აპრილი დინამიკური და გარდამტეხი თვე იქნება. გაზაფხულის მეორე თვე 2 აპრილს, სასწორის ნიშანში სავსემთვარეობით იწყება. ეს მოვლენა დღის წესრიგში დააყენებს ემოციური ბალანსის საკითხებს. დაფიქრდებით იმაზე, თუ რას იღებთ გარშემომყოფებისგან და რას გაცემთ სანაცვლოდ. ეს არის შანსი, ობიექტურად შეხედოთ თქვენს ურთიერთობებს, დაინახოთ დისბალანსი და შეცვალოთ თქვენი ქცევა უფრო სამართლიანი და ჰარმონიული მიმართულებით.
აპრილის პირველ დეკადაში მარსი ვერძის ნიშანში გადადის. ამ პერიოდის საკვანძო სიტყვებია: „ გმირობა“, „ძალა“, „ენერგია“ და „გარღვევა“.
ვერძები სიტუაციას უფრო ნათლად დაინახავენ და ყველა სფეროში გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავლენ. მორიელები და თხის რქები გაზრდილ სიმტკიცეს მხოლოდ უმნიშვნელოვანესი მიზნებისკენ მიმართავენ და მათ სწრაფად მიაღწევენ. კირჩხიბებსა და თევზებს გაუჭირდებათ საკუთარ გრძნობებში გარკვევა, ხოლო მშვილდოსნებსა და ლომებს - გარშემომყოფების ემოციების გაგება.
ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) მიიღებენ შანსს, გააფართოონ გავლენა და დაიკავონ ლიდერული პოზიციები.
ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული) ყურადღებას საკუთარ თავზე გადაიტანენ და სხვისი აზრი მათთვის მნიშვნელობას დაკარგავს. შუა პერიოდში მერკურიც ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ურთიერთობებს ინტენსიურს, მაგრამ ამავე დროს კონფლიქტურს გახდის.
ვერძები, ტყუპები, ლომები და მშვილდოსნებ ი ენას ვერ გააჩერებენ, რითაც შესაძლოა არაკეთილმოსურნეთა სია გაზარდონ.
ქალწულები, კუროები და თხის რქები შესაძლოა სხვის დაპირისპირებებში ჩაითრიონ, ხოლო კირჩხიბები, თევზები და მორიელები თავად გახდნენ კონფლიქტის მიზეზი.
ახალმთვარეობა და სტაბილიზაცია 17 აპრილს
ვერძში ახალმთვარეობაა - ეს არის სამომავლო გეგმების დასახვის დრო. მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება მეორე დღიდანვე დაიწყოთ.
20 აპრილიდან, როცა მზე კუროს ნიშანში გადავა, ემოციური ფონი დამშვიდდება. ეს განსაკუთრებით კუროებზე, სასწორებსა და თევზებზე აისახება. ფინანსური სფერო უფრო პროგნოზირებადი გახდება, ხოლო რომანტიკული ურთიერთობები - უფრო სერიოზული.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
აპრილის პირველი ორი დეკადა თქვენს სიმაღლეზე იქნებით. პლანეტების თქვენს ნიშანში გადასვლა ენერგიით აგავსებთ. იქნებით მოთხოვნადი როგორც სამსახურში, ისე სპორტში. ახლა არის საუკეთესო დრო მომავალი წლისთვის მყარი საფუძვლის ჩასაყრელად. ჯანმრთელობა შესაძლოა ცოტა მერყევი იყოს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
აპრილის დიდ ნაწილს მშვიდად გაატარებთ და შეეცდებით წინააღმდეგობა გაუწიოთ ნეგატიურ ემოციებს. ამაში ახლობელი ადამიანები და ჰობი დაგეხმარებათ. არსებობს სტრესის საკვებით „ჩახშობის“ რისკი, ამიტომ ეცადეთ ფიზიკურად დაიტვირთოთ. თვის ბოლოს თქვენს ცხოვრებაში საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებთ, რაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს მოგცემთ. წარმატება გელით კომუნიკაციაში, სწავლასა და მოგზაურობაში. თვის ბოლო მესამედში შესაძლოა დღის რეჟიმის გადახედვა მოგიწიოთ ჯანმრთელობის გამო. მათთვის, ვინც სიყვარულს ეძებს, რომანტიკულ სფეროში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
აპრილი რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს მოგცემთ, რაც მომავალი სირთულეებისთვის მოგამზადებთ. გექნებათ შანსი, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა ან თუნდაც საკუთარი საქმე წამოიწყოთ. თვის ბოლო დეკადაში რომანტიკული სფერო ცოტა არასტაბილური გახდება. მთავარი რჩევაა: ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური და ნუ ეცდებით ყველაფრის ძალდატანებით მიღწევას.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
გამოიყენებთ პოზიტიურ ასტროლოგიურ ტენდენციებს სამსახურში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში პოზიციების გასამყარებლად. თქვენი მომხიბვლელობა მიიზიდავს გავლენიან ადამიანებს, რომლებიც მომავალში თქვენი მფარველები გახდებიან. თვის ბოლო მესამედში მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ხალხმრავალ ადგილებს.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
აპრილში პოზიტიურად იქნებით განწყობილი, რაც დაგეხმარებათ დაბრკოლებების იოლად გადალახვაში. განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან მედიცინისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ქალწულები. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი შანსი გაქვთ, სასიყვარულო ფრონტზე კი სიახლეები გელით.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
წარმატების მისაღწევად ახალი მეგობრების ან თანამოაზრეების პოვნა მოგიწევთ. ბევრს მოუწევს სწავლა ან კვალიფიკაციის ამაღლება სრულიად მოულოდნელი მიმართულებით. ჯანმრთელობა დიდ პრობლემებს არ შეგიქმნით, თუ ძილის რეჟიმს დაიცავთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
აპრილის პირველ ნახევარში ფინანსური საკითხებით, სწავლით და ახალი უნარების ათვისებით იქნებით დაკავებული. თვის ბოლო მესამედი დაიტვირთება მოულოდნელი მოვლენებით, რის გამოც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. თვის მიწურულს შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მთელი თვის განმავლობაში ენერგიით სავსე იქნებით. ეს დაგეხმარებათ გეგმების უპრობლემოდ განხორციელებაში. ბევრი თქვენგანი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, დაიწყებს რემონტს ან ახალ ურთიერთობას. ჯანმრთელობა და ფინანსები სტაბილური იქნება. მხოლოდ აპრილის ბოლო კვირას მოერიდეთ ფულის ხარჯვას გართობასა და სიამოვნებაზე.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
გირჩევთ, ნებისმიერ კონფლიქტში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ. შესაძლოა მოგიწიოთ პატარა ეშმაკობებზე წასვლა ახლობლებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს ამად ღირს. კარიერული ამბიციები თვის შუა რიცხვებში შეიძლება დაკმაყოფილდეს. ვინც სპორტით ინტენსიურად არის დაკავებული, ყურადღება მიაქციეთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
პროფესიულ სფეროში მიუკერძოებლობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, თუმცა სწორედ ემოციები დაგეხმარებათ ბევრი პრობლემის მოგვარებაში. პირად ცხოვრებაში თქვენი დაუცხრომელი ხასიათი ბედნიერებასთან დაგაახლოებთ. მოერიდეთ კონფლიქტებს ნათესავებთან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე თქვენივე ჯანმრთელობისთვის.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
შეძლებთ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას და გარემოცვიდან ტოქსიკური ადამიანების ჩამოშორებას. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის პერიოდში მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები. თვის ბოლო დეკადაში პირად ურთიერთობებში მცირე სიმსუბუქე და თამამი ნაბიჯები მხოლოდ სასარგებლო იქნება თქვენთვის.