიროვნებების კომპანიაშიც კი. თქვენი რეპუტაციაც გაუმჯობესდება. მოიმატებს თქვენი თვითშეფასება და თავდაჯრებულობა.
2024 წლის პროგნოზი ქალწული მანდილოსნებისთვის
თქვენი თანდაყოლილი პრაქტიკულობის გრძნობითა და დეტალებისადმი ყურადღებით, შეგიძლიათ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც გზაზე გადაგეღობებათ. თქვენს კარიერაში 2024 წელს პროგრესი იქნება. თუ იმუშავეთ, დაიწყებთ თქვენი შრომის ნაყოფის დანახვას და თქვენი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მეტ ფულს გამოიმუშავებთ და ეს საშუალებას მოგცემთ, დაზოგოთ მომავლისთვის, ჩადოთ ინვესტიცია. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენს გულს მოიგებს.
2024 წლის პროგნოზი ქალწული მამაკაცებისთვის
სანამ რამეს აიღებთ ან ახალ რამეს გეგმავთ, ასჯერ უნდა იფიქროთ საკუთარ ქმედებებზე. მხოლოდ მკაფიო გეგმა და წინდახედულება დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში. სხვათა შორის, როგორც სამსახურში, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. დაკავდით სპორტით, გააძლიერეთ ორგანიზმი და იკვებეთ რეჟიმით. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნება. უარი თქვით ძვირად ღირებულ შენაძენებზე, ადამიანებთან კამათსა და ავანტიურულ საქმიანობაზე. შემოდგომაზე დასახული მიზნები დაგეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული და მიზანსწრაფული.
2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი
2023 წელს სატურნი თქვენს პარტნიორულ სახლში იქნება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს პირად ცხოვრებაზე. უფრო სერიოზულად მოეკიდებით პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას და ძირითადად მხოლოდ სანდო კავშირები დაგაინტერესებთ. წყვილში მყოფთათვის ამ პერიოდმა შეიძლება გამოავლინოს პრობლემები ურთიერთობაში, სავარაუდოს ზოგიერთი გადაწყვეტს დაშორებას.
განვიხილოთ წარმატებული პერიოდები სასიყვარულო ურთიერთობებისთვის 2024 წელს.
ვენერა თქვენს მეხუთე სახლში 23 იანვრიდან 16 თებერვლამდე იქნება.
ეს შესანიშნავი პერიოდია ურთიერთობების დასაწყებად, ფლირტისა და ვნებისთვის. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, მეტი დრო გაატარეთ ერთად.
2024 წლის 11 მარტიდან თვის ბოლომდე ხელსაყრელი პერიოდია მათთვის, ვინც ოცნებობს ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობის დამყარებაზე. შეიძლება მაშინვე არ მოხიბლოთ თქვენი ახალგაცნობილით, მაგრამ მისი სანდოობა, პასუხისმგებლობა და ერთგულება გაიძულებთ მის მიმართ მეტი ყურადღების გამოვლენას. 2024 წლის 29 აპრილიდან 23 მაისამდე შესაფერისი პერიოდია ერთობლივი დასვენებისთვის, სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მოსანახულებლად. თქვენ იგრძნობთ შთაგონების ახალ ტალღას და გააცნობიერებთ, თუ რამდენად ავსებთ ერთმანეთს.
მაისის შუა რიცხვებში მარტოხელებს გაქვთ შანსი მოულოდნელად შეხვდეთ საინტერესო ადამიანს.
სექტემბერში და 17 ოქტომბრამდე საკმაოდ აქტიური ხართ, დიდ დროს გაატარებთ ხალხში, ამიტომ არის შანსი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, მაგრამ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს თქვენზეა დამოკიდებული.
2024 წლის ფინანსური პროგნოზი
2024 წელს შემდეგი თემები შეიძლება იყოს თქვენთვის აქტუალური: ინვესტიციები, ერთობლივი ბიზნესის შექმნა, პარტნიორის ფული, სახელმწიფო გადასახადები, ალიმენტი, მემკვიდრეობა.
განვიხილოთ ხელსაყრელი პერიოდები ფულის შოვნისთვის 2024 წელს:
23 იანვრიდან 16 თებერვლამდე ვენერა თხის რქაში მოძრაობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემოქმედი ადამიანებისა და მეწარმეებისთვის. ეს ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი დრო გრძელვადიან პროექტებში ინვესტირებისთვის ან სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
11-დან 31 მარტამდე შესაფერისი დროა სანდო პარტნიორების მოსაძებნად; მაშინაც კი, თუ მარტო მუშაობთ, გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
2024 წლის მაისი ფინანსური სტაბილურობისა და ზრდის დროა. ეს ის პერიოდია, როდესაც ინვესტიციები და ბიზნესწამოწყებები სასურველ შედეგს მოგიტანთ. ვენერა ამ დროს კუროშია, თქვენს მონათესავე ნიშანში და გპირდებათ სიუხვესა და კეთილდღეობას. შესაძლოა ამ დროს ხელსაყრელ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. სექტემბერიც შეიძლება იყოს ფულიანი თვე. მთელ თქვენი ენერგია მიმართეთ თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გაზრდაზე.
ნოემბერიც შეიძლება იყოს წარმატებული ფინანსური თვალსაზრისით, განსაკუთრებით, 11-დან 26 ნოემბრის ჩათვლით.
2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი
2024 წლის პირველ ნახევარში იუპიტერი მოძრაობს თქვენს მეცხრე სახლში, რაც გეხმარებათ თქვენი ჰორიზონტის გაფართოებაში. ზოგიერთს მოგინდებათ სამსახურის შეცვლა, ახალი სპეციალობის მიღება ან დეკრეტულ შვებულებაში წასვლა. ეს კარგი პერიოდია თვითგანათლებისთვის, რაც შემდეგ საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი, როგორც სპეციალისტის უნარები ან მიიღოთ უფრო მომგებიანი პოზიცია.
2024 წლის 26 მაისს იუპიტერი გადავა თქვენი კარიერისა და სოციალური სტატუსის სექტორში. ამ მომენტიდან პროფესიულ სფეროში წინსვლას ელოდეთ. იყავით ღია საქმიანი წინადადებებისთვის, მაგრამ ყურადღებით განიხილეთ ისინი, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.
11 იანვარს თხის რქაში ახალმთვარეობა მოგიტანთ საინტერესო სიახლეებს: თუ გინდოდათ საკუთარი ბიზნესის გახსნა, თქვენი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა, მაშინ ეს შესანიშნავი დროა თქვენთვის.
მარტში წარმატებული იქნება მუშაობა პარტნიორთან, საკუთარი ბიზნესის გახსნა, ან ერთობლივი ბიზნესის დაწყება თქვენს მეუღლესთან.
მაისი კარგი თვეა სწავლისთვის, რაც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ.
6 ივნისს, ახალმთვარეობა ტყუპში და იუპიტერის ტრანზიტის დასაწყისი თქვენს კარიერულ სექტორში სასიხარულო ცვლილებებს მოგიტანთ. შეძლებთ იმ გეგმების დასახვას, რომელთა მიღწევაც გსურთ პროფესიულ სფეროში. დაიწყეთ სწორი ვაკანსიის ძებნა, წადით გასაუბრებაზე, წარუდგინეთ თქვენი იდეები მენეჯმენტს. არ იჯდეთ გულხელდაკრეფილი.
სექტემბერი და ოქტომბერი ასევე ხელსაყრელი იქნება პირადი ინიციატივებისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაფრის შეცვლა და დამტკიცება არ გსურს, რომ კარგი სპეციალისტი ხარ, გარემოებები ისე განვითარდება, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ინიციატივის გამოვლენა მოგიწევთ.
2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი
თქვენ ყოველთვის ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ნურც წელს იქნებით გამონაკლისი. წესად აქციეთ დაავადების პროფილაქტიკა, ტესტირების გავლა და სწორად კვება. ეცადეთ, არ გაცივდეთ. ნოემბერი, იანვარი და მაისი შესაფერისია კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვის. ვიტამინების მიღება შეგიძლიათ აპრილსა და ივნისში. თუ ოპერაცია გადაუდებელია, მაშინ დათანხმდით. მაგრამ უმჯობესია გადადოთ ქირურგიული ჩარევები. მათთვის არახელსაყრელი თვეებია იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი. ზაფხულის ბოლოდან ნოემბრის ჩათვლით შესაძლებელია დეპრესია, აპათია და დაღლილობა. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. თუ ჯანმრთელობის პრობლემებს შეამჩნევთ, ნუ გადადებთ ექიმთან კონსულტაციას.
ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ ქალწულებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს
სატურნის გავლენა
სატურნი თქვენს მე-7 სახლში მოგზაურობს. რთული პერიოდია ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მათთანაც კი, ვისთანაც ყოველთვის სრულყოფილ ჰარმონიაში იყავით, საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. მაგრამ არსებობს გამოსავალი - თქვენ უნდა გახდეთ ღია და გულწრფელი საყვარელ ადამიანებთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა გახდეთ კიდევ უფრო პასუხისმგებელი და მორალურად სტაბილური, რადგან სატურნი სამართლიანობისა და სერიოზულობის პლანეტაა. აკონტროლეთ თქვენი ქმედებები და არ დაარღვიოთ კანონი. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, მოერიდეთ ინტრიგებს და ჭორებს.
ზოგიერთი შეყვარებული ქალწული გადაწყვეტს თანაცხოვრებას, ქორწინების რეგისტრაციას ან... განშორებას. თუ ურთიერთობა დიდი ხანია დაშლის ეტაპზეა, მაშინ ნუღა დააყოვნებთ. უბრალოდ უნდა შეეგუოთ მოვლენებს, დახუროთ ეს თემა და აღარ მოახდინოთ სიტუაციის დრამატიზირება. ზოგს მოუნდება განმარტოებით ყოფნა და ნაკლები კომუნიკაცია ადამიანებთან.
ურანის გავლენა
ურანი მოგზაურობს თქვენს მე-9 სახლში. ეს ნიშნავს, რომ მთელი წელი შეგიძლიათ იყოთ ფილოსოფიური მსჯელობის განწყობაზე. ზოგიერთი დაამტკიცებს, რომ აშკარა სკეპტიკოსი და პრაგმატიკოსია. დაიწყებთ ყველასა და ყველაფრის კრიტიკას. მოგინდებათ მკვეთრად შეცვალოთ ყველაფერი, თქვენი ცხოვრების წესი და სამუშაო, ასევე აზროვნება. ზოგიერთი გადაწყვეტთ, რომ იმუშავეთ სახლში და არა დაწესებულებაში, გადახვალთ სხვა ქალაქში საცხოვრებლად, მოსინჯავთ თავს ბიზნესში. შესაძლებელია, ზოგიერთის რელიგიური შეხედულებებიც მკვეთრად შეიცვალოს.
ნეპტუნის გავლენა
ნეპტუნი მოგზაურობს თქვენს მე-7 სახლში. პრიორიტეტული გახდება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან. მეტი ყურადღება და დრო უნდა დაეთმოთ პარტნიორს. და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეები ხართ თუ საყვარლები. თუმცა, ნურც პარტნიორის გაიდეალებას შეეცდებით და მით უმეტეს, ახალგაცნობილების. რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება იმედგაცრუების სამწუხარო პერიოდი დაგიდგეთ. ასევე ყურადღებით იყავით საქმიანი ურთიერთობისას. ნუ ჩქარობთ სხვის ნდობას და ვინმესთვის საიდუმლოების გამხელას.
ლილიტის გავლენა
იანვრიდან ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენს ნიშანს. შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ ჭორაობა და ცილისწამება. ეს არახელსაყრელი დროა იმიჯის შესაცვლელად და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი გადავა თქვენს ფინანსურ სახლში და სამხრეთ კვანძთან ერთად, რომელიც იქ არის 2024 წლის დასაწყისიდან, უარყოფითად იმოქმედებს ცხოვრების ამ სფეროზე. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, ფულის დაბანდებისას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ნუ ანდობთ თქვენს ბარათს უცნობს.
წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს 2024 წელს!