ავტორი:

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “იდეალური პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, ლიდერული პოზიციის დასაკავებლად“

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “იდეალური პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, ლიდერული პოზიციის დასაკავებლად“

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

2024 წელს უნდა გახსოვდეთ, რომ აქტიურობისა და ცვლილების გარეშე არაფერი მოხდება. მხოლოდ განვითარება და პირადი ინიციატივა დაგეხმარებათ მიუახლოვდეთ წარმატებას, კომფორტს და კეთილდღეობას.

2024 წლის პირველ ხუთ თვეში იუპიტერი გიბიძგებთ მოგზაურობისა და მოძრაობისკენ. მუდმივად იმოძრავებთ, გაჩერდებით და ისევ წახვალთ. არ მოგბეზრდებათ, პირიქით, ოცნებები ცვლილებებზე და ახალი ჰორიზონტების გაფართოებაზე, მოგზაურობისკენ გიბიძგებთ. სხვათა შორის, მოკლე მოგზაურობები უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე გრძელი.

დაფიქრდით მანქანის ყიდვაზე, ახალსა და კომფორტულზე, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ძველი მანქანა უფრო თანამედროვეზე. თუ ჯერ არ ხართ მძღოლი, ისწავლეთ და აიღეთ მოწმობა. სხვათა შორის, მოგზაურობის ან მგზავრობის დროს შეიძენთ ახალ მეგობრებს და ბიზნესპარტნიორებს. ზოგიერთს შეეძლება ხელშეკრულების ან გარიგების დადებაც. თქვენ ხართ კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელიც სწრაფად გარდაქმნის ინფორმაციას მოქმედებად. თუ გაქვთ საკუთარი ბიზნესი, მაშინ ეს ყველაფერი სარგებელს მოგიტანთ. გააფართოებთ თქვენს საქმიანობას. სწავლის, უმაღლესი განათლების ან სხვა სპეციალობის მისაღებად იდეალური პერიოდია წლის პირველი ნახევარი. ამ პერიოდში გირჩევთ მეტ კითხვას და ინტელექტუალურად გამდიდრებას. საბუთები და დოკუმენტები დაკვირვებით უნდა შეავსოთ.

ოჯახის, სახლისა და ბავშვების თემა აქტუალური გახდება 2024 წლის 26 მაისიდან. მოგიწევთ ყოველდღიურ საკითხებთან აქტიურად გამკლავება და ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვა. კარგი დროა ინტერიერის და თუნდაც სამზარეულოს ტექნიკის შესაცვლელად. მოგინდებათ, შინ შექმნათ განუმეორებელი და მყუდრო სივრცე. სხვათა შორის, უფრო სტუმართმოყვარეც გახდებით, 2024 წელს მეგობრები ხშირად მოვლენ თქვენთან.

წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელია როგორც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ასევე მიწის საკითხების მოსაგვარებლად.

2024 წლის პროგნოზი თევზები მანდილოსნებისთვის

ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ წარმატების ის შანსები, რომლებსაც ბედი გიგზავნით. უფრო მეტიც, თქვენ შეძლებთ ბევრს მიაღწიოთ - იყიდოთ ან გაყიდოთ სახლი, მანქანა, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან გააფორმოთ კონტრაქტი. გულუხვად გაუზიარეთ თქვენი სითბო და ენერგია თქვენს საყვარელი ადამიანებს; მხარი დაუჭირეთ რთულ დროს. და დაივიწყეთ წყენა და უთანხმოება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. მისი მხარდაჭერით თავდაჯერებულად გააგრძელებთ წინსვლაში. შეყვარებულებს შეუძლიათ ოფიციალურ ქორწინებაზე იფიქრონ. მარტოხელა მანდილოსნებმა სერიოზულად უნდა იფიქრონ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. არ არის გამორიცხული, რომ საბედისწერო რომანი მგზავრობისას ან მოგზაურობისას დაიწყოს. სხვათა შორის, არც ინტერნეტით გაცნობას გამოვრიცხავთ.

2024 წლის პროგნოზი თევზები მამაკაცებისთვის

2024 წელს ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენზე და თქვენს გამბედაობაზე. ნუ ელით სხვის დახმარებას. გსურთ ცვლილება? გააქტიურდით. მოგიწევთ საკუთარ თავზე მუშაობა, გახდეთ უფრო მიზანმიმართული და ინტელექტუალურად განვითარდეთ. სწავლა, საჭირო კავშირები და მოგზაურობები – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იქნება, 2024 წელს. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, გაქვთ შანსი შეხვდეთ საინტერესო და ლამაზ ქალს. ეს არ იქნება მხოლოდ მსუბუქი ფლირტი, არამედ სერიოზული ურთიერთობა, რომელიც დაქორწინებამდე მიგიყვანთ. დაოჯახებულებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში ახლობლები დაგეხმარებიან. დასვენებისა და მოგზაურობისთვის აირჩიეთ ზაფხულის ნებისმიერი თვე. ეს დრო ასევე შესაფერისია ზღვისპირა დასვენებისთვის ან საოჯახო კემპინგისთვის.

2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი

წლის პირველ ნახევარში იუპიტერი მოძრაობს თქვენი კომუნიკაციის სახლში. გახშირდება ადამიანებთან შეხვედრის სურვილი და კონტაქტების წრის გაფართოება. დაწყვილებულები შეიძლება კრეატიულ პროექტებში ჩაერთოთ. იუპიტერი პოზიტიურსა და ოპტიმისტურს გაგხდით. რაც უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. აგრეთვე, ბედნიერების პლანეტა გაგიადვილებთ პოტენციური პარტნიორების მოზიდვას.

2024 წლის 26 მაისიდან იუპიტერი თქვენს მეოთხე სახლში გადავა. ეს ხელსაყრელი პერიოდია დაოჯახებული ადამიანებისთვის. გელით ოჯახური დღესასწაულები, ქეიფი, გართობა ოჯახთან და ბავშვებთან ერთად. კარგი პერიოდია ურთიერთობების დასამყარებლად. შეყვარებულმა თევზები მიიღებენ საბედისწერო გადაწყვეტილებას - თანაცხოვრების ან დაქორწინების.

11 მარტიდან გაგიჩნდებათ სიყვარულის სურვილი. მარტოხელები უფრო გახსნილები იქნებიან ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის. მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, ამ დროს განიცდის ახალ ვნებასა და რომანტიკას. გსურთ უკეთ გამოიყურებოდეთ, რათა საპირისპირო სქესს მოეწონოთ.

2024 წლის 29 აპრილიდან 23 მაისამდე ხელსაყრელი პერიოდია ახალი ურთიერთობის დასაწყებად. თუ თავისუფალი ხართ, ნუ იჯდებით სახლში, გამოდით საზოგადოებაში, შეხვდით მეგობრებს, თუ გსურთ შეხვდეთ საინტერესო ადამიანს. თუ წყვილში ხართ, ეს შეიძლება იყოს კარგი დრო საყვარელ ადამიანის მიმართ გრძნობების გამოხატვისთვის, რომელიც გააძლიერებს თქვენს კავშირს.

17 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით შესანიშნავი პერიოდი გაქვთ რომანტიკული ურთიერთობების გასაძლიერებლად. მას მოაქვს სიხარული და პოზიტივი თქვენს კავშირში. მარტოხელები საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველი გახდებით. მოგინდებათ სიამოვნებისა და გართობისკენ სწრაფვა. ეს ასევე კარგი დროა შვილებთან ერთად დასასვენებლად.

2024 წლის 5 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ვენერა კი იქნება თქვენი პარტნიორობის სექტორში, მაგრამ ვინაიდან მერკური რეტროგრადულია, უფრო კარგი იქნება არსებული კავშირების გასამყარებლად, ვიდრე ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ზოგიერთმა შესაძლოა ძველი რომანი აღადგინოთ. თუმცა, გირჩევთ, თქვენი ურთიერთობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 28 აგვისტოს შემდეგ მიიღოთ, როცა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა.

2024 წლის 23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით გართობის, მოგზაურობისა და საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გასატარებლად მოიცალეთ. მარტოხელებს შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ ეროვნებით, მსოფლმხედველობით, კულტურით განსხვავებულ ადამიანს, ან უცხოელს.

თუ ქორწინება გსურთ, 17 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი კარგია. ასევე ხელსაყრელი დროა, რომ საყვარელი ადამიანი მშობლებს გააცნოთ, ცხოვრების ერთად დასაწყებად და ოჯახის გაფართოებისთვის.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

2024 წელს აღმავალი კვანძი თქვენი ფულისა და ქონების სექტორშია. ამ ტრანზიტის დროს გელოდებათ ფინანსური მდგომარეობის ცვლილება, რაც მოგიტანთ კეთილდღეობისა და სიუხვის შესაძლებლობებს. ეს შეიძლება იყოს შემოსავლის მოულოდნელი წყაროები, წარმატებული ინვესტიციები ან კარიერული წინსვლა. გექნებათ შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი ბიუჯეტი, ასევე შესაძლებლობა შეიძლება შეგეცვალოთ ფულთან დაკავშირებულ ღირებულებები.

2024 წლის 23 იანვრიდან 5 თებერვლამდე მიიღებთ სასურველი შემოსავალს, მეგობრები დაგეხმარებიან ფულით ან კარგი ანაზღაურებადი სამსახურის დაწყებით.

2024 წლის 11 მარტიდან 5 აპრილამდე მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის რეკლამას, პოპულარობას. ამით კიდევ უფრო მეტი ფულის მოზიდვა შეგიძლიათ.

5-დან 29 აპრილამდე ყურადღებით წაიკითხეთ და შეამოწმეთ თქვენს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები. იფიქრეთ ფულის გამომუშავების გეგმებსა და იდეებზე, მაგრამ სჯობს მათი განხორციელება მომავალ თვეში დაიწყოთ.

2024 წლის 29 აპრილიდან 23 მაისამდე შესანიშნავი დროა თქვენი გეგმების რეალიზებისთვის. არც ფულის გამომუშავების და არც შემოსავლის სხვა გზით გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. მაგრამ არ გირჩევთ სესხების აღებას ან ფულის სისულელეებზე დახარჯვას.

2024 წლის 17 ივნისიდან 11 ივლისამდე კარგი პერიოდია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც მუშაობს გართობის სფეროში, ბავშვებთან და მეწარმეებისთვის.

29 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით სხვა ადამიანების მხარდაჭერა და მათი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. შეიძლება სამუშაოს შესრულებაში დაეხმაროთ ან - ფულით. ამ დროს აგრეთვე კარგია მემკვიდრეობის, გადასახადების, დაზღვევის, სესხების საკითხების მოგვარება.

11 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ფულის შოვნის მეტი შესაძლებლობა იქნება კოლექტიურ საქმიანობაში. თუ მარტო მუშაობთ, გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან მნიშვნელოვან საკითხებზე. კრეატიული აზროვნება, მეგობრების, თანამოაზრეების და გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგეხმარებათ ბიუჯეტის გაზრდაში.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

2024 წლის პირველ ნახევარში იუპიტერი გადის თქვენს მესამე სახლს, რომელიც პასუხისმგებელია მოგზაურობაზე, კომუნიკაციასა და სწავლაზე. უმჯობესდება კომუნიკაციის უნარები, რაც იწვევს კოლეგებთან და კლიენტებთან უფრო ეფექტურ ურთიერთობას. კარგი პერიოდია სასარგებლო კავშირების დასამყარებლად, მივლინებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და მოლაპარაკებებისთვის. ზოგიერთს მოგიწევთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა, ცოდნისა და უნარების შეძენა, რომლებიც გამოგადგებათ სამსახურში, რომ გაგეზარდოთ ხელფასი ან დაწინაურდეთ. წარმატებული იქნება იურიდიული და სასამართლო საქმეების მოგვარება.

2024 წლის დასაწყისიდან 5 თებერვლამდე სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთგაგება გაგიუმჯობესდებათ. უფროსებმა შეიძლება შეამჩნიონ თქვენი შრომისმოყვარეობა, უნარები და შესაძლებლობები და დაგაჯილდოონ მატერიალურად.

14 იანვრიდან ხელსაყრელი პერიოდია ახალი კონტაქტების გასავითარებლად და კოლეგებისგან მხარდაჭერის მისაღებად. ეს არის იდეების განხორციელების, სწავლის და კვლევების დრო; გამოიყენეთ საქმიანობაში ინოვაციები.

23 თებერვლიდან მარტის ბოლომდე კარგი დროა პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, რაც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები დაიწყოთ იდეების განხორციელება. ეს პერიოდი გიბიძგებთ გამოავლინოთ ინიციატივა და დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. ხელსაყრელი დროა თვითრეკლამისთვის და პროფესიული კავშირების დასამყარებლად.

15 მაისიდან 3 ივნისამდე გაუმჯობესდება ურთიერთობა კოლეგებთან, კლიენტებთან და მენეჯმენტთან. ხელსაყრელი პერიოდია იდეების გაცვლისთვის, პროექტებზე ერთობლივი მუშაობისთვის, პროფესიული ურთიერთობების დამყარებისა და მივლინებისთვის. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია ახალი ცოდნის მისაღებად.

2024 წლის 2-დან 25 ივლისამდე შესაძლებელია ცვლილება სამუშაო პირობებში, სამუშაო საათებში, ოფისში. შეიძლება დაგჭირდეთ რაღაცის შეცვლა თქვენს სამუშაო მაგიდაზე. ცვლილებები შეიძლება მოხდეს თავად გუნდში, ან ლიდერი შეგეცვლებათ. თქვენი პასუხისმგებლობა შეიძლება გაფართოვდეს ან მთლიანად შეიცვალოს.

2024 წლის 9 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ხელსაყრელი პერიოდია თანამშრომლობისა და მოლაპარაკებებისთვის. გაძლიერდება კომუნიკაცია კლიენტებთან, ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან. მოხდება კონფლიქტების დიპლომატიური გზით გადაჭრა. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გააფართოებთ კლიენტთა ბაზას. ეს დრო ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას და კომპრომისს.

2024 წლის 2-დან 25 ნოემბრის ჩათვლით გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მიზნებზე, ამბიციებსა და იმიჯზე. გაგიუმჯობესდებათ კომუნიკაციის უნარები, რაც საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ საკუთარი თავი და მოახდინოთ ხელსაყრელი შთაბეჭდილება მენეჯმენტსა და კოლეგებზე. ეს იდეალური დროა კარიერული წინსვლისთვის, ლიდერული პოზიციის დასაკავებლად და გამოცდილების დემონსტრირებისთვის. გელით აღიარება თქვენი სამუშაოსთვის ან აღმოაჩენთ ზრდისა და წარმატების ახალ შესაძლებლობებს.

2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

2024 წელს დაიწყეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლა, რადგან ისინი საზიანოა თქვენი ორგანიზმისთვის. იკვებეთ რეგულარულად, იყავით პოზიტიურ განწყობაზე და დაიწყეთ სპორტული აქტივობა.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ თქვენზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს

სატურნის გავლენა

სატურნი თქვენს ნიშანშია. ჩაიხედე საკუთარ თავში და ჰკითხე: რისი გაუმჯობესება გსურთ? სატურნი გაიძულებთ, მიიღოთ ახალი სამსახური, გაიაროთ კურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ან დაკავდით ახალი გატაცებით. გირჩევთ სწორად გაანაწილოთ საკუთარი ძალები და ენერგია. იყავით უფრო გულმოდგინე, იმუშავეთ მეტი და ნუ დაიქვეითებთ თვითშეფასებას. სატურნი ემხრობა შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიან და თავშეკავებულ ადამიანებს. უბრალოდ არ მიიყვანოთ სიტუაცია ფანატიზმამდე. დაისვენეთ ჩვეულებრივზე ხშირად, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიწვებით. უნდა განავითაროთ და დაუსახოთ ახალი მიზნები საკუთარ თავს. ყველაზე რთულია უარყოფით თვისებებზე მუშაობა. მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ, თუ გსურთ მყარად დგომა და კავშირების გაუმჯობესება. ეცადეთ იყოთ პასუხისმგებლიანი. დროულად დაასრულოთ დაწყებული საქმეები და არ გასცეთ დანაპირები, თუ იცით, რომ ვერ აასრულებთ.

ურანის გავლენა

ურანი მოგზაურობს თქვენს მე-3 სახლში. ნუ უგულებელყოფთ საზოგადოებაში მიღებულ წესებს, კანონებს. უზომო ამბიციამ და ამპარტავნობამ შეიძლება შექმნას საფუძველი სერიოზული კონფლიქტებისთვის. ნუ გადაიმტერებთ ადამიანებს თქვენი საქციელის გამო.

შესაძლებელია 2024 წელს თქვენი ოჯახური წრე გაფართოვდეს. უეცრად გამოჩნდებიან შორეული ნათესავები, რომლებსაც ადრე არ იცნობდით. ეს შეიძლება იყვნენ თქვენი ნახევარდები ან ძმები. ან შეიძლება თქვენი რომელიმე ნათესავი გაემგზავროს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში ან ქალაქში და მასთან მოგვიწევს დისტანციურად კომუნიკაცია.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი კვლავ თქვენს ნიშანშია. მთელი 2024 წლის განმავლობაში მიიპყრობთ თაყვანისმცემლების ყურადღებას, რადგან თქვენს ხიბლსა და ნათელ ქარიზმას საზღვარი არ აქვს. იყავით მეტად კონკრეტული ურთიერთობებშიც და საქმიანობაშიც. ზოგიერთი შეიძლება ზედმეტად სენტიმენტალური გახდეთ. ნუ დაიწყებთ ფიქრს ყველას და ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება; იფიქრეთ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე. ის, რაც აქამდე არ გაინტერესებდათ, მაგრამ არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ მოძალადეების, თაღლითების ან აგრესიული ინდივიდების მსხვერპლი.

ლილიტის გავლენა

იანვრიდან ივლისის ჩათვლით ლილიტი გაივლის თქვენი ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორობის სახლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება მეუღლესთან ურთიერთობაში. შეიძლება იყოს ეჭვიანობა, ჭორები, ცილისწამება, ღალატი; უთანხმოება საქმიან პარტნიორებთან, ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხელშეკრულებების დარღვევა. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს თქვენს მე-7 სახლს და გადავა თქვენს მე-8 სახლში. იყავით ფრთხილად პარტნიორის ფულებთან. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, თანაბრად გადაანაწილეთ შემოსავალი, მემკვიდრეობა. ფრთხილად შეარჩიეთ სექსუალური პარტნიორები.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!