2024 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

2024 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

2024 წელს გველოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტარული ტრანზიტი, რომელიც აქტიურად შეცვლის სამყაროს. ზოგიერთი დაძაბული სიტუაცია გაქრება, მაგრამ სხვები გამოჩნდება. იხსნება ახალი შესაძლებლობები და ადამიანებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ძველი წყობით ცხოვრებას, ცვლილებები ელით, სამყარო ყველას აიძულებს, რომ შეიცვალონ.

21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავიდა, რაც შეცვლის მსოფლიო წესრიგს და ტენდენციებს ყველა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. პლუტონი ყველაზე ნელი პლანეტაა; ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში დაახლოებით 18-20 წელს ატარებს. პლუტონის ტრანზიტი გავლენას ახდენს კაცობრიობის გლობალურ მოვლენებზე, მნიშვნელოვნად იცვლება სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი და მსოფლიო საზოგადოების ცხოვრების პროცესები. ორ სექტემბერს პლუტონი რეტრო ფაზაში ბრუნდება თხის რქის ნიშანს 2024 წლის 20 ნოემბრამდე. ამ დროისთვის ბევრი ადამიანი აღმოჩნდება შემზღუდველ პირობებში. ის, რაც მოხდება ქვეყანასა და მსოფლიოში არ მოგცემთ საშუალებას თავი კომფორტულად იგრძნონ. 2024 წლის შემოდგომა არ არის შესაფერისი ახალი წამოწყებისთვის, ეს ის დროა, როდესაც აუცილებელია მოცდა და ახალი 20-წლიანი ციკლისთვის მომზადება, რომელიც 20 ნოემბრის შემდეგ დაიწყება, პლუტონის მერწყულში 20 წლით გადასვლით. 20 ნოემბერს პლუტონი შედის მერწყულის ნიშანში 2044 წლამდე, რომელიც წყვეტს მსოფლიოს ბედს და მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. ასტროლოგიურად ამ ნიშანში პლანეტას დაცემის სტატუსი აქვს. ბერძნული ლეგენდის თანახმად, პლუტონი (ჰადესი) არის უზენაესი ღმერთის ზევსისა და ზღვების მბრძანებლის, პოსეიდონის ძმა.

საგაზაფხულო დაბნელების დერეფანი დაიწყება 2024 წლის 25 მარტს სავსემთვარეობით სასწორში და გაგრძელდება 8 აპრილამდე ვერძში ახალმთვარეობით.

20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაზე გააქტიურდება საერთაშორისო შეთანხმებების, დიპლომატიის, სამშვიდობო მოლაპარაკებების და სამხედრო კონფლიქტების მოგვარების თემა. ამავე დღეს, 11:07-ზე მზე გადავა ვერძის ზოდიაქოში და დაიწყება ასტრონომიული ახალი წელი.

დაბნელების პერიოდში ცვლილებები ყველასთვის თვალსაჩინო გახდება, გადაწყვეტილებები უფრო ადვილად და სწრაფად მიიღება, მოგიწევთ იმოქმედოთ მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე და ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს და ყველა დონეს.

21 აპრილს პლანეტები იუპიტერი (დიდი ბედნიერება) და ურანი (მოულოდნელობები) შეხვდებიან კუროში, სელენას (თეთრი მთვარე) კარმული წერტილის მახლობლად. ბევრ ადამიანს სასიამოვნოდ გააკვირვებს ის, რაც მათ ირგვლივ მოხდება. კუროში იუპიტერისა და ურანის შეერთება წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. იცვლება ადამიანების რწმენა, ფართოვდება მათი მსოფლმხედველობა და ჩნდება ახალი ცხოვრებისეული პრინციპები. იმისთვის, რომ 2024 წლის გაზაფხულზე არ დავკარგოთ საკუთარი ადგილი, შევინარჩუნოთ სტატუსი და რესურსები, საჭიროა თვალი მივადევნოთ ცვლილებებს და შეძლებისდაგვარად ფეხი ავუწყოთ სიახლეებს, არ ვიყოთ მიჯაჭვულები ძველსა და დრომოჭმულზე.

26 მაისს იუპიტერი კუროდან ტყუპის ნიშანში გადავა ერთი წლით. ეს ტრანზიტი ხელსაყრელია, თუ თვითგანვითარებისკენ, სწავლისა და ახალი ნაცნობობისკენ ისწრაფვით. ბევრი ადამიანი დაბრუნდება სახლში შორეული ქვეყნებიდან. საინფორმაციო სივრცეში საზოგადოებრივი აზრის გამომთქმელი ახალი ლიდერები გამოჩნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეთ, შეაგროვოთ თქვენი აზრები, ინფორმაციები, გამოიტანოთ დასკვნები და შემდეგ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ახლებურად აშენება.

21 ივნისს 00:51 საათზე მზე შემოდის კირჩხიბის ნიშანში. ასტრონომიული ზაფხული იწყება ზაფხულის მზებუდობა. 21 ივნისი არის წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე.

29 ივნისს უარყოფითი კარმული წერტილი შავი მთვარე (ლილიტი) გადადის სასწორში. ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები შვებით ამოისუნთქავენ. ხოლო სასწორის წარმომადგენლები 9 თვის განმავლობაში კარმის გაკვეთილებს გაივლიან. ასევე, ეს რთული პერიოდია მათთვის, ვისაც ამ ნიშანში ჰყავს მთვარე, მნიშვნელოვანი წერტილები და პირადი პლანეტები (მერკური, ვენერა და მარსი).

18 სექტემბერს მთვარის პირველი დაბნელებაა თევზებში. დაბნელებათა შემოდგომის დერეფანი სასწორის ნიშანში 2 ოქტომბერს მზის დაბნელებით დაიხურება. მნიშვნელოვანი მოვლენების დროა, რომელიც რადიკალურად შეცვლის თითოეული ადამიანის ცხოვრებას.

22 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობა დადგება დაბნელების სეზონზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მომენტები როგორც სამყაროში, ასევე კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში. როგორც იცით, ასტროლოგიური პროგნოზი გვიჩვენებს მოვლენების ფონს, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურ რუკაზეა დამოკიდებული.

2024 წლის 7 დეკემბრიდან 2025 წლის 24 თებერვლამდე მარსი ლომისა და კირჩხიბის ნიშნებში რეტროგრადულად გადაადგილდება. ეს პლანეტა ორ წელიწადში ერთხელ 2 თვის განმავლობაში ხდება უკანმავალი. პლანეტის ენერგია სასარგებლო გავლენას მოახდენს შეიარაღებული კონფლიქტების მიმდინარეობაზე და ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების დასრულებას.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა გველოდება 13:20 საათზე. ამავე დღეს მზე თხის რქაში გადავა. მოხდება, "ახალი მზის დაბადება" - სინათლის გამარჯვება სიბნელეზე.

დაბოლოს, დასკვნის სახით გეტყვით, რომ 2024 წელი პროდუქტიული იქნება, ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება, ახალი წესრიგი დამყარდება, ახალი შესაძლებლობები მოგვეცემა.

ბედნიერ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ!