2026 წლის დაბნელებების დიდი ციკლი: ნინა ხომერიკის ვრცელი პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის — ვის ელის საბედისწერო ცვლილებები?

2026 წლის დაბნელებების დიდი ციკლი: ნინა ხომერიკის ვრცელი პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის — ვის ელის საბედისწერო ცვლილებები?

2026 წელი ასტროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდია, რადგან დაბნელებების ციკლი ახალ ღერძზე გადადის. რას უნდა ველოდოთ ამ დიდი ენერგეტიკული ცვლილებებისგან? ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიზიარებს დეტალურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ, ვისთვის გაიღება ფინანსური შესაძლებლობების კარი და რომელი ნიშნებისთვის გახდება პირადი ტრანსფორმაცია გარდაუვალი

♈ ვერძი

დაბნელება შეეხება თქვენს მე-XI სექტორს, რომელშიც 2026 წლის აგვისტოში გადავა აღმავალი კვანძი - ეს არის შანსი, მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები.

ამ სახლში დაბნელება ბადებს ამბიციებს, შექმნათ შემოსავლის ახალი წყარო. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ბონუსები, შემოსავლები რეკლამიდან, გაყიდვებიდან, ინტერნეტით, სპონსორებისგან ან საერთო საქმიანობიდან მიღებული თანხები. ასევე შეძლებთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მიიღოთ ახალი ცოდნა და მეტად განვითარდეთ, რაც აგრეთვე მოგცემთ დამატებითი ფინანსების მოზიდვის საშუალებას. გაგიჩნდებათ საკუთარი თავის მეტად რეალიზაციისა და საკუთარი მნიშვნელობის გაზრდის სურვილი, რასაც ახალი პროფესიის ან გამოყენებითი უნარების სწავლით შეძლებთ. აქცენტირებული იქნებით საკუთარ პოპულარობაზე სოციალური ქსელების, ინტერნეტის, შემოქმედებითი პროექტების ან ინტელექტუალური ნაშრომების საშუალებით.

მე-XI სექტორი ასევე გულისხმობს არა პირველ ქორწინებას: ის ვერძები, ვისაც უკვე ჰყავდა ოჯახი და დღეს პირად პარტნიორს ეძებენ, დაბნელებიდან ორი წლის განმავლობაში შეძლებენ გაიცნონ ადამიანი, რომელსაც ასევე ექნება მსგავსი წარსული, ეყოლება შვილები და მასთან შეძლებთ ააწყოთ სერიოზული ურთიერთობები. გარდა ამისა, ეს სახლი მეგობრებსა და სოციუმს გულისხმობს - მოსალოდნელია თქვენი გარემოცვის მკვეთრი ცვლილება. შესაძლოა იპოვოთ თავი ახალ საზოგადოებაში და აღმოაჩინოთ ახალი თანამოაზრეები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება არ მოხდეს კონფლიქტის ფონზე. ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. მე-XI სახლი ასევე არის ბიზნესი და პროექტები: ვისაც საკუთარი საქმის დაწყება გსურთ, ეს დაბნელება მოგცემთ შანსს დაგეგმოთ სიახლეები ან გაზარდოთ არსებული ბიზნესის მასშტაბები.

♉ კურო

ეს დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე დეკადაში (10.05-21.05) დაბადებული კუროებისთვის, ვინაიდან ურანი ამჟამად თქვენს ბოლო გრადუსებშია და ზუსტად მისი დახმარებით იკვრება „დიდი კვადრატი“. გაითვალისწინეთ, რომ ეს ენერგია გააქტიურდება უკვე 14 თებერვლიდან, ამიტომ აუცილებელია თადარიგი დაიჭიროთ და გამოიჩინოთ სიფრთხილე.

თქვენს რუკაში დაბნელება ხდება მე-X ასტრო ველში და ააქტიურებს გრძელვადიან პროგრამას, რომელიც მეტად 2026 წლის ზაფხულში გამოვლინდება. ეს გულისხმობს გარემოზე თქვენი გავლენის, სტატუსისა და პასუხისმგებლობების ცვლილებას. მაგალითად: შესაძლებელია მიიღოთ უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელთან, განათლებასთან ან სამსახურთან დაკავშირებული საბუთები. მოსალოდნელია ახალი თანამდებობა ან სამსახურისა და კოლექტივის ცვლილება. შესაძლოა მოგიწიოთ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რაც შეცვლის თქვენსა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობის ხასიათს.

ასევე მოსალოდნელია პირადი სტატუსის ცვლილება (ქორწინება, შვილის შეძენა ან ცვლილებები ზრდასრული შვილების ცხოვრებაში). ამ ორი წლის განმავლობაში თქვენი გლობალური ამოცანაა, გვარში გახდეთ ყველაზე წარმატებული და მიაღწიოთ ცხოვრების უკეთეს დონეს, ვიდრე ეს თქვენმა ნათესავებმა შეძლეს. რადგან მე-X სექტორი მერწყულის ნიშანში ხვდება, წინსვლა შეიძლება პირდაპირ დაკავშირებული იყოს ჰაერის ნიშნებთან (ტყუპები, სასწორი, მერწყული). რაც უფრო მეგობრული და პოზიტიური იქნება თქვენი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მით მეტი წარმატება გექნებათ საქმიანობაში.

♊ ტყუპები

დაბნელება შეეხება თქვენს მე-IX სექტორს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პირველ დეკადაში (22.05-31.05) დაბადებული ტყუპებისთვის.

დგება დრო, დასახოთ ახალი მიზნები, იპოვოთ ახალი ადგილი სამყაროში და დაიცვათ როგორც საკუთარი, ისე სხვისი საზღვრები. გეხსნებათ ახალი ინტელექტუალური შესაძლებლობები: ახალი ცოდნის მიღება, პროფესიული ზრდა ან ხშირი მიმოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში განვითარების მიზნით. ვისთვისაც აქტუალურია, მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები სასამართლო პროცესებში, ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, საბუთების მიღება, ოფიციალური ქორწინება ან კონტრაქტების გაფორმება.

ზოგიერთი თქვენგანი დაიწყებს ფიქრს და საბუთების მომზადებას ემიგრაციისთვის ან იპოვის უცხოეთში სამსახურს და ახალ პარტნიორებს. გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში, არ მოუსმინოთ არავის, დასახეთ მიზნები და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს. ამ პერიოდში ირთვება თქვენი გრძელვადიანი განვითარების პროგრამა, რომელიც გლობალურად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობასა და ცხოვრების ხარისხს.

♋ კირჩხიბი

დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე დეკადაში (10.07-22.07) დაბადებული კირჩხიბებისთვის და ეხება მე-VIII ასტრო ველს, რომელიც ააქტიურებს 2-წლიან პროგრამას.

აუცილებელი ხდება ახალი ფინანსური გეგმების დასახვა და მატერიალური მდგომარეობის გაძლიერება. შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილებები ოჯახის ან მშობლების საერთო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ერთობლივი ფინანსებით მსხვილი შენაძენის გაკეთება (სახლი, ბინა) ან მემკვიდრეობის მიღება. ბიზნესის მქონე კირჩხიბებისთვის შესაძლოა შეიცვალოს ფინანსური ინტერესები, ვალდებულებები და მოგების პროცენტები.

ამ 2 წლის განმავლობაში გაქვთ შანსი, გააკეთოთ ისეთი ინვესტიცია, რომელიც მომავალში პასიურ შემოსავალს მოგიტანთ. ასევე შეძლებთ იპოვოთ დაფინანსების ახალი გზები ან იშოვოთ სამსახური, სადაც სხვისი რესურსების გამოყენებით მიიღებთ შემოსავალს (მაგალითად, სპონსორების დახმარებით). ამ დაბნელების მთავარი ამოცანაა საჯაროობისა და კრიტიკის შიშის დამარცხება. როდესაც ამას შეძლებთ, გაიხსნება თქვენი ყველაზე დიდი ფინანსური პოტენციალი.

♌ ლომი

დაბნელება მნიშვნელოვანია მესამე დეკადაში (10.08-22.08) დაბადებული ლომებისთვის და ხდება თქვენს მე-VII ასტრო ველში (პარტნიორული ურთიერთობები). ის ააქტიურებს თემებს, სადაც დიდი ხანია არსებობს დისბალანსი.

მნიშვნელოვანია სწორად გაიგოთ მოვლენების შინაარსი: საჭიროა თქვენი ამბიციების გამიჯვნა პარტნიორის ამბიციებისგან. თუ თქვენ გსურთ ფუფუნება, მას კი მინიმალური შემოსავალი აკმაყოფილებს, მასთან კონფლიქტს აზრი არ აქვს. მთავარი ამოცანაა, გამოეყოთ სიტყვა „ჩვენ“-ს, არ დაელოდოთ სხვის დახმარებას და თავად დაიწყოთ საკუთარი ამბიციების განხორციელება. უნდა გათავისუფლდეთ სხვების მოლოდინებისგან.

წინ გელით ცვლილებები პირად ცხოვრებაშიც - შეხვედრა მნიშვნელოვან ადამიანთან. ასევე მოსალოდნელია ცვლილებები თქვენი მეორე ნახევრის ან საქმიანი პარტნიორის ცხოვრებაში. შესაძლოა წარმოიქმნას აზრთა სხვაობა, რომელიც თავიდან სიტყვიერად მოგვარდება, თუმცა დროთა განმავლობაში პრობლემა ისევ დადგება. ეს 2 წელი მოგცემთ კარგ შანსს, ააწყოთ საკუთარი ბიზნესი, რომელიც პოპულარული და წარმატებული გახდება.

♍ ქალწული

დაბნელება მნიშვნელოვანია პირველი დეკადის (23.08-31.08) ქალწულებისთვის და ხდება თქვენს მე-VI ასტრო ველში, რაც გააქტიურებს მე-VI და მე-XII სახლების ღერძს.

ეს ის საკითხებია, სადაც უკვე არსებობს დისბალანსი. მე-VI სახლი გულისხმობს ჩვენს საბაზისო მოთხოვნებს, რაზეც დამოკიდებულია წარმატება კარიერასა თუ ჯანმრთელობაში. პირველი, რაზეც დაბნელება მოახდენს აქცენტს, იქნება სამსახური, კოლექტივი, პროფესიული მიმართულება ან ახალ პროექტებში ჩართულობა.

ასევე მოსალოდნელია საცხოვრებელი პირობების ან ოჯახური პასუხისმგებლობების ცვლილება. აუცილებელი ხდება სწორი ცხოვრების წესით დაკავება: მეტი სპორტული აქტივობა, კვებისა და დღის რეჟიმის მოწესრიგება, რუტინის შეცვლა. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც თქვენს მომავალს აშენებთ.

♎ სასწორი

დაბნელება მნიშვნელოვანია პირველი დეკადის (23.09-30.09) სასწორებისთვის. ის გააქტიურებს მე-V ასტრო ველს და გააღვიძებს ახალ ამბიციებს, რაც ეხმიანება 2017-2018 წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

შესაძლოა შეიცვალოთ პროფესია. შეძლებთ იპოვოთ ისეთი საქმე, რომელიც მოგეწონებათ და მოგიტანთ კარგ შემოსავალს, თუმცა ამისთვის მოგიწევთ დღევანდელი სტაბილურობის დათმობა. ეს უკავშირდება რისკებს, რაც სასწორებს ხშირად აფრთხობს, მაგრამ დაბნელება მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ იდეები წარმატებული ადამიანების დახმარებით.

მე-V სახლი არის გრძნობები და სიყვარული. მოსალოდნელია კარმული ურთიერთობები და საბედისწერო შეხვედრა მათთვის, ვინც მეორე ნახევარს ეძებს. შესაძლოა ძველმა პარტნიორმაც შეგახსენოთ თავი. ასევე, ეს სექტორი შვილებს გულისხმობს — მოსალოდნელია სასურველი ორსულობა ან მნიშვნელოვანი სიახლეები თქვენი ზრდასრული შვილების პირად ცხოვრებაში.

♏ მორიელი

დაბნელება საყურადღებოა ოქტომბრის და 10.11-22.11 დაბადებული მორიელებისთვის. ის შეეხება მე-IV და მე-X ასტრო ველებს, რაც გულისხმობს უძრავ ქონებას, ოჯახს, მშობლებსა და კარიერას.

მოსალოდნელია დისბალანსი: მაგალითად, თუ გადაწყვეტთ სამსახურის გამო სხვა ქალაქში გადასვლას ან ემიგრაციას, მოგიწევთ ერთდროულად იზრუნოთ საცხოვრებელზეც და ახალ სამუშაოზეც. ნებისმიერი ცვლილება ერთ სახლში იწვევს მეორეში რიტმის შეცვლას (თუნდაც შვილის დაბადება, რაც კარიერულ პაუზას მოითხოვს).

მომავალი 2 წლის განმავლობაში მოსალოდნელია ოჯახის ახალი წევრის დაბადება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სახლის გაფართოება და განახლება. თუ გგონიათ, რომ სამსახურში ერთ ადგილზე გაიყინეთ, შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ მიმართულება — მაგალითად, დასაქმდეთ უძრავი ქონების სფეროში, რაც წარმატებას მოგიტანთ.

♐ მშვილდოსანი

დაბნელება მნიშვნელოვანია პირველი დეკადის (23.11-30.11) მშვილდოსნებისთვის და გააქტიურებს მე-III ასტრო ველს. მერწყულის ნიშანი (თავისუფლება, ექსპერიმენტები) მოგიტანთ ახალ გზებსა და რუტინის ცვლილებას.

გაფართოვდება თქვენი კომუნიკაციების წრე — მეგობრები, კოლეგები, ნაცნობები. შეიცვლება თქვენი ინტერესები, რაც ახალ ადამიანებს მოიზიდავს. იდეალური პერიოდია საკუთარი საქმის განვითარებისა და რეკლამისთვის. რადგან მერწყული ახალ ტექნოლოგიებთან ასოცირდება, კარგი იქნება, თუ თქვენს საქმიანობაში გამოიყენებთ ინტერნეტს, სოციალურ პლატფორმებს ან გაივლით ონლაინ სასწავლო კურსს, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ.

♑ თხის რქა

დაბნელება დიდ გავლენას იქონიებს მესამე დეკადაში (22.12-31.12) დაბადებულ თხის რქებზე და შეეხება მე-II ასტრო ველს (ფინანსები). ეს რთავს შემოსავლების ცვლილების გრძელვადიან პროგრამას, რომელიც 2028 წლამდე გასტანს.

ასეთ დროს აფასებთ არა მხოლოდ ქონებას, არამედ პირად პოტენციალსაც. შესაძლოა უკმაყოფილო იყოთ არსებული სურათით, რისი მიზეზიც მერწყულის ოპოზიციური ნიშანი - ლომია. თუ მუშაობთ ქარიზმატულ ადამიანთან და მის დავალებებს ასრულებთ, ყოველთვის მის ჩრდილში იქნებით.

ამის შესაცვლელად საჭიროა იპოვოთ სიმამაცე, აიღოთ ინიციატივა და შეკრათ საკუთარი გუნდი, რომელიც თქვენი წარმატებისთვის იმუშავებს. ეს ციკლი მოგიტანთ შემოსავლების გაზრდას ან მათი მიღების ახალ გზებს და შეამცირებს არარაციონალურ ხარჯებს.

კარგი იქნება თუ თქვენს პირად საქმიანობაში გამოიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს, მოახდენთ მის პოპულარიზაციას ინტერნეტის და სხვადასხვა სოციალური პლატფორმის დახმარებით ან გაივლით ახალ სასწავლო კურსს, თუნდაც ონლაინ, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.

♒ მერწყული

დაბნელება ხდება თქვენს პირად ნიშანში და გაყენებთ დიდი გამოწვევების წინაშე. განსაკუთრებული გავლენა ექნება 31.01-09.02 პერიოდში დაბადებულებზე. ის გააქტიურებს პირველ ასტრო ველს - ასეთი მოვლენა 18 წელიწადში ერთხელ ხდება.

აგვისტოში თქვენს ნიშანში შემოსული ჩრდილოეთის კვანძის ენერგია გამოიყენეთ განვითარებისთვის და გავლენის გაფართოებისთვის. სამყარო გაძლევთ 2 წელს ცხოვრების შესაცვლელად. ამ პროცესის არსი არის ახალი როლისა და იმიჯის პოვნა. გაგიჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

ის მერწყულები, ვინც სამსახურს ეძებთ, დასაქმდებით ისეთ კომპანიაში, სადაც სავალდებულო იქნება წარმომადგენლობითი ფორმის ტარება. მნიშვნელოვანი ხდება პირადი ცხოვრებაც — ურთიერთობები „გაიფილტრება“. ეს დაბნელება დაგანახებთ, რომ ბევრ რამეში ზღუდავდით თავს და ახლა მოგეცემათ შანსი, გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი.

ის მერწყულები ვინც ახლა არიან სამსახურის ძიებაში, უახლოეს მომავალში დასაქმდებიან ისეთ კომპანიაში, სადაც სავალდებულო იქნება მათი წარმომადგენლობის ფორმის ტარება და იმუშავებენ იქ 2027 წლის ივლისამდე, სანამ არ მოხდება დაბნელება მათ მე- XII-ე სექტორში. ასევე მნიშვნელოვანი ხდება პირადი ცხოვრება და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაიფილტროს და წარსულს ჩაბარდეს, რადგან თქვენ კონცენტრირებული იქნებით საქმეზე და საკუთარ თავზე. საერთო ჯამში, ეს დაბნელება დაგანახებთ, რომ საკუთარ თავს ბევრ რამეში ზღუდავდით და ახლა მოგეცემათ შანსი გააკეთოთ თავისუფლად ის არჩევანი რაც თქვენს მომავალს სჭირდება.

♓ თევზები

დაბნელება გავლენას მოახდენს პირველი დეკადის (19.02-28.02) თევზებზე და ხდება თქვენს მე-XII ასტრო ველში. ეს გააქტიურებს წმენდისა და კარმული ბალანსის აღდგენის პროგრამას - ჩამოგაცილებთ იმას, რაც აღარ გჭირდებათ.

მე-XII სახლის პოტენციალი ვლინდება მაშინ, როცა აღარ გვეშინია დანაკარგების. ნუ შეგეშინდებათ ამ პროგრამის: ის, რაც თქვენია და სიცოცხლისუნარიანია, არსად წავა. მომდევნო 2 წელიწადში გაიზრდება ინტერესი თქვენი საქმიანობის მიმართ.

ამ დაბნელებამ შესაძლოა მოიტანოს თქვენი მეორე ნახევრის ცხოვრების რიტმის ან სამსახურის ცვლილება, რაც თქვენზეც აისახება. ასევე, შესაძლებელია გააკეთოთ მნიშვნელოვანი შენაძენი - უძრავი ქონება, სახლი ან მიწის ნაკვეთი.

დიდი ცვლილებები (სამსახური, რიტმი), რაც თქვენზეც აისახება. ასევე, კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად.