ავტორი:

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის: “ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს, ზოგი - გარემოს“

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის: “ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს, ზოგი - გარემოს“

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

2024 წლის პირველ ხუთ თვეში აქტიურად მოგიწევთ წარსულის პრობლემებთან გამკლავება. იუპიტერი არ დაგტოვებთ გულუხვი საჩუქრებისა და მხარდაჭერის გარეშე. წარმატება გელით აზარტულ თამაშებში, მაგრამ ზედმეტად ნუ გარისკავთ. შეგიძლიათ მოიგოთ ლატარია, სპორტულ შეჯიბრებებში. იღბალი მთლიანად თქვენ მხარესაა. წარმატებები გელოდებათ სხვადასხვა ღონისძიებაში, შემოქმედებით პროექტებში და აქედან გელით მატერიალური მოგებაც. რაც მთავარია, არ გამოტოვოთ იდეების განხორციელება. თუ რამით გატაცებული ხართ, მაშინ აქციეთ ის რეალურად. არსებობს ბუნებრივი ნიჭის გამოვლენის და ხელოვნების სამყაროში ჩაძირვის შანსი. განვითარდით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენი იდეები არა მხოლოდ მოეწონებათ, არამედ წარმატებით განხორციელდება კიდეც. ბავშვების თემა და ყველაფერი მათთან დაკავშირებული იქნება წინა პლანზე. თხის რქის ბევრი ოჯახი შთამომავლებით შეივსება ან უკვე დაბადებული შვილის გაზრდას დაუთმობთ მეტ დროს. მოგიწევთ ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზარდებსაც, თუ ისინი გყავთ. შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს თქვენი ბავშვების ცხოვრებაში.

მიმდინარე და სამუშაო საკითხები წლის მეორე ნახევარში უნდა მოგვარდეს. თქვენ უნდა გახდეთ უფრო პასუხისმგებლობიანი და არ დაივიწყოთ თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა.

2024 წლის ყურადღება უნდა მიაქციოთ შინაურ ცხოველებს. ზოგიერთი მათგანი ვეტერინართან უნდა წაიყვანოთ. ისე, თუ ოცნებობდით ცხოველის ყოლაზე, მაშინ ეს პერიოდი ამისათვის შესაფერისია. ასევე შესანიშნავი დროა ვარჯიშისთვის და თქვენი შინაური ცხოველის გამოფენაზე წაყვანისთვის.

2024 წლის პროგნოზი თხის რქა მანდილოსნებისთვის

თხის რქა ქალი ბუნებით პასუხისმგებელი ადამიანია და 2024 წელს ეს თვისებები კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ იმედი გქონდეთ წარმატებასა და წინსვლაზე ყველა სფეროში.

მარტოხელა ქალბატონები შეხვდებიან მამაკაცს, რომელთანაც მოუნდებათ გააგრძელონ ურთიერთობა. სამსახურში ყველაფერი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, მოსალოდნელია ბევრი აურზაური. ვიღაც გადაწყვეტს შეიცვალოს პროფესიული სფერო. ოღონდ მანამდე ყველაფრის ხელახლა და ყურადღებით გაანალიზება არ გაწყენთ. რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალებს, როცა დაგეგმავთ კონტრაქტის გაფორმებას ან საყიდლებზე წასვლას.

2024 წლის პროგნოზი თხის რქა მამაკაცებისთვის

თხის რქა მამაკაცის ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი მოვლენა მოხდება. ზოგი გონებრივად მზად ხართ ამისთვის და ზოგი გაოცებულიც კი დარჩებით. მაგრამ ძნელი იქნება მწყობრიდან გამოყვანა თქვენი ხასიათი მყარია. ზაფხულის თვეებში ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზე, შეიძლება ძველმა დაავადებებმა შეგახსენონ თავი.

გაზაფხულის დასაწყისიდან ივლისამდე მნიშვნელოვანი პერიოდია ყველა სფეროში - ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან სამუშაოს, ზოგი შეიცვლის გარემოს.

რომანტიკითა და ვნებით იქნება აღსავსე ზაფხული. არ არის გამორიცხული, გზაზე შეხვდეთ საბედოს - საყვარელ და სულით ახლობელ ადამიანს. ასე რომ, 2024 წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება კარიერაში, სიყვარულსა და ადამიანებთან ურთიერთობაში.

2024 წელი სასიყვარულო პროგნოზი

2024 წლის 26 მაისამდე იუპიტერი იქნება კუროს ნიშანში, რაც გააქტიურებს თქვენი ვნებისა და სიყვარულის სფეროს. ამიტომ, პარტნიორული ურთიერთობები ამ დროს თქვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდება. ამ ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია რომანტიკული შეხვედრებისა და ახალი სასიყვარულო ინტერესების შესაძლებლობების გაზრდა. იუპიტერის ენერგია გიბიძგებთ იყოთ უფრო ღია სასიყვარულო თავგადასავლებისადმი. კონტაქტების სახლში მყოფი სატურნი გაიძულებთ უფრო სერიოზულად მოეკიდოთ ახალგაცნობილებს.

2024 წლის 23 იანვრიდან 16 თებერვლამდე შესანიშნავი პერიოდია გაცნობისა და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ამ პერიოდში ძალიან ქარიზმატული, ენერგიული იქნებით და თქვენი პირადი ინიციატივა დაგეხმარებათ დაამყაროთ და გაზარდოთ თქვენთვის საინტერესო კონტაქტები.

11 მარტიდან თვის ბოლომდე მოსალოდნელია ზედაპირული ნაცნობობა. ეს კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად, ერთად მოგზაურობისთვის, თუ წყვილში ხართ, პარტნიორთან ერთად დროის გასატარებლად.

23 მაისამდე კიდევ ერთი შესანიშნავი პერიოდია ვნებისა და რომანტიკისთვის. ეს დრო აძლიერებს თქვენს მომხიბვლელობას, გახდებით უფრო მიმზიდველი სხვებისთვის. შეიძლება უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, რითაც პოტენციური პარტნიორების ყურადღებას და აღფრთოვანებას მიიპყრობთ. შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ ახალი ურთიერთობის ხალისით, ან განაახლოთ არსებულ კავშირში ვნების ცეცხლი. ეს კარგი დროა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

2024 წლის 17 ივნისიდან ივლისის ბოლომდე, მარტოხელა თხის რქებს, გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. ნუ ეცდებით, გააკრიტიკოთ, არამედ დააკვირდეთ ადამიანს, რომლებსაც შეხვდებით.

23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით მეგობრები დაგეხმარებიან, რომ გაიცნოთ მომავალი საბედო. გირჩევთ, უფრო ხშირად იყოთ თანამოაზრეებისა და მეგობრების გარემოცვაში. თუ წყვილში ხართ, მაშინ გაააქტიურეთ სოციალური ცხოვრება. ერთად წადით სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებზე და გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ახალი დადებითი ემოციები კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

2024 წლის 11 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით არის კიდევ ერთი მოკლე პერიოდი, როდესაც თავისუფალ თხის რქას შეუძლია ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და ენერგია მიმართოთ ვინმეს გაცნობისკენ. სამყარო გაგიადვილებთ თქვენს სურვილს და დაგეხმარებათ სასურველის მიღებაში. თქვენი ხიბლი და მიმზიდველობა კი შეუმჩნეველი არ დარჩება საპირისპირო სქესისთვის.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

2024 წლის პირველ ნახევარში ფინანსური წარმატება გელოდებათ, თუ ხართ ბიზნესმენი, ხელოვნებათმცოდნე ან თუ საქმიანობთ გართობის სექტორში; მუშაობთ ბავშვებთან. კრეატიულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თქვენი შემოსავლის გაზრდაში. თუ გაქვთ შემოქმედებითი ნიჭი ან ჰობი, იფიქრეთ მის მონეტიზაციაზე. ნუ შეგეშინდებათ ინვესტიციის ჩადება თქვენს შემოქმედებაში.

23 იანვრიდან 11 მარტამდე ფული ხდება თქვენი მთავარი პრიორიტეტი. შეეცდებით მეტის გამომუშავებას, ფულის დაბანდებას ძვირად ღირებულ ნივთებში. ამ დროს გაგიადვილდებათ ფულის შოვნა და ბიუჯეტის შევსება. იპოვეთ დამატებითი შემოსავლის წყარო, დაიწყეთ ჰობის მონეტიზაცია, მიიღებთ ფულად საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისგან, ბონუსს, მოგებას.

მარტის მეორე და მესამე დეკადა ფინანსურად ხელსაყრელი იქნება მივლინებისთვის, კონტაქტების დამყარებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და მოლაპარაკებებისთვის. ფულის შოვნის მიზნით, ზოგიერთს მოუწევს ადამიანებთან უფრო მეტი ურთიერთობა ტელეფონით ან მიმოწერით. გირჩევთ იყოთ აქტიური, მოქნილი, მეგობრული და გარკვეული სიახლეებში.

2024 წლის მაისში შეგიძლიათ ფინანსური მხარდაჭერა მოიძიოთ გავლენიანი ადამიანებისგან და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. მთავარია, ისარგებლო იმ შესაძლებლობებით, რაც თქვენს ცხოვრებაში ჩნდება. ფულს უფრო ფრთხილად უნდა მოეპყროთ, რათა მისი კიდევ უფრო მეტი მოზიდვა შეძლოთ.

2024 წლის 17 ივნისიდან 11 ივლისამდე, შემოსავლის გასაზრდელად უმჯობესია პარტნიორთან ერთად იმუშაოთ. ფინანსურ სფეროში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია იმ ადამიანთან, რომელსაც ენდობით.

2024 წლის 5-დან 29 აგვისტომდე შეგიძლიათ დაბრუნდეთ იმ საქმეებს, რომლებიც ოდესღაც მიატოვეთ ან დამოუკიდებლად შეისწავლოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ყოფილ პარტნიორებთან და კოლეგებთან კავშირების დამყარებამ შეიძლება საბოლოოდ კარგი გავლენა მოახდინოს ფინანსურ სფეროზე.

23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით თუ დაგჭირდებათ, მეგობრებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ. კარგი დროა მეგობრებთან ერთად ფულის გამომუშავებისთვის, ან რომელიმე მოგცემთ კარგ რჩევას თქვენი ბიუჯეტის შესავსებად.

11-დან 26 ნოემბრამდე და 7 დეკემბრიდან 2024 წლის ბოლომდე შესანიშნავი პერიოდებია თქვენი ძალისა და ენერგიის გასააქტიურებლად ფულის შოვნის კუთხით. ნუ იფიქრებთ სირთულეებზე, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, დაამყარეთ ურთიერთობა სწორ ადამიანებთან. მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა, დაწინაურება, პრემიის მიღება ან ახალ სამუშაოზე გადასვლა უფრო მაღალი ხელფასით.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

2024 წელს სამხრეთი კვანძი გადავა თქვენი კარიერის მე-10 სახლში. ის წარმოადგენს წარსულ გამოცდილებას. აქცენტი უნდა გადაიტანოთ ძველი საქმეების დასრულებაზე და ახალი წამოწყებისთვის ადგილის გათავისუფლებაზე. მნიშვნელოვანია მოიცილოთ შიში ან შეზღუდვა, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ კარიერულ წინსვლაში. გადახედეთ თქვენს ძველ მიზნებს, შესაძლოა, ზოგიერთის გადაკეთება გახდეს საჭირო.

იუპიტერი თქვენს მეექვსე სახლში გადავა 2024 წლის 26 მაისს. თუ მიზნად დაისახავთ სამსახურში უფრო მაღალ პოზიციაზე გადასვლას, გააქტიურდით. დაფასდება თქვენი შრომა და თავდადება. შესაძლოა დაჯილდოვდეთ დაწინაურებით ან ხელფასის გაზრდით. იუპიტერი გაგიუმჯობესებთ დამოკიდებულებას სამუშაო გარემოში. თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან გაუმჯობესდება და გუნდური მუშაობა უფრო ეფექტური გახდება. ჰარმონიული თანამშრომლობით გაზრდით პროდუქტიულობას, რად დაგეხმარებათ პროფესიული მიზნების მიღწევაში. მაგრამ აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა “გადაიწვათ“; არც ემოციურად, არც ფიზიკურად და არც გონებრივად.

2024 წლის 14 იანვრიდან 10 მარტამდე გელით მეტი კომუნიკაცია და ფოკუსირება თქვენს საქმეზე. შეიძლება მიიღოთ მომგებიანი შეთავაზებები ან ფინანსური ზრდის შესაძლებლობები. გელოდებათ ხელფასის გაზრდა ან დაწინაურება. თქვენი იდეები იქნება დაფასებული და კარგად მიღებული კოლეგებისა და უფროსების მიერ. ეს შესანიშნავი დროა წარმოაჩინოთ თქვენი იდეები, განიხილოთ ახალი პროექტები, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ორგანიზაციას.

2024 წლის 15 მაისიდან 3 ივნისამდე სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. აგრეთვე ხელსაყრელი პერიოდია ახალი, განსაკუთრებით კრეატიული პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალურობა.

პერიოდი 17 ივნისიდან 2 ივლისამდე სასარგებლო იქნება თქვენი კარიერისთვის. გაიჩენთ ახალ თანამშრომლობს და პარტნიორებს. წყვილებში მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება. მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას რჩევა სთხოვეთ თანამოაზრე კოლეგებს.

25 ივლისიდან 5 აგვისტომდე და 28 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა გექნებათ გააფართოოთ ცოდნა და უნარები პროფესიაში. შეიძლება სწავლის გამო გაემგზავროთ უცხოეთში. ეს ხელსაყრელი პერიოდია კავშირების დასამყარებლად გავლენიან ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან კარიერულ წინსვლაში.

2024 წლის 26 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის პერიოდში გახშირდება საქმიანი შეხვედრები და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. მეტად თავდაჯერებული გახდებით თქვენი იდეების, მოსაზრებების და უნარების გადმოცემაში, რამაც შეიძლება მიიპყროს მენეჯმენტისა და კოლეგების ყურადღება. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოთ სხვებზე თქვენი სიტყვებითა და იდეებით. ეს ხელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი მიზნების დასახვისთვის. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო მოტივირებული და ამბიციური ხართ, რაც დაგეხმარებათ თამამად განახორციელოთ ახალი ამოცანები და აიღოთ პასუხისმგებლობა.

2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რაიმე ცალსახად თქმა შეუძლებელია. ეს მთლიანად თქვენს შინაგან განწყობაზე, სოციალურ წრეზე და პრევენციულ ღონისძიებებზე იქნება დამოკიდებული. როგორც წესი, თქვენ მუშაობთ გამთენიიდან დაღამებამდე, დასვენებისა და ჯანსაღი ძილის გარეშე და როგორ გგონიათ, ეს კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის? გირჩევთ, როგორც კი დაიღლებით ან სუსტად იგრძნობთ თავს, დაისვენოთ. ზაფხულში უფრო ხშირად გადი ბუნებაში. მოუფრთხილდით თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დეკემბრისთვის დაგეგმეთ ვარჯიში სპორტდარბაზში, სპა-პროცედურები და მედიტაცია.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ სასწორებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს

სატურნის გავლენა

იყავით ფრთხილად ახალ ინფორმაციებთან. ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელს. ასევე სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. შესაძლოა, ყველა შეთავაზება ან სიახლე არ იყოს სიმართლე. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარშემო მყოფებს შეგნებულად სურთ თქვენი შეცდომაში შეყვანა. კარგი დროა მანქანის შესაძენად. ყურადღება მიაქციეთ მოდელებს მისაღებ ფასად, ნუ გადაიხდით ზედმეტს. არ არის გამორიცხული ხშირი სამუშაო ვიზიტები, შეხვედრები და კონფერენციები. თუ გსურთ გაიუმჯობესოთ თქვენი ცოდნა, დარეგისტრირდით სასწავლო კურსებზე.

2024 წელს შეიძლება გაგიჭირდეთ საკუთარი აზრის თქმა. არასწორად გაგების, გასაიდუმლოების ან უარყოფის შიშმა შეიძლება კუთხეში მიგიმწყვდიოთ. ზოგიერთი კავშირი გახდება მნიშვნელოვანი და აზრიანი. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა კოლეგასთან, დიდი ხნის მეგობართან ან მეუღლესთან. ნაყოფიერი პერიოდია პერსპექტიული კავშირების დასამყარებლად, გარიგებებისა და კონტრაქტების დასადებად. მაგრამ კონტაქტები, რომლებიც სიკეთეს აღარ გაძლევთ, უნდა დაიშალოს.

ურანის გავლენა

ურანი თქვენი შემოქმედების სექტორში მოძრაობს. კარგი პერიოდია კრეატიული პროექტების რეალობად გადაქცევისთვის. ნიჭის გამოვლენისთვის. უფრო მეტიც, ახალი იდეების განხორციელების მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლებელია, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს უჩვეულო ჰობის ან საქმის გამო. ნუ შეგეშინდებათ გარისკვის, მოგება შეიძლება იყოს დიდი. სიყვარულში ბედი გაგიღიმებთ. თუ ადრე თქვენი პირადი ცხოვრება კარგად არ მიდიოდა, ახლა საპირისპირო სქესისგან ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება. შეგიძლიათ გაიცნოთ საოცარი, ორიგინალური ადამიანი. რომანი იქნება ხანგრძლივი და ლამაზი. თხის რქა ქალებს შეუძლიათ დაორსულდნენ, თუ დიდი ხანია სურთ გახდნენ დედა.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი დარჩება თქვენი კომუნიკაციების სფეროში. თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე, დახუროთ ძველი პროექტები და გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახთან და მეგობრებთან. მოერიდეთ საქმეებსა და ურთიერთობებში შეფერხებებს, დაბნეულობასა და გაურკვევლობას. ნუ იქნებით ზედაპირული, მუშაობისას ნუ შექმნით აურზაურს, თორემ რაღაც მნიშვნელოვანს გამოტოვებთ, რაც დაგაზარალებთ. მოერიდეთ ილუზიებს, მათ შეუძლიათ რეალურ სამყაროს მოგწყვიტონ. თქვენი ინტუიცია უმაღლეს დონეზე იქნება, რაც ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული გარიგებების დადებისას და დოკუმენტების ხელმოწერისას, რათა არ დაზარალდეთ.

ლილიტის გავლენა

იანვრიდან ივლისამდე ლილიტის გავლენით, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინოთ საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სხვადასხვა რწმენისა და ეროვნების ადამიანებთან კონტაქტისას. შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას. თუმცა, უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს უცხოეთის სექტორს და შვებით ამოისუნთქავთ. ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კარიერისა და მუშაობის სექტორში. გაფრთხილდით, რომ არ დაზარალდეს თქვენი კარიერის სფერო, არ შეგელახოთ რეპუტაცია.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!