ავტორი:

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძებისთვის: “გაინებივრეთ საკუთარი თავი, შეიცვალეთ იმიჯი და იყიდეთ ის, რაზეც ოცნებობდით“

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ვერძებისთვის: “გაინებივრეთ საკუთარი თავი, შეიცვალეთ იმიჯი და იყიდეთ ის, რაზეც ოცნებობდით“

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

თუ გაქვთ რეალისტური იდეები, მაშინ მათი განხორციელებაა საჭირო. ბუნებრივია, შედეგის მიღწევას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება. მაგრამ თუ საქმე არის მომგებიანი და პერსპექტიული, მაშინ არ დაზოგოთ თქვენი ენერგია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ 2024 წელს დაიწყებთ შრომას, წარმატებისა და მაღალი მიღწევების შანსები დიდი იქნება. და ეს ეხება არა მხოლოდ კარიერას, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროს. რაც მთავარია, განვითარებისთვის ბევრი შესაძლებლობა და ენერგია გექნებათ. არ უნდა ინერვიულოთ ფინანსებზე. ისინი საკმარისია თქვენი გეგმების განსახორციელებლად. უბრალოდ არ დახარჯოთ ენერგია წვრილმან საკითხებზე. ირგვლივ უამრავი ადამიანი იქნება, ვინც დაგეხმარებათ, თუნდაც რჩევით. თავად კი ფანტასტიურად, ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით იქნება სავსე. ასე რომ, თუ დანებდებით, მოგვიანებით საკუთარი თავი დაადანაშაულეთ სუსტი ხასიათისთვის, გაურკვევლობისა და სიზარმაცისთვის.

2024 წელს უნდა დაარეგულიროთ ამბიციები და ემოციები. მოთმინება კი საშუალებას მოგცემთ მშვიდად მიიღოთ ის, რაც ხდება და მოაგვაროთ მიმდინარე საკითხები. მაისის ბოლოს ბევრი შეძლებს დავალიანების დაფარვას, სესხების დახურვას და პირადი ბიუჯეტის გაუმჯობესებას. შემოსავლის გაზრდის გარდა, მოულოდნელ საჩუქრებსაც მიიღებთ. იანვრიდან ივნისამდე გაინებივრეთ საკუთარი თავი, შეცვალეთ იმიჯი და იყიდეთ ის, რაზეც ოცნებობდით. რაც შეეხება მანქანას, ჯობია ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით იყიდოთ. ასევე, წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მოგზაურობისთვის. კარგი დროა მივლინებისა და განათლების მიღებისთვის.

2024 წელს მშვიდად დაჯდომას ვერ შეძლებთ. მაგრამ ეს თქვენთვის ნორმალურია, ეს ნიშნავს, რომ ცეცხლი გაჩაღდა და შეგიძლიათ დიდი მიღწევების იმედი გქონდეთ. სხვათა შორის, თქვენი ნაცნობების წრე საგრძნობლად გაფართოვდება. არ გაგიკვირდეთ, თქვენი კომუნიკაციის უნარი გაუმჯობესდება. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, ძველ მეგობრებს, კოლეგებს ან კლასელებს გადაეყაროთ. წლის მეორე ნახევარში ბევრი ახალი ინფორმაცია იქნება, ყურადღებით დააკვირდით და გააანალიზეთ ყველაფერი: ტელეფონით, ხალხთან საუბრისას და ინტერნეტით. იუპიტერი ამ დროს ტყუპშია და ეს მიუთითებს ხელსაყრელ პერიოდზე სწავლისთვის, ტრენინგებსა და კურსებზე, განვითარების სემინარებზე დასწრებაზე. მოგინდებათ რაღაც რადიკალურად ახალი და უჩვეულო. ეს შეიძლება იყოს უცხო ენის სწავლა, იოგა ან ცეკვა.

2024 წლის პროგნოზი ვერძი მამაკაცებისთვის

ვერძი კაცი დრაკონის მსგავსია - აქტიური და მიზანსწრაფული. თუ ამ თვისებებს გამოიყენებთ სამსახურში, შეგიძლიათ სწრაფად დაწინაურდეთ ან გახსნათ საკუთარი ბიზნესი. კარგი პერიოდია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. იყავით უფრო ფრთხილად ადამიანებთან ურთიერთობისას, რათა არ მოხვდეთ თვალთმაქცებისა და არაკეთილსინდისიერების გავლენის ქვეშ. ყველას არ უნდა ენდოთ, ყველას არ უნდა გახსნათ გული. იყავი მშვიდი, ტოლერანტული და ემოციებში თავშეკავებული. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, უნდა გააკონტროლოთ თქვენი ქცევა. ენერგიულობას შეგმატებთ სპორტი, ლაშქრობა, მთაში სიარული და ცხოველებთან ურთიერთობა.

2024 წლის პროგნოზი ვერძი მანდილოსნებისთვის

2024 წელს ბედნიერები იქნებით, თუ გამოავლენთ გონივრულობას და თავდაჯერებულობას. თქვენი მიმზიდველობაც უპასუხოდ არ დარჩება. ბევრის მიღწევას შეძლებთ, რასაც პრიორიტეტად დაისახავთ. პროფესიული სფერო გართულებების გარეშე განვითარდება, შეგიძლიათ დაწინაურების იმედი გქონდეთ. რაც შეეხება მატერიალურ საკითხებს, პრობლემები არც აქ არის მოსალოდნელი. მთავარია არ აიღოთ სესხები და დროულად დაფაროთ ვალები. თუმცა, გადაჭარბებულმა იმპულსურობამ და ამბიციურობამ შეიძლება გაგიფუჭოთ თქვენი ყველა გეგმა ან დაგაპირისპიროთ გარშემო მყოფებთან. ასე რომ, მოიქცეთ ჭკვიანურად და გაწონასწორებულად. კიდევ ერთი ღირებული რჩევა: იყავით ნაკლებად გულწრფელი მეგობრებთან. ისინი შეიძლება მტრებზე უარესები აღმოჩნდნენ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანს. ვარცხნილობის შეცვლა, ახალი კაბის და სამკაულის შეძენა ან მასაჟი გაგიუმჯობესებთ განწყობას.

2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი

სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, წვეულებები, მეგობრებთან შეხვედრა, მოგზაურობა - ეს არის ის, რაც გელით იანვრიდან 2024 წლის 11 მარტამდე.

5-დან 29 აპრილამდე საზოგადოებაში თქვენი პოპულარობა გაიზრდება. მარტოხელებისთვის კარგი დროა გაცნობისთვის. დაოჯახებულები დაინტერესდით არა მხოლოდ საკუთარი თავით, არამედ პარტნიორითაც.

2024 წლის 23 მაისიდან 17 ივნისამდე კარგი პერიოდია გართობისთვის. იქნება ბევრი ახალი ნაცნობობა და კომუნიკაცია.

ივლისი შესანიშნავი თვეა დასვენებისთვის, გართობისა და სიყვარულისთვის. თუ დაწყვილებული ხართ, კარგი იქნება სამოგზაუროდ ერთად წახვიდეთ. ზოგი იფიქრებს შვილების გაჩენაზე.

სექტემბრის დასაწყისიდან მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი, თუმცა, შეიძლება მაშინვე ვერ გაიგოთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდით. ამიტომ, ნუ იტყვით უარს შემოთავაზებებზე, თუ თქვენ შორის ნაპერწკალი მაშინვე არ გაღვივდება.

2024 წლის 17 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ახალი ურთიერთობის დასაწყებად შესაფერისი პერიოდია. ეს კარგი დროა როგორც წყვილში მყოფებისთვის, ასევე მარტოხელა ვერძებისთვის. თქვენთვის საინტერესო იქნება მსოფლმხედველობის ერთად გაფართოება, მოგზაურობა მსოფლიოს შესასწავლად. მოგზაურობისას შეიძლება შეხვდეთ ძალიან საინტერესო ადამიანს.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან სერიოზულად მოეკიდებით მუშაობას. ეს განწყობა 19 თებერვლამდე შეგინარჩუნდებათ. თქვენი წარმატება დამოკიდებული სამუშაო ტემპზე. იანვრის მეორე ნახევარში არის შანსი, რომ დაწინაურდეთ ან მოაგვაროთ პრობლემები სამთავრობო უწყებებთან თქვენს ბიზნესთან დაკავშირებით.

2024 წლის თებერვალი შესაფერისია თანამოაზრეების მოსაძებნად და სასარგებლო კავშირების დასამყარებლად. მარტის პირველ დეკადაში საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება გექნებათ. მაგრამ აპრილში, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი თვეა, ფრთხილად უნდა იყოთ, მერკური მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადული იქნება. ამიტომ, კარგი დროა მიმდინარე პროექტებზე მუშაობისთვის, გადაკეთებისთვის, შეცდომების გამოსასწორებლად. მაგრამ არა ახლის დასაწყებად და თქვენი ამბიციების რეალიზებისთვის.

2024 წლის მაისის პირველი სამი კვირა შესაფერისია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. თქვენ ორიენტირებული იქნებით თქვენი საქმიანობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე.

26 მაისს იუპიტერი გადადის ტყუპში და ააქტიურებს თქვენი კომუნიკაციისა და კონტაქტების სექტორს. ეს პერიოდი თავს დაგამახსოვრებათ, როგორც ყველაზე აქტიური: გახშირდება ზარები, მოლაპარაკებები, დოკუმენტების გაფორმება, მოგზაურობები. მთავარია, ყველა საქმეს ერთბაშად არ შეეჭიდოთ. აირჩიეთ მთავარი და იმოქმედეთ გააზრებულად.

სექტემბერიდან შესაძლოა ბევრი რუტინული სამუშაო იყოს. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაიწყეთ სირთულეების ნაბიჯ-ნაბიჯ დაძლევა.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

2024 წლის მაისის ბოლომდე იუპიტერი თვენი ფინანსების სექტორშია. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგისთვის ეს იქნება გარიგებები, თანამშრომლობა, ხელფასის მატება, ზოგს კი დიდი ფულის დახარჯვა მოგიწევთ. იანვარი კარგი თვეა ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრისთვის, შესაძლოა სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობები აიღოთ, რისთვისაც ხელფასს მოგიმატებენ. დაიწყეთ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიებნა. ზოგი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერება. აპრილში განსაკუთრებით აქტიური იქნებით ფულის გამომუშავებაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მერკური ამ დროს რეტროგრადული იქნება. ყველა ფინანსური ოპერაცია დეტალურად უნდა გქონდეთ გათვლილი.

2024 წლის მაისი ყველაზე წარმატებული თვეა გარიგებებისთვის, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს, ერთგული პარტნიორების მოძიებისთვის, ერთად განახორციელებთ პროექტებს და მათი წყალობით თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. ზოგიერთს გელოდებათ ხელფასის გაზრდა ან დაწინაურება.

2024 წლის 11 ივლისიდან 5 აგვისტომდე წარმატებული პერიოდი იქნება შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის. შესაძლოა ამ დროს წარადგინოთ თქვენი პროექტი, დაამყაროთ კონტაქტი, ან თქვენი პროდუქცია სარფიანად გაიყიდოს, მიიღოთ ახალი შეკვეთები.

შემოდგომის შუა რიცხვებიდან კმაყოფილი იქნება მეუღლის ფინანსებით, ან მიიღებთ სახელმწიფოსგან გარკვეულ შეღავათებს.

2024 წლის ჯანმრთელობა

2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ემოციურობამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მიიღეთ პრევენციული ზომები. კარგ შედეგს მოგიტანთ ცურვა და ვარჯიში. საღამოობით მიიღეთ კონტრასტული შხაპი. უსაფრთხოების ზომების დაცვით, შეძლებთ თავიდან აიცილოთ დაზიანებები, მოტეხილობები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ ვერძებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს:

სატურნის გავლენა

სატურნი თქვენს მე-12 სახლში მოძრაობს. არ არის გამორიცხული, რომ სასწრაფოდ მოგვიწევთ შეცდომების გამოსწორება. ამის გარეშე შეუძლებელია სამსახურში სასურველი დონის მიღწევა და მიზნების განხორციელება. თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. თავადაც ბევრი მოგმართავთ დახმარებისთვის. ბედი წარსულის ადამიანებთან შეგახვედრებთ, მათთან შეხვედრა ბევრ სიტუაციაზე იმოქმედებს. არ შეეწინააღმდეგოთ გარემოებებს, მიიღეთ ყველაფერი მშვიდად და იმოქმედეთ გააზრებულად. ხშირად მოგინდებათ განმარტოება და სიმშვიდეში დასვენება. მოთმინება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფსიქოლოგიური კომფორტი და დაასრულოთ ძველი ამოცანები. მაგალითად, დაასრულეთ წიგნის კითხვა, შარფის ქსოვა ან რემონტი. მთავარია დაიხუროს ყველა ის თემა, რომ მომავალში არ შეგიშალოთ ხელი. და აუცილებლად დაისვენეთ - ჩუმად, მშვიდად და კულტურულად. სისუსტისა და დაღლილობის მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა დადებითი ენერგიის დაგროვება. შეწყვიტეთ ჩაღრმავება იმ საკითხებში, რომლებიც დიდი ხანია წარსულში დარჩა. მოგიწევთ ზოგიერთ პარტნიორთან დაშორება, მაგრამ არა უშავს. ზოგიერთი პროექტი წამგებიანი და უინტერესო აღმოჩნდება, მათზეც აიღეთ ხელი. მოიცილეთ ყველაფერი, რაც არ არის საჭირო. იარეთ მეტი ფეხით, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

ურანის გავლენა

ურანი თქვენს მე-2 სახლში გააგრძელებს მოგზაურობას. თქვენი თვითშეფასება დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოგექცნენ სხვები და რას იტყვიან თქვენზე. მოგინდებათ დაადასტუროთ თქვენი უნიკალურობა. შეეცადეთ თავად ისაუბროთ გარკვევით და მოუსმინოთ ბრძნულ რჩევებს, მაგრამ მოერიდეთ სხვა ადამიანების განსჯას. აკონტროლეთ სიტყვები და განწყობა. დაიცავით თქვენი მოსაზრებები და პრინციპები, ნუ ეცდებით ვინმეს სიამოვნებას. ფინანსური სექტორი შეიძლება დასტაბილურდეს შემოსავლის სხვა წყაროს მოძიებით. ახალი შესაძლებლობები გაგეხსნებათ ბიუჯეტის შესავსებად. ბევრი ვერძი საჩუქარს და მომგებიან შეთავაზებას მიიღებს. 2024 წელი თქვენთვის მრავალი თვალსაზრისით საოცარი წელი იქნება, მაგრამ სიფხიზლე არ უნდა დაივიწყოთ.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი გააგრძელებს მოგზაურობას თქვენს მე-12 სახლში. ეს ნიშნავს, რომ უნდა გათავისუფლდეთ უარყოფითი აზრებისგან და მოუსმინოთ ინტუიციას. ღრმად ჩაიხედე საკუთარ თავში, გააანალიზეთ ყველაფერი, რაც გააკეთეთ. 2024 წლის გაჭიანურებულ პრობლემებს უმტკივნეულოდ მოაგვარებთ. დაუთმეთ დრო განმარტოებას, რათა დაფიქრდეთ ცხოვრებაზე. 2024 წელს წარმოუდგენლად მიგიზიდავთ მისტიკა. ბევრი ვერძი გადაწყვეტს, დაიწყოს სულიერი პრაქტიკები, მედიტაცია. დააკვირდით სიზმრებს, მინიშნებებს. მდიდარი ფანტაზია გადაიტანეთ შემოქმედებაში.

ლილიტის გავლენა

2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი ჯანმრთელობისა და დაქირავებული სამუშაოს სექტორს. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ამ პერიოდში თავს უარესად იგრძნობთ, განსაკუთრებით თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები. და ასევე მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში (თუ დაქირავებულ სამსახურში მუშაობთ). თუ უფროსი ხართ ან გაქვთ ბიზნესი, მაშინ შეიძლება პრობლემები იყოს სამუშაო გუნდში, ქურდობა, ჩხუბი, გაფიცვები და სამსახურიდან კარგი სპეციალისტების წასვლა. შეიძლება იყოს სამუშაო აპარატურის დაზიანების შემთხვევები. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, არ იშრომოთ ზედმეტი და დაიცავით უსაფრთხოების ზომები.

1 ივლისიდან ლილიტი გადადის თქვენი პარტნიორობის სახლში, სადაც იმყოფება სამხრეთ კვანძიც და ერთად დააზიანებენ ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორობის სექტორს. იყავით ფრთხილი, წინდახედული. აკონტროლეთ თქვენი ქცევა და სიტყვები.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!